sx
0

ქობულეთში ფრაქცია „ქართული-ოცნების“ სხდომა გაიმართა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული-ოცნების“ სხდომა, ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი გოგიტიძის ხელმძღვანელობით. ფრაქციის წევრებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილთან ერთად განიხილეს და იმსჯელეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ. ომის მონაწილეებზე და დაღუპულთა ოჯახის წევრებზე სადღესასწაულო დღეების ორგანიზებისა და დახმარების პროგრამის ; დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტების ტრანსპორტირების […]
sacobi
0

შეფერხება ბათუმი – ქობულეთის გზაზე

შეფერხება ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გზაზე. თითქმის ერთი საათის განმავლობაში ავტომობილებით გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ, მანქანების სიმრავლის გამო საცობი შეიქმნა შემოვლით გზაზეც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეფერხება ტრაილერმა გამოიწვია, რომელსაც გზაზე საწვავი გაუთავდა. ამ დროისთვის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდული არ არის. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
mirian qata
0

ქობულეთის მერის პოსტის დასაკავებლად მმართველი გუნდის კანდიდატმა 61% დააგროვა

ქობულეთის მერის პოსტის დასაკავებლად მმართველი გუნდის კანდიდატმა 61% დააგროვა. პირველადი მონაცემებით, ქობულეთის საკრებულოში ოთხი პარტია შევა. სწორედ ამდენმა გადალახა 4 პროცენტიანი საარჩევნო ზღვარი: “ქართული ოცნება” 58%, “ნაციონალური მოძრაობა”  24%, “ევროპული საქართველო” 4% “პატრიოტთა ალიანსი” 7%. მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ყველაზე დიდმა ნაწილმა ხმა “ქართული ოცნების” კანდიდატის სასარგებლოდ გააკეთა, მირიან ქათამაძე 61% ით ლიდერობს, ” “ნაციონალური მოძრაობის”  […]
shemovliti gza
0

ზურაბ პატარაძემ ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. მიმდინარე სამუშაოებს ზურაბ პატარაძესთან ერთად აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და საკანონმდებლო უწყების წარმომადგენლები გაეცნენ. ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. პირველი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და ამ ეტაპზე, მეორე – 18 კილომეტრიანი მონაკვეთი […]
qeo.olqi
0

ქობულეთის 81-ე ოლქში, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველთა განაცხადების მიღება დასრულდა

669 განაცხადი შევიდა ქობულეთის 81-ე ოლქში, სადაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ვაკანტური ადგილი 390-ია. ოლქის თავმჯდომარის თქმით, კომისიის წევრობის სურვილი წინა არჩევნებში მონაწილე წევრებმაც გამოთქვეს. თვითმმართველობის არჩევნებზე ქობულეთის მუნიციპალიტეტში სულ 65 საარჩევნო უბანი იმუშავებს.  წევრებს საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე კენჭისყრით შეარჩევენ. “აჭარის ტელევიზია”