qobuleTi
0

ქობულეთში წყალმომარაგება რამდენიმე საათში აღდგება

ქობულეთში გამთენიისას ძლიერი წვიმის შედეგად წყალსადენი სისტემის სათავე ნაგებობასთან დაზიანდა მილი, რის გამოც ქალაქის მოსახლეობის წყალმომარაგება შეიზღუდა. ამ დროისათვის დაზიანება აღმოფხვრილია. მოსახლეობის წყალმომარაგება რამდენიმე საათში აღდგება. არსებული მონაცემებით სტიქიას მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებია და რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ დაფისირებულა. მიმდინარეობს მონაცემთა ბაზის შეგროვება-დამუშავება. მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო სამაშველო ბრიგადები და „ენერგო პრო-ჯორჯიას“ ელექტრიკოსთა […]

წყლის პრობლემა ქობულეთის სოფლებში

ქობულეთის სოფლებში წყლის დეფიციტია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სასმელი წყალი მათ ხშირად რამდენიმე დღის განმავლობაში არ მიეწოდებათ, “ააიპ ქობულეთის სოფლის წყლის“ დირექტორი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის 48 სოფელს წყალი გრაფიკით მიეწოდება, რის მიზეზიც გვალვების შედეგად მდინარეებზე წყლის დონის დაწევაა. თუმცა ჯემალ გოლიაძე წყლის მიწოდების რამდენიმე დღიან წყვეტას გამორიცხავს. მისი თქმით წყალსადენიდან მიწოდებული წყალი მხოლოდ სასმელად არის განკუთვნილი და ადგილობრივებმა […]
saa
0

ყოფილი სანატორიუმი „ქობულეთი“ 1,6 მილიონ ლარად გაიყიდა

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ცენტრალურ პარკთან მდებარე 3 ჰექტარამდე  მიწის ნაკვეთი 1 მილიონ 648 ათას ლარად პირობებიან აუქციონზე გაიყიდა. ტერიტორია, სადაც ადრე სანატორიუმი „ქობულეთი“ ფუნქციონირებდა, აუქციონზე შპს „კრისტალ ბილდინგმა“ შეისყიდა. კომპანია საქართველოში  2015 წელს აზერბაიჯანის მოქალაქეებმა დააფუძნეს. ქონება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე პირობებით გაიტანა. მყიდველმა ამ ტერიტორიაზე ხელშეკრულების გაფორმებიდან 42 თვეში უნდა დაასრულოს მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ექსპლუატაციაში […]

ოზურგეთში ქობულეთის მკვიდრი მოკლეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში  მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილია ერთი ადამიანი. მოკლული პირის ვინაობა ცნობილია. ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. “აჭარის ტელევზია”

ტურისტების გაზრდილი რაოდენობა

ქობულეთში ტურისტების რაოდენობა 5 პროცენტით  გაზრდილია. ტურისტული საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით ბოლო 7 თვის მონაცემებით აჭარის ყველა საინფორმაციო ცენტრში ვიზიტორთა რაოდენობის 12 პროცენტიანი  ხოლო ივლისის თვეში 15 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. წელს ქობულეთში  გარდა სომხეთის , უკრაინისა და რუსეთისა ტურისტები ევროპის ქვეყნებიდანაც ჩამოდიან რომლებიც ძირითადად ქობულეთის დაცული ტერიტორიებით ,პეტრას ციხითა და  მხარეთმცოდნეობის მუზეუმით ინტერესდებიან სადაც წელს  ვიზიტორთა […]

ქობულეთის საკრებულოს სხდომა

ქობულეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ძირითადად მოქალაქეების მიერ შეტანილ განცხადებებზე იმსჯელეს, რაც სეზონურად სავაჭრო და სხვადასხვა ტიპის ტურისტული ობიექტების განთავსებისთვის ნებართვის მიღებას ეხებოდა. ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, რომ საჯარო განცხადებები საკრებულოს დროულად უნდა განეხილა, რაზეც საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მოქალაქეები გამგეობას ეტაპობრივად მიმართავენ. სხდომას გამგებელი და მისი მოადგილე არ ესწრებოდნენ, რის გამოც, ნაციონალურმა მოძრაობამ დარბაზი დატოვა. “აჭარის […]
pol
0

ქობულეთში 53 წლის ქალს ეძებენ

ოჯახი ქობულეთში დასასვენებლად იმყოფება. 53 წლის   ქალი  აღმაშენებლის  ქუჩაზე, ფიჭვნარის  დასახლებაში  გუშინ  გვიან ღამით  გავიდა და სახლში არ დაბრუნებულა. აცვია  წვრილთასმიანი შავი მაისური  და ლურჯი  შორტი (თეთრი კოპლებით), აქვს  შავი, მოკლე  თმა. თუ რაიმე ინფორმაციას ფლობთ დაკარგულის ადგილსამყოფელის შესახებ   გთხოვთ  დაგვიკავშირდეთ  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ცხელ ხაზზე: 591  53  48  48. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, […]
mashveli
0

შტორმის დროს ქობულეთში მაშველებმა 4 ადამიანი გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მაშველებმა დღეს ქობულეთში, 5 ბალამდე შტორმის დროს საქართველოს 3 და სომხეთის 1 მოქალაქე გადაარჩინეს. 50 წუთის განმავლობაში, მაშველებმა 4 სხვადასხვა შემთხვევაზე მოახდინეს რეაგირება. შავი ზღვის სანაპირო ზოლზე არსებულ ყველა საგუშაგოზე კვლავ წითელი ალმებია აღმართულია, რაც იმის მანიშნებელია, რომ წყალში შესვლა აკრძალულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის […]
pata
0

ქობულეთში ცეცხლაური-ჯიხანჯურის დამაკავშირებელი გზა მოასფალტდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსთან, არჩილ ჩიქოვანთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტში ცეცხლაური-ჯიხანჯურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ასფალტის საფარი 3 კილომეტრამდე მონაკვეთზე დაიგო, გარდა ამისა, ცეცხლაური-ჯიხანჯურის მიმართულებით ამ ეტაპზე მოწყობილია 1444 გრძ.მ. ბეტონის არხი, ასევე 52 გრ.მეტრის საყრდენი კედლები. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. “სამკუთხედი” […]

რამდენი იხარჯება ქობულეთის ბიუჯეტიდან ბაღების ეზოებისთვის?

ასობით ათასი ლარი ბაღების მშენებლობისა და კეთილმოწყობისთვის. ქობულეთის გამგეობა წელს ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას დაასრულებს, 2-ისთვის კი ეზოს მოაწყობს. რამდენად პროპორციულადაა განაწილებული ბიუჯეტი და პასუხობს თუ არა მოთხოვნებს? “აჭარის ტელევიზია”

რომან ქათამაძე მუქარაზე საუბრობს

პირი, რომლის მიმართაც 21 ივლისს გასროლა განხორციელდა ამბობს, რომ ემუქრებიან. რომან ქათამაძის თქმით, მასთან უცნობი პირები მივიდნენ, რომლებიც პროკურატურიდან განცხადების უკან გამოტანას აიძულებენ. რაც შეეხება პარასკევს მომხდარ ინციდენტს, მოკვლევას გენერალური ინსპექცია აწარმოებს. თუმცა უწყებაში არ აკონკრეტებენ რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება თუ განზრახ მკვლელობის მცდელობა. “აჭარის ტელევიზია”
pol
0

სროლა ქობულეთში

ცოტა ხნის წინ სროლა იყო ქობულეთში – ამის შესახებ ინფორმაცია მოქალაქეებმა მოგვაწოდეს, რომლებიც ამ წუთებში რუსთაველის ქუჩაზე არიან შეკრებილები. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული. როგორც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა უთხრეს, რუსთაველის ქუჩაზე გაჩერდა მანქანა, რომელსაც მართავდა ქობულეთის პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც იარაღიდან გაისროლა ახალგაზრდა მამაკაცის მისამართით. „გაჩერდა მანქანა, გადმოვიდა პოლიციელი, სამოქალაქო ფორმა ეცვა. […]

მეწყერი ქობულეთში

წვიმამ პრობლემები შექმნა ქობულეთის მუნიციპალიტეტში. სტიქიის შემსწავლელ საგანგებო კომისიაში უკვე უკვე 4 შეტყობინება შევიდა. სპეციალისტები სხვადასხვა სოფელში ადგილზე ეცნობიან არსებულ ვითარებას. სოფელ ბობოყვათში ძლიერი წვიმის გამო ლაზიშვილების საცხოვრებელ სახლთან ფერდსამაგრი კედელი ჩამოინგრა. კედლის ნანგრევები ბობოყვათი-დაგვის დამაკავშირებელ შიდა სასოფლო გზაზე სატრანსპორტო მიმოსვლას აფერხებს. ლაზიშვილები ამბობენ, რომ მიწა მცოცავია და შესაძლოა საფრთხე სახლსაც შეექმნას. ოჯახი გამგეობას დახმარებას […]

საქველმოქმედო კონცერტი

კომპოზიტორ გოგი ცაბაძის ხსოვნას მიეძღვნა ქობულეთის კულტურის ცენტრში გამართული კონცერტი. დები ჭოხონელიძეების სტუდიის აღსაზრდელებმა საღამოზე ცაბაძის ცხოვრების მნიშვნელოვანი ფრაგმენტები მინი -სპექტაკლებით გააცოცხლეს. შესრულდა მუსიკალური ნომრები. ღონისძიება საქველმოქმედო იყო და თანხა ქობულეთის უფლის ამაღლების ტაძარს მოხმარდება. “აჭარის ტელევიზია”

უფასო გამოკვლევები

22 ივლისს, შაბათს ქობულეთის მოსახლეობას უფასო კონსულტაციები ჩაუტარდება. მსურველებს შეეძლებათ ჩაიტარონ ლაბორატორიული გამოკვლევები, მკერდის, გულისა და მუცლის ღრუს ექოსკოპიური კვლევები. განსაზღვრონ სისხლში გლუკოზის შემცველობა და ჩ ჰეპატიტის ვირუსი. გამოკვლევებს ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის, როგორც ქართველი მედიკოსები ასევე უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტები ჩაატარებენ. “აჭარის ტელევიზია”

3 000 ლარი ქობულეთის გამწვანებისთვის

ქობულეთის გამგეობამ, წელს ქობულეთის გამწვანება დაასრულა. გამწვანების სამსახურის 256 ათასიანი ბიუჯეტიდან, უშუალოდ მცენარეების დარგვას 3 ათასი ლარი მოხმარდა. ყვავილები დარგეს გამგეობის შენობის წინ, რომლის ნაწილი უკვე გახმა. სამსახური მომდევნო თვეებში, გასულ წლებში დარგული მცენარეების მოვლასა და ქალაქის სარეველა ბალახებისგან გაწმენდაზე იმუშავებს, რისთვისაც საცელი აპარატები ახლახან შეიძინეს. გ ამწვანების სამსახურის ფუნქციებში ტროტუარების მოწესრიგებაზე, დაგებაზე, ამისთვის ცემენტისა […]
kobuleti
0

“ქობულეთობის” დღესასწაულისთვის 30 000 ლარი დაიხარჯება

30 ათასი ლარი დაიხარჯება ,,ქობულეთობის” დღესასწაულისთვის.  თანხის ნაწილი კი ბანკეტს მოხმარდება, აცხადებენ ოპოზიციაში. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი აცხადებს, რომ თანხის 90% დაიხარჯება სუფრისთვის. ბონდო თედორაძის თქმით, დღესასწაულისთვის გამგეობა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს თანხის შეგროვებასაც სთხოვს, რასაც უარყოფენ ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები. კონკრეტულად რამდენი დაიხარჯება სახალხო დღესასწაულისთვის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამსახურში  ვერ გვეუბნებიან. თუმცა  ნათია […]