qob xan
0

ხანძარი ქობულეთში

ქობულეთში ხანძრის შედეგად კაკალაძეების 6 სულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა. ცეცხლი სახლს დღეს გაუჩნდა, როგორც დაზარალებულები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან აცხადებენ, ხანძარი საძინებელში გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა, რადგან სახლი კედლები ხით იყო მოპირკეთებული. ხანძრის დროს სახლში იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები სამ არასრულწლოვანთანერთად. ხანძარმა გაანადგურა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი და პირადი გამოყენების ნივთების ნაწილი. ​მეხანძრეებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე ქობულეთის მერი […]
dolidze aqcia
0

დაკარგული გოგი დოლიძის ახლობლები აქციას მართავენ

დაკარგული 18 წლის გოგი დოლიძის ახლობლები და ოჯახის წევრები, ქობულეთში ერთ ერთ ტაძართან იკრიბებიან და საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, ეს გამაფრთხილებელი აქციაა, ისინი შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ, დაკარგულის საქმე  დროულად გამოიძიონ. გოგი დოლიძე ერთი თვეა რაც გაუჩინარდა. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
dolidze aqcia
0

დაკარგული გოგი დოლიძის ახლობლები აქციას მართავენ

დაკარგული 18 წლის გოგი დოლიძის ახლობლები და ოჯახის წევრები, ქობულეთში ერთ ერთ ტაძართან იკრიბებიან და საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, ეს გამაფრთხილებელი აქციაა, ისინი შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ, დაკარგულის საქმე  დროულად გამოიძიონ. გოგი დოლიძე ერთი თვეა რაც გაუჩინარდა. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
alilo qobuletSi
0

ქობულეთში “ალილოს”მსვლელობა ქალაქის ცენტრალური მოედნის მიმართულებით დაიწყო

დღეს მართლმადიდებლური ეკლესია ქრისტესშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. საუფლო დღესასწაული ქობულეთშიც ტრადიციულად – სარკმელში ანთებული საშობაო სანთლით, საშობაო ღვეზელითა და ალილოთი აღინიშნა. ტაძრებში აღვლენილი საზეიმო წირვა-ლოცვის შემდეგ მრევლმა სახალხო მსვლელობა მოაწყო, ტაძრებიდან ქუჩებში გადაინაცვლა და მსვლელობა ქალაქის ცენტრალური მოედნის მიმართულებით დაიწყო. მეალილოები ღვთის სადიდებელ საგალობლებს ასრულებდნენ და შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავდნენ თანამოქალაქეებს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან […]

ქობულეთის ნაგავსაყრელის ბედი

ქობულეთიდან ნარჩენები ისევ ფოთსა და ბათუმში გადააქვთ. მუნიციპალიტეტის გამგეობაში ირწმუნებოდნენ, რომ ნაგავსაყრელი, რომელიც აჭარა-გურიის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს ტურისტული სეზონისთვის უნდა აღდგენილიყო, თუმცა მოგვიანებით განაცხადეს, რომ პროცესი ნაგავსაყრელთან მცხოვრები ოჯახების წინააღმდეგობის გამო გაჭიანურდა. არხები გასაწმენდად, ნაგავმზიდის მისასვლელი გზის მოსაწყობად და რკინა-ბეტონის ფილების დასაგებად 117 ათას 963 ლარი მერიამ ამჯერად 2018 წლის ბიუჯეტში გამოყო. როგორც ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ მოლაპარაკება ბოლო ეტაპზეა […]
xandz
0

ცეცხლმა 5 წევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დატოვა

ხანძარი იყო ქობულეთში, სოფელ ლეღვაში. სულიკო რომანაძის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა. დამწვარია შენობის დიდი ნაწილი. ასევე დაზიანებულია სახლის სახურავი. შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობდნენ. ცეცხლის ჩაქრობას ადგილობრივები ასევე საკუთარი ძალებითაც ცდილობდნენ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები სოფელ ლეღვაში დაზარალებულ ოჯახს დღეს მოინახულებენ.რა დახმარებას გაუწევენ ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ცნობილი მოგვიანებით გახდება.ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. წყარო:”აჭარის ტელევიზა”
qob avaria
0

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს დილით ქობულეთში, ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე. თვითმხილველის თქმით, მსუბუქი ავტომანქანა მდინარე კინტრიშის ხიდთან ჯებირს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება. წყარო:გაზეთი “ბათუმელები”
qob
0

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდიდში მეწყერმა საცხოვრებელი სახლი დააზიანა

ქობულეთში, სოფელ კონდიდში  ლაზიშვილების საცხოვრებელ სახლთან ახლოს მეწყრული პროცესი განვითარდა. აქ სტიქიამ გზის სავალი ნაწილი ერთი წლის წინაც დააზიანა, რამაც საფრთხე ერთ-ერთ ოჯახს შეუქმნა. მოსახლოება მერიისგან შესაბამის დასკვნას ითხოვს. თვითმმართველობაში  აცხადებენ, რომ გეოლოგები  უახლოეს მომავალში დადებენ  დასკვნას, არის თუ არა საფრთხის შემცველი აღნიშნულ დასახლებაში ცხოვრება. გზის რეაბილიტაციას ითხოვს  საკრებულოს ოპოზიციონერი წევრიც. ბონდო თედორაძეს  აჭარის საგზაო დეპარტამენტში […]
k
0

ქობულეთში სამი დღეა გაუჩინარებულ 17 წლის ბიჭს ეძებენ

18 წლის გოგი დოლიძეს ეძებს ოჯახი. მამის ზორბეგ დოლიძის განცხადებით, მისი შვილი 7 დეკემბერს დილით სკოლაში წავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. ოჯახმა სამძებრო სამუშოებითვის უკვე მიმართა პოლიციას. შსს-ს ინფორმაციით სამძებრო სამუშაოები გუშინ დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც ზორბეგ დოლიძემ ”აიპრესს” განუცხადა, მის შვილს გამორთული აქვს მობილური ტელეფონი და მის გაუჩინარებას ინტერნეტთამაშ ”ლურჯ ვეშაპს” […]
xan qob
0

ხანძარი ქობულეთში

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია. რა სახის დახმარებას გაუწევენ ივანაძის 12 წევრიან ოჯახს, მოგვიანებით გახდება ცნობილი.ადგილზე ვითარებას გაეცნო ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში კობა ნაკაიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე. წყარო:”კობა ნაკაიძე ქობულეთის მაჟორიტარი / Koba Nakaidze”

დაზიანებული გზა

ქობულეთი – ოზურგეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის ნაწილი დაზიანებულია. აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილების საფრთხეზე საუბრობენ ავტომობილის მძღოლები, მათი თქმით გზა თითქმის რვა თვეა დაზიანებულია, რაც ავარიის რისკს ზრდის. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ სავალი ნაწილი დაახლოებით 2 კვირის წინ სტიქიის გამო დაზიანდა და მისი რეაბილიტაცია მომავალ კვირიდან დაიწყება. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
pol
0

ქობულეთის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ქობულეთის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. სოციალურ ქსელში, ჟურნალისტ ზურა ბაუჟაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით: “ქობულეთის რესურსცენტრის სიახლოვეს მომხდარ ინციდენტს და ჩხუბს, რომლის დროსაც ინციდენტში მონაწილე ერთი პირი დაიჭრა კიდეც. სიმართლეს არ შეეფერება ინფორმაცია იმის შესახებ რომ ჩხუბში მონაწილე პირები სკოლის მოსწავლეები იყვნენ”. სროლის ფაქტს ადასტურებენ თვითმხილველებიც.”სროლის ხმა იყოო,პატრულიც მოვიდა, თუმცა გარეთ არ გავსულვართ, ამიტომ არ ვიცი რამოხდა” – […]
pataradze dasu
0

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს დილით ქობულეთის სანაპირო ზოლის დასუფთავების სამუშაოებში ჩაერთო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს დილით ქობულეთის სანაპირო ზოლის დასუფთავების სამუშაოებში ჩაერთო. მასთან ერთად დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღეს აღმაშენებლის ქუჩის მცხოვრებლებმა. ბოლო დღეებში უამინდობის და შტორმის შედეგად შავი ზღვის სანაპირო ზოლი დაბინძურდა. ზღვამ დიდი რაოდენობით დამტვრეული ხეები და ნარჩენები გამორიყა. გამოდარების დღიდან სანდასუფთავების მუნიციპალური სამსახურები სანაპირო ზოლს ასუფთავებენ. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, საზღვაო ზოლის […]
qob gzis wmenda
0

ქობულეთში სტიქიის შედეგად დამეწყრილი შიდა სასოფლო გზები იწმინდება

ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები დილიდან განახლდა. იწმინდება სტიქიის შედეგად დამეწყრილი შიდა სასოფლო გზები. საგზაო დეპარტამენტის ორგანიზებით 13 ერთეული ტექნიკა მუშაობს. სოფელ ბუკნარში მოსახლეობას წყალმომარაგება შეზღუდული აქვს. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერული პროცესები რამდენიმე სოფელში განვითარდა. დაზიანდა შიდასასოფლო გზები და საცხოვრებელი სახლები. დაზარალებულების მდგომარეობას ქობულეთის მუნიციპალიტეტის სტიქიის შემსწავლელი კომისია განიხილავს. წყარო:”ქობულეთის მუნიციპალიტეტი”
023
0

ქობულეთში  ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტი აშენდება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები – დავით გაბაიძე, ზურაბ პატარაძე, ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლესი საბჭოში გიორგი რომანაძე, უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი, რეგიონის მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ქობულეთში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის ახალი, თანამედროვე სტანდარტების ცენტრის საძირკვლის […]
qeda dat
0

ქობულეთის სამ სოფელს მესამე დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება

ქობულეთის სამ სოფელს მესამე დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება. სტიქიის შედეგად ციხისძირისადა ბუკნარის წყლის სათავე ნაგებობები ქვიშით გაივსო, ხოლო ოჩხამურის სათავე ნაგებობას ტრანსფორმატორი დაუზიანდა. „ქობულეთის წყლის“ დირექტორის ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. რაც შეეხება შიდა სასოფლო გზებს, საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დარჩენილია 4 მონაკვეთი და გასაწმენდად  ტექნიკა მუშაობს. დამეწყრილი ოჯახების მდგომარეობას გეოლოგები სწავლობენ. ორი დღის განმავლობაში  მეწყერი 17 […]
gzis wmenda
0

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები გრძელდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები გრძელდება. დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ ზედა სამებაში გზის გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა. დამეწრილი შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე სოფელში მიმდინარეობს. გეოლოგების ჯგუფმა 150-მდე ოჯახი შეისწავლეს. სტიქიის დაზარალებულთა ოჯახების მდგომარეობას სტიქიის შემსწავლელი კომისია განიხილავს წყარო:”ქობულეთის მუნიციპალიტეტი”
avaria qobuletSi
0

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში

რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქობულეთში. რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები არ არიან.შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. რამდენიმე წუთის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო. წყარო: “აჭარის ტელევიზია”

ქობულეთში დამეწყრილი სახლების რაოდენობა 42 მდე გაიზარდა

ქობულეთში კვლავ სტიქიას ებრძვიან. რამდნიმე სოფელში მეწყრის ახალი კერები განვითარდა. ბოლო მონაცემებით, დამეწყრილი სახლების რაოდენობა 42 მდე გაიზარდა. პარალელურად დაიტბორა ქალაქის რამდენიმე ქუჩაც. სახლების პირველ სართულებზე ამჟამად  წყალი აღარ დგას. ამ დროისთვის მდინარე აჭყვისწყლისდონემ დაიწია. მდინარის ადიდების შედეგად გელაურის დასახლება, რუსთაველის ქუჩა და ცენტრალური მაგისტრალი დაიტბორა. წყარო: “აჭარის ტელევიზია”
dat bolu
0

ქალაქში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა და ქალაქში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა, გადაადგილება შეფერხებულია რკინიგზის სადგურისა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე გელაურის დასახლებაში, ჯავახიშვილის, რუსთაველისა და გურამიშვილის ქუჩებზე. საგანგებო რეჟიმში მუშაობს სტიქიის შტაბი, მობილიზებულია მობილური ჯგუფები და ინტენსიურად იწმინდება სანიაღვრე სისტემები, რომელსაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე პირადად ხელმძღვანელობს. უხვი ნალექის შედეგად პრობლემები შეიქმნა […]

15 ოჯახი გარესამყაროს მოწყვეტილია

ქობულეთში სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან. სოფელ ქობულეთსა და სოფელ ალამბარში  15-მდე ოჯახი ჩახერგილი გზის გამო  სამყაროსაა მოწყვეტილი. 8 ოჯახი თავს ახლობლებს აფარებს. გეოლოგების წინასწარი ვარაუდით 2-ის განსახლება საჭირო გახდება. ამ დროისთვის  სპეციალურმა ჯგუფებმა 136 შეტყობინება ადგილზე გადაამოწმეს, საბოლოო დასკვნები ჯერ ცნობილი არ არის. წინასწარი ვარაუდით, დაზარალებულთა ნაწილს ფერდსამაგრი კედლების მოწყობა დასჭირდება. დამეწყრილი ტერიტორიების გასაწმენდად დღის განმავლობაში  19 ერთეული ტექნიკა […]
qob rigg sxdoma
0

სხდომაზე   დღის წესრიგით გათვალისწინებული 22 საკითხი განიხილეს

 ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე   დღის წესრიგით გათვალისწინებული 22 საკითხი განიხილეს. სხდომაზე პირველ და მომდევნო საკითხებად დეპუტატებმა განიხილეს და დაამტკიცეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის,პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების , პერსონალის პროფესიული სტანდარტების და საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტები. […]
skola 5
0

14 მოწამლული მოსწავლიდან დღეს სკოლაში მხოლოდ ორი გამოცხადდა

ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში, სწავლა დილიდან ჩვეულებრივ რეჟიმში განახლდა. სასწავლო დაწესებულებაში გუშინ მომხდარი ინციდენტის გამო, ბუფეტი დაიხურა, ამიტომ მოსწავლეები დილიდან ფუნთუშებს სკოლის  მიმდიბარე  ტერიტორიასთან არსებულ მაღაზიაში ყიდულობენ. 14 მოწამლული მოსწავლიდან დღეს სკოლაში მხოლოდ ორი  გამოცხადდა. „დანარჩენებიც თავს კარგად გრძნობენ. სავარაუდოდ მშობლებმა სიფრთხილე გამოიჩინეს და დღეს სასწავლო დაწესებულებაში აღარ გამოუშვეს” – გვითხრა ქობულეთის რესურსცენტრის უფროსმა. რამ […]

ქობულეთში მეწყერი 6 საცხოვრებელ სახლთან ჩამოწვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ძლიერი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა. მიწის მასა 6 საცხოვრებელ სახლთან ჩამოწვა. ამ ეტაპზე ორი ოჯახის სტიქიის ზონიდან უკვე გაიყვანეს, ისინი თავს ახლობლებს აფარებენ. მუხაესტატესა და ლეღვას ცენტრალურ გზაზე მეწყერი ჩამოწვა, მძიმე ტექნიკა შემთხვევის ადგილას მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. ქობულეთის გამგებლის მოადგილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გზაზე მოძრაობა აღდგენილია. პრობლემებია შიდა სასოფლო გზებზე. რამდენიმე მონაკვეთი  ამ დრომდე ჩაკეტილია. […]
qob stiqia
0

სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები გვიან ღამემდე გაგრძელდება

ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები გრძელდება. სოფელ ციხისძირისა და ბუკნარში წყლის მიწოდება აღდგენილია. დილიდან გეოლოგებთან ერთად დაზიანებული ოჯახების მდგომარეობის შესწავლა მიმდინარეობს. ინტენსიურად იწმინდება შიდასასოფლო გზები. 12 ერთეული სპეცტექნიკა 6 მიმართულებით მუშაობს. სტიქიის შედეგად 20 საცხოვრებელ სახლს შეექმნა საფრთხე, მათგან 12 მდგომარეობა კრიტიკულია, 6 ოჯახი გასახლებულია. გეოლოგიური შესწავლის შემდგომ ოჯახების მდგომარეობას სტიქიის შემსწავლელი კომისია განიხილავს. სტიქიის სალიკვიდაციო […]
qob stiqia
0

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელძღვანელ პირებთან ერთად ადგილზე გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელძღვანელ პირებთან ერთად ადგილზე გაეცნო. მასთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატები საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში ილია ნაკაიძე და გიორგი რომანაძე, აჭარის საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელი არჩილ ჩიქოვანი. ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები დილიდან განახლდა. სოფელ ქობულეთში […]
qob,stiqia
0

სოფელ ქობულეთში გზაზე ჩამოწოლილ მიწის მასაში მსუბუქი ავტომობილი მოჰყვა, საიდანაც მაშველებმა ოთხი მოქალაქე ამოიყვანეს

სოფელ ქობულეთში გზაზე ჩამოწოლილ მიწის მასაში  მსუბუქი ავტომობილი მოჰყვა, საიდანაც მაშველებმა ოთხი მოქალაქე ამოიყვანეს, მათ შორის იყო ორი მცირეწლოვანი. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ისინი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს სოფელ სამებაში გარე სამყაროს რამდენიმე ოჯახი მოწყდა. აჭარის საგანგებო სიტუაციათა სააგენტოს სამსახურის უფროსის მოადგილე  მამუკა თურმანიძის თქმით,  მეწყერის ზონიდან ორი ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო. „სამაშველო სამსახურში, დაახლოებით 60-ზე შეტყობინებაა შემოსული. […]
satburi
0

ქობულეთში, 2,5 ჰექტარ ტერიტორიაზე სასათბურე კომპლექსი შენდება

აჭარის მუნიციპალიტეტებისათვის ახალი სასოფლო სამეურნეო ფუნქციების მინიჭება დაიწყო. ამის შესახებ “აიპრესს” აჭარის სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად ბათუმის მერობის კანიდატმა “ქართული ოცნებიდან” ლაშა კომახიძემ განუცხადა. მისი თქმით, ქობულეთში, 2,5 ჰექტარ ტერიტორიაზე სასათბურე კომპლექსი შენდება. “ალბათ ჩემს საუბარში ხშირად გექმით სიტყვა „ფუნქცია“. ამით განისაზღვრება ყველაფერი, ჩვენ გვქონდა საბჭოთა მემკვიდრეობა, მონოკულტურაზე ციტრუსზე და ჩაიზე, ჩაი გადაშენდა და […]
qobuletii
0

”ქართულმა ოცნებამ” ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია წარადგინა

რამდენიმე წუთის წინ “ქართულმა ოცნებამ”   ქობულეთში საარჩევნო სია წარადგინა. პრეზენტაციას  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ესწრებოდა. ქობულეთის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სიაში 4 მოქმედი დეპუტატია, 22 კანდიდატს შორის მხოლოდ 2 ქალია. ქალაქ ქობულეთში მაჟორიტარობისთვის  დავით  წულუკიძე, დავით  მჭედლიშვილი და ავთანდილ გოგიბერიძე იბრძოლებენ. რაც შეეხება სოფლებს, კანდიდატთა სია ასე გამოიყურება: ქაქუთი –  ვიტალი ქარცივაძე, ლეღვა – ავთანდილ […]

ინციდენტი ქობულეთში

ქობულეთში, პოლიციელებს მოქალაქეების ცემაში ადანაშაულებენ. ახალგაზრდები, რომლებსაც ჯანმრთელობის სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებათ, აცხადებენ რომ გვიან ღამით ერთ-ერთ რესტორანთან მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურეობრივ მაისურებში ჩაცმულმა დაახლოებით 8 პოლიციელმა სცემა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, აცხადებენ, რომ მონაწილე პირების ვინაობა დადგენილია და ძალოვანი უწყების თანამშრომელთა მონაწილეობა არ ფიქსირდება. “აჭარის ტელევიზია”
evropuli saqarTvelo
0

„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი: ბურჯანაძეს და ევროპულ საქართველოს საერთო ღირებულებები აქვთ

ელგუჯა გოგმაჩაძე  2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატია ქობულეთში. ელგუჯა გოგმაჩაძე ქობულეთის საკრებულოში ნინო ბურჯანაძის პარტიიდან იყო შესული. ახლა ის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრია. როგორც „ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნავს, მან ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ ორი წლის წინ დატოვა. თუმცა, როგორც გოგომაჩაძე ამბობს, მას პარტიულ ღირებულებებთან შეუთავსებლობა არ ჰქონია. „პარტია პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დავტოვე. […]
skola12
0

დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები ქობულეთის მუნიციპალიტეტში

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ,,საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ფარგლებში წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტში განხორციელდა ქობულეთის N3, სახალვაშოს, კვირიკე N1, ზედა დაგვას და ალამბრის საჯარო სკოლების სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია, ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და კეთილმოეწყო გორგაძეების და ოჩხამურის საჯარო სკოლების სპორტული დარბაზები. სოფელ დაგვასა და კვირიკეს N1 საჯარო სკოლაში დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები […]
jebirebi
0

ქობულეთში ზღვის სანაპიროზე ახალი ჯებირის მშენებლობა დაიწყება

ქობულეთში  ზღვის სანაპიროზე ახალი ჯებირის მშენებლობა დაიწყება. ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ სანაპირო ზოლი კომპანია „ალიანსის“ წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. მხარეებმა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ეფექტურად განხორციელებაზე ისაუბრეს. „ქობულეთის სანაპიროზე ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაციის პროექტი“ მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში აშენდება 2 კმ-მდე ახალი ჯებირი და კეთილმოეწყობა სავალი ნაწილი. სამუშაოების განსახორციელებლად 8 მილიონამდე […]
zgva
0

ქობულეთში მაშველები ზღვაში მოზარდს ეძებენ

სამაშველო სამსახური ქობულეთში, ზღვაში, მოზარდ ბიჭს ეძებს, რომელიც დღეს შევიდა ზღვაში. მისი დაკარგვის შესახებ მშობელმა განაცხადა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უკვე საათზე მეტია მიმდინარეობს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. “ბათუმელები”

გაურემონტებელი სკოლები

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე 15 დღე რჩება. სახალხო დამცველის აპარატი კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამ დროისთვის საქართველოში 189 სკოლა ავარიულია. ომბუდსმენი მიესალმება მშენებლობა-რეაბილიტაციის ტენდენციას, თუმცა ხელისუფლებას მიმართავს უფრო აქტიურად განხორციელდეს მოსწავლეთა უფლებრივ მდგომარეობაზე ორიენტირებული ღონისძიებები. უჩა ნანუაშვილის აპარატი ასევე აცხადებს, რომ მართალია ახალი სკოლები შენდება, თუმცა არა იმ რაოდენობით რაც რეალურადაა საჭირო. საქართველოში სულ 2 085 საჯარო სკოლაა, რა […]
pol
0

29 ადამიანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს

  ქობულეთის შესასვლელთან, ავტობანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ  სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრასპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. შემთხვევა ამ დილით მოხდა. დაშავებულია 28 ადამიანი.   ერთმანეთს ორი  მიკროავტობუსი ქობულეთის შესასვლელთან, ავტობანზე   შეეჯახა. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის […]