gvino
0

2017 წელს ექსპორტირებულმა ქართული ღვინის რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

2017 წელს, საქართველოდან, ბოლო თითქმის 30 წლის მანძილზე რეკორდული რაოდენობის ღვინოა ექსპორტირებული, რაც ღვინის ინდუსტრიისა და მეღვინეობა-მევენახეობის დარგის მარეგულირებელი შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურების კოორდინირებული და ეფექტური თანამშრომლობითაა მიღწეული. სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წელს, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში  ექსპორტირებულია 76,7 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 54%-ით აღემატება 2016 წლის  მაჩვენებელს.   სულ ექსპორტირებულია 170 მლნ-მდე […]
alian
0

წამყვანი ქართული დეველოპერული კომპანია “ალიანს ჯგუფი” European Property Awards-მა ორ ნომინაციაში დააჯილდოვა

European Property Awards 2017-2018  დაჯილდოებაზე, რომელიც დარგის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებაა რეგიონის მასშტაბით, კომპანია “ალიანს ჯგუფი” ორ  კატეგორიაში დაჯილდოვდა: “მრავალფუნქციური არქიტექტურა” და “მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების არქიტექტურა”, პროექტებისთვის Alliance Highline და Alliance Palace. დაჯილდოვების ოფიციალური ღონისძიება 26 ოქტომბერს ლონდონში სასტუმრო Royal Lancaster-ში გაიმართა. კომპანიებს გადაეცათ ჯილდოები სხვადასხვა კატეგორიებში: უძრავი ქონების სექტორის განვითარება, ინტერიერის დიზაინი და არქიტექტურა. […]
gvino
0

საფრანგეთის ქალაქ ბორდოში ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციები გაიმართა

საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში გამოფენა “საქართველო – ღვინის სამშობლო” გაიმართა. დეგუსტაცია-პრეზენტაციის ღონისძიებებს 100-მდე სტუმარი – ღვინის მოყვარული და პროფესიონალი დაესწრო. წარმოდგენილი ექსპოზიცია სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის უწყვეტ ისტორიას გაეცნოს და ამავე დროს, ქართველი და უცხოელი ღვინის მაგისტრების ხელმძღვანელობით, ქართული ღვინის დეგუსტაციებში მიიღოს მონაწილეობა. “გამოფენა ღვინის ცივილიზაციის ცენტრში არის საუკეთესო საშუალება კიდევ […]
ocneba
0

”ქართული ოცნების” საარჩევნო სია

„ქართული ოცნების“ ბათუმის საკრებულოს პროპორციული სიის ათეული ცნობილია. პარტიამ საჭირო დოკუმენტაცია ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარადგინა. სიის პირველი ნომერი სულიკო თებიძეა, რომელიც 2012 წლიდან აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. სიაში ასევე მოქმედი საკრებულოს ორი წევრია – საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე და მისი მოადგილე ირაკლი მიქელაძე. სიაშია დიმიტრი ჭეიშვილი, რომელიც „ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული […]
sigara
0

ბათუმში ქართული სიგარისა და ღვინის სავაჭრო სივრცე გაიხსნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს წევრი ვლადიმერ მგალობლიშვილი, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში მუხრან ვახტანგაძე, ქ. ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლები 18 აგვისტოს, ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიაში“ ქართული სიგარისა და ღვინის საპრეზენტაციო-სავაჭრო სივრცის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ. ახლად გახსნილ სივრცეში „მარდი ჰოლდინგში“ შემავალმა კომპანიებმა […]

ქართული ქაფშია ევროპის ბაზარზე გავა

საქართველო  მესამე ქვეყნების ჩამონათვალში ჩაისვა, საიდანაც თევზპროდუქტების იმპორტი  დაიშვა. გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა 2 წელიწადი ელოდა, 16 ივნისს, ბრიუსელში მიიღეს. შეთანხმება საქართველოს ზღვის რესურსების მდგრად მართვას ავალდებულებს. მზადების რა პროცესი გაიარა ჩვენმა ქვეყანამ ევროპის ბაზარზე ახალი შესაძლებლობებით სარგებლობით ნებართვის მიღებამდე და როგორ აფასებენ ქართული ქაფშიის ევროპულ ბაზარზე რეალიზების შესაძლებლობას  გარემოსდამცველები, ნახეთ სიუჟეტში. TV 25