xulo sabgiro
0

ხულოს საბაგიროს რეაბილიტაცია

ხულოს საბაგიროს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მერის ინფორმაციით ამ ეტაპზე პროექტთან დაკავშირებით სამუშაოები მიმდინარეობს და კეთილმოწყობა გაზაფხულიდან დაიწყება. ხულოს საბაგიროს რეაბილიტაცია 2007 წლის შემდეგ არ ჩატარებია. საბაგირომ გასულ წელს 10 ათასამდე ვიზიტორს უმასპინძლა. ხულოს საბაგირო თავისი სიგრძითა და სიმაღლით ევროპაში მეორე ადგილზეა და სოფელი თაგო გარესამყაროს სწორედ ამ საბაგიროთი უკავშირდება. წყარო:”აჭარის ტელევიზია”

ხულოს საბაგიროს რეაბილიტაცია

ხულოს საბაგიროს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მერის ინფორმაციით ამ ეტაპზე პროექტთან დაკავშირებით სამუშაოები მიმდინარეობს და კეთილმოწყობა გაზაფხულიდან დაიწყება. ხულოს საბაგიროს რეაბილიტაცია 2007 წლის შემდეგ არ ჩატარებია. საბაგირომ გასულ წელს 10 ათასამდე ვიზიტორს უმასპინძლა. ხულოს საბაგირო თავისი სიგრძითა და სიმაღლით ევროპაში მეორე ადგილზეა და სოფელი თაგო გარესამყაროს სწორედ ამ საბაგიროთი უკავშირდება წყარო:”აჭარის ტელევიზია”
gza
0

ინფრასტრუქტურული სამუშაოები აღმაშენებლის ქუჩაზე

აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. მიწისქვეშა კომუნიკაციის შეცვლის შემდეგ ქუჩის მოასფალტება დაიწყო. კფწ-ის პროექტის ფარგლებში წყალარინების საწნეო მაგისტრალური მილსადენის მონტაჟი დასრულდა. ეს ინფრასტრუქტურული პროექტის ერთი ნაწილი იყო. ჯამში სამუშაოებისთვის, რომელიც 2015 წლიდან მიმდინარეობდა 4 მილიონი ევრო გამოიყო. პარალელურად ბაგრატიონისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში საგზაო ნიშნები განთავსდა. ვიცე-მერის განცხადებით, თვითნებურად მოწყობილი ავტობაზრობა ამ ტერიტორიაზე აიკრძალა. ალტერნატიულ სივრცე კი მერიამ გოგოლის ქუჩაზე ავტოსადგურის მიმდებარედ […]
45
0

თაყაიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია

ე.წ. ჭაობის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ასფალტის საფარის დაგება დაიწყო თაყაიშვილის ქუჩაზე. უკვე დამონტაჟდა სანიაღვრე არხები და ბორდიურები. ასფალტის საფარის დაგების დასრულების შემდეგ დაიწყება ორშრიანი დეკორატიული ფილების მოწყობა. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 150 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოები დღეს კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. პარალელურად სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება სელიმ ხიმშიაშვილის, ჰაიდარ აბაშიძისა და გრიბოედოვის ქუჩებზე.
sisitema
0

გოროდოკის ტერიტორიაზე წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში, ე.წ გოროდოკის ტერიტორიაზე წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში საკანალიზაციო სისტემა გოროდოკის მთელ ტერიტორიაზე გამოიცვლება. ამჟამად მიწისქვეშა სამუშაოები თაბუკაშვილის ქუჩაზე ხორციელდება. გოროდოკის წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია 2018 წლის ნოემბერში დასრულდება. სამუშაოები წინსწრებით მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 2 მილიონ 44 ათას 743 ევროს შეადგენს წყარო:”ბათუმის მერია”
dandalo
0

დანდალო-არძენაძეების გზის რეაბილიტაცია

ქედის მერმა ლევან გორგილაძემ, აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად, დღეს დანდალო-არძენაძეების მიმართულებით, ასფალტო ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მოინახულა. 1 კილომეტრიანი კეთილმოწყობილი გზა 2 საჯარო სკოლას დააკავშირებს და 128 ოჯახი ისარგებლებს. პროექტი დეპარტამენტის ბიუჯეტით ხორციელდება და მას ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს. “გზები“ ასრულებს. კეთილმოწყობილი გზით დანდალოელები 4 დეკემბრიდან ისარგებლებენ. […]
agaras gza
0

ხულოს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ხულოს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. „პრიორიტეტული ღონისძიებების“ ფარგლებში შესყიდული იქნა 900 კუბური მეტრი მზა ბეტონი, რომელიც გორგაძეების, ვაშაყმაძეების, ტუნაძეების, ლაბაიძეების, აგარის, ირემაძეების, ბოღაურისა და გობაძეების სასოფლო გზებზე მოეწყობა. სამუშაოებს, რომლისთვისაც ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 164700 ლარი გამოიყო, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. „მშენებელი-7“ ახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს სოფელ აგარაში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ბეტონის […]
uchh
0

სოფელ უჩხოში საბავშვო ბაღისა და სასოფლო კლუბის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

„პრიორიტეტული ღონისძიებების“ ფარგლებში სოფელ უჩხოში საბავშვო ბაღისა და სასოფლო კლუბის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე დასრულებულია შენობის შიდა და გარე ფასადის მოწყობა და მიმდინარეობს ეზოს მოპირკეთების სამუშაოები. რამდენიმე დღეში უკვე ატრაქციონების მოწყობა დაიწყება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 107577 ლარს. სამუშაოებს ტენდერით გამოვლენილი კომპანია შ.პ.ს. „ლაპოტი 2012“ ახორციელებს. ამ დროისათვის სამუშაოებზე 5 ადგილობრივია დასაქმებული. მიმდინარე სამუშაოები […]
qo
0

ქობულეთში ქუჩებს შორის გადასასვლელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქობულეთში ქუჩებს შორის გადასასვლელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში დავით აღმაშენებლის გამზირიდან რუსთაველის ქუჩაზე 4 გადასასვლელს ჩაუტარდება რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე სისტემები, ტროტუარები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, ხოლო ქუჩის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგება. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩებზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები დამონტაჟდება. ინფრასტრუქტურული ღონისძიებისთვის 614 551 […]
skola
0

ბათუმში საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

რეგიონში საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი. დღეს, კაპრეშუმისა და ქალაქ ბათუმის N17 საჯარო სკოლებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი,სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი ჯემალ სურმანიძე, ბათუმისა და ხელვაჩაურის რესურსცენტრების ხელმძღვანელები გოჩა დავითაძე და ხათუნა დიდმანიძე გაეცნენ. პროექტის მიხედვით სოფელ კაპრეშუმში აშენდა […]
beshumis shida gza
0

ბეშუმში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

აქტიურად მიმდინარეობს ხულოს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები. „პრიორიტეტული ღონისძიებების“ ფარგლებში კურორტ ბეშუმის შიდა გზების 2 კილომეტრნახევრიან მონაკვეთს რეაბილიტაცია უტარდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები. სამუშაოები, რომლისთვისაც ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 828855 ლარი გამოიყო, ტენდერით გამოვლენილი კომპანია შ.პ.ს. „დავითი“ ახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ბოლქვაძე გაეცნო. უნდა აღინიშნოს, რომ […]
GBARA
0

გვარა-სურმანიძეების გზის რეაბილიტაცია დასრულდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა მოადგილე რაულ ბერიძესთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტში გვარა-სურმანიძეების საავტომობილო გზის კმ0+000-კმ0+210 მონაკვეთზე (210 მეტრზე) მიმდინარე ა/ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოებს შ.პ.ს „ერ ტე დე“ აწარმოებს და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 85 000 ლარს შეადგენს. არჩილ ჩიქოვანის განცხადებით ა/ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დღის ბოლოსთვის […]
gza
0

განახლება-სამების გზის რეაბილიტაცია დასრულდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა მოადგილე რაულ ბერიძესთან ერთად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში განახლება-სამება საავტომობილო გზის კმ0+500-კმ2+000 მონაკვეთზე (1500 მეტრზე) მიმდინარე ა/ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოებს შ.პ.ს „ზიმო7“ აწარმოებს და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 441 350 ლარს შეადგენს. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო 58 გრძ.მ. გაბიონი, 21 გრძ.მ. ბეტონის კედელი, […]
beshu
0

ბეშუმში ელექტროგადამცემი ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

აქტიურად მიმდინარეობს ხულოს მუნიციპალიტეტის სამთო იალაღებზე ელექტროგადამცემი ქსელის მოწყობის სამუშაოები. „პრიორიტეტული ღონისძიებების“ ფარგლებში კურორტ ბეშუმში ელექტროგადამცემ ქსელს რეაბილიტაცია უტარდება. ამ ეტაპზე დასრულების ფაზაშია ბოძების მოწყობის სამუშაოები. მიმდინარე წლის ბოლომდე კურორტს და მის მიმდებარე იალაღებს ახალი, თანამედროვე სტანდარტების ელექტროგადამცემი ქსელი ექნებათ. სამუშაოები, რომლისთვისაც ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 248900 ლარი გამოიყო, ტენდერით გამოვლენილმა კომპანიამ შ.პ.ს. „ენერგოგზამ“ განახორციელა. სამუშაოების […]

შეჩერებული სააღმზრდელო პროცესი

ქედის სკოლამდელი აღზრდის ორ დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. მიზეზი, სარეაბილიტაციო სამუშაოებია. ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, რომ წონიარისისსაბავშვო ბაღში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და სააღმზრდელო პროცესი 1 ოქტომბერს დაიწყება. სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ზუნდაგის საბავშვო ბაღშიც. რეაბილიტაციის პროექტი ორ წლიანია და ამიტომაც მოსწავლეები მახუნცეთის, ნამლისევისა და დოლოგნის საბავშვო ბაღებში გადაანაწილეს. ზუნდაგის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 791 ათას 270 ლარია გამოყოფილი. მას ტენდერში გამარჯვებული ფირმა “ინტერ პლიუსი” ახორციელებს. […]
maruxi
0

მარუხის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები

მარუხის ქუჩაზე ბორდიურების მოწყობა მიმდინარეობს. უკვე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მომდევნო ეტაპზე კი, დაგეგმილია ასფალტის საფარის დაგება. მარუხის ქუჩის კეთილმოწყობა მარტში დაიწყო და ოქტომბერში დასრულდება. გარდა ამისა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მარუხის I და II ჩიხის, ლომონოსოვისა და ქედის ქუჩის, ასევე ქობულეთის ქუჩისა და ჩიხის კეთილმოწყობა. სამუშაოებს შპს „დაგი“ ახორციელებს, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 2 293 225 ლარი გამოიყო. […]
PATARADZE
0

ზ.პატარაძე გომარდულში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ შუახევში , კურორტ გომარდულზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. რეგიონის პირველი პირი აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად საავტომობილო გზის ღორექეთი-გომარდულის 4,4 კმ მონაკვეთზე მიმდინარე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოეწყო 70 გრძ/მ გაბიონი, 1170 გრძ/მ რკინაბეტონის კიუვეტი და 27 გრძ/მ ლითონის მილი. […]
gza
0

ხულოში, საციხური-გელაურას მიმართულებით 4 კილომეტრიანი გზის სარეაბლიტაციო სამუშაოები დასრულდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა ხულოს მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის დიდაჭარა-საციხური-გელაურას 4 კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე ასფალტობეტონის საფარის დასკვნით სამუშაოებს ადგილზე გაეცნო,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა. რ მთავრობა ავრცელებს. აღნიშნული მონაკვეთის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 1 759 490 ლარს. გარდა გზის ასფალტობეტონისა, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო 238 გრძ.მ. ბეტონის საყრდენი […]
re
0

ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე დეკორატიული ორშრიანი ფილების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე დეკორატიული ორშრიანი ფილების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რის დასრულების შემდეგ დაიგება ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე, უკვე გამოიცვალა არსებული გრუნტი, ქუჩის ორივე მხარეს მოეწყო სანიაღვრე მილები და ჭები, ასევე, გზაჯვარედინებზე დამონტაჟდა ბორდიურები, საკომუნიკაციო მილები და საკომუნიკაციო ჭები. კეთილმოწყობის სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიხაზება საგზაო ნიშნები. ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დასრულდება. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 466 ათას […]

2 მილიონი გზის რეაბილიტაციისთვის

კურორტ გომარდულთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო. დაგეგმილია ღორექთიდან- გომარდულის მიმართულებით 4 კილომეტრი და 400 მეტრი გზის მოასფალტება. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით სამუშაოები ზამთრის სეზონამდე დასრულდება და მას“შპს ბონდი” ასრულებს. გზის კეთილმოწყობისთვის აჭარის საგზაო დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი დაიხარჯება. “აჭარის ტელევიზია’

შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია ქედაში

ქედაში, სოფელ მეძიბნა-აგარის მიმართულებით ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემაც. სამუშაოებისთვის აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სამსახურის მართვის დეპარტამენტი, 112 ათას ლარს დახარჯავს. სამუშაოები კვირის ბოლომდე დასრულდება. ბეტონის საფარი ქედაში, წელს, 23 მიმართულებით მიმდინარეობს, რისთვისაც დეპარტამენტმა 880 ათას ლარს დახარჯავს. “აჭარის ტელევიზია”
sau
0

მახუნცეთში ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

ტურისტული სეზონის პარალელურად, მახუნცეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მოეწყო სავაჭრო დახლები, შენდება ტურისტული ცენტრი, ღია სცენა, ხელოვნური საფარით მინი სპორტული მოედანი, სველი წერტილების ობიექტები, კეთილმოეწყო ავტოსადგომი და მიმდინარეობს კიდევ ერთის მოწყობა, ეწყობა ჩანჩქერის სათავის მიმდებარე ტერიტორია დეკორატიული ხიდით, დაგეგმილია ჩანჩქერის მიმდებარედ ადაფტირებული ბილიკების მოწყობა და ა.შ. მახუნცეთის კეთილმოწყობისთვის წელს ადგილობრივ ბიუჯეტში […]
xel
0

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის პირველი ეტაპი დასრულდა.

გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისგამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის პირველი ეტაპი დასრულდა. პროექტი ითვალისწინებს გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობას, კულტურის სახლის ირგვლივ ტერიტორიის მოწესრიგებას, გამგეობის შენობის ირგვლივ ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობას. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს “ალიგატორი” აწარმოებს. პროექტის ღირებულება 99 140 ლარია. ხელშეკრულების თანახმად სამუშაოები მიმდინარე წლის 13 სექტემბერს უნდა დასრულდეს. “ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი”

გზის რეაბილიტაცია

პირველად კაპრეშუმი – ყოროლისთავის მონაკვეთზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა და დაიგო ასფალტის საფარი. ინფრასტრუქტურული სამუშაოები საავტომობილო და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა განახორციელა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 400 ათასი ლარი გამოიყო. “აჭარის ტელევიზია”

დაგვიანდა თუ არა გზის რეაბილიტაცია?

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხულოს გამგეობას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ირაკლი ჯორბენაძე ირწმუნება რომ, კურორტ ბეშუმში  შიდა გზის კეთილმოწყობა ინდმეწარმემ განსაზღვრულ ვადებში ვერ დაასრულა, გამგეობამ  კი კომპანია არ დააჯარიმა. ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ ხულოს გამგეობაში. ლაშა ბოლქვაძის განცხადებით,  ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების დასრულების ვადა მშენებარე კომპანიას 5 სექტემბრამდე აქვს, სამუშაოები კი მისი თქმით,  შუამთობის დღესასწაულთან დაკავშირებით დროებით შეჩერდა. ბეშუმის კეთილმოწყობისთვის 2 მილიონ 300 […]

არდაგანის ტბის პრობლემა

როდის შეისწავლიან არდაგანის ტბის პრობლემებს ჯერ უცნობია. ტბაზე რამდენიმე დღეა წყლის შეფერილობა შეიცვალა და ზედაპირის ნაწილზე მწვანე ნადები გაჩნდა. ტბა ბულვარს 1 იანვრიდან წლის ბოლომდე აქვს დროებით სარგებლობაში გადაცემული.   ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გაწმენდითი სამუშაოები ივნისში ჩატარდა და ტერიტორიიდან შლამი გაიტანეს. დამატებითი თანხა ტბაზე სხვა სამუშაოების ჩასატარებლად წლის ბოლომდე ბიუჯეტში გაწერილი არ არის, თუმცა ბულვარის დირექტორის […]

სკოლების რეაბილიტაცია

საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში ბათუმის მე-13 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება, პროექტის ფარგლებში დაზიანებული ფასადის, საკლასო ოთახების, ასევე სპორტული და სააქტო დარბაზის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაციისთვის 112 ატას 28 ლარია გამოყოფილი, სამუშაოები ახალ სასწავლო წლამდე დასრულდება. მიმდინარე წელს ბათუმში კიდევ ერთი სკოლა აშენდება, აჭარაში სულ 39 სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდება. “აჭარის ტელევიზია”
kavian
0

ქედაში კავიანის ციხესთან მისასვლელი გზის მოწყობა მიმდინარეობს

ქედაში კავიანის ციხესთან მისასვლელი გზის მოწყობა მიმდინარეობს. საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შემდეგ ტურისტებისთვის საფეხმავლო ბილიკი მოეწყობა. დაგეგმილია მოსასვენებელი ადგილების, კიბეების და მოაჯირების მოწყობაც. სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტის გამგეობა 185 ათას ლარს დახარჯავს. წელსვე გამგეობა ზენდიდის ციხის მიმდებარე ტერიტორიასაც მოაწყობს. “აჭარის ტელევიზია”
rea
0

ლორიას ქუჩის კეთილმოწყობა სრულდება

ლორიას ქუჩაზე კეთილმოწყობის სამუშაოები სრულდება. ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ივნისის თვეში დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში გამოიცვალა გრუნტი, დაიგო 3200 კვ.მ-ზე პირველი ფენა ასფალტის საფარი, ამ დროისთვის კი მიმდინარეობს მეორე ფენა ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები, რის დასრულების შემდეგაც დაიხაზება ზებრა გადასასვლელები და განთავსდება შესაბამისი საგზაო ნიშნები. პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა დეკორტიული ფილების, ტროტუარებისა და უინათლოთა ბილიკების მოწყობის […]
20170728_130909
0

ლიფტების რეაბილიტაცია

ქობულეთში მრავალბინიან კორპუსებში ლიფტების შესაცვლელად ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. 20-დან 8 ლიფტის გამოსაცვლელად 474 ათას 239 ლარი აჭარის მთავრობამ მუნიციპალიტეტების მხარდაჭერის ფონდიდან გამოყო. სატენდერო წინადადებების მიღება ხვალიდან დაიწყება. გამარჯვებულმა კომპანიამ არსებული ლიფტების დემონტაჟი და ახლის მოწყობა 90 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს. “აჭარის ტელევიზია”
rea
0

თაყაიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

თაყაიშვილის ქუჩაზე კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გზის საფარი მოწყობილია გასული საუკუნის 80-იან წლებში. პროექტით გათვალისწინებულია სანიაღვრე არხების, ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობა. სამუშაოების ფარგლებში დაიგება დეკორატიული ფილები. ქუჩების გადაკვეთის ადგილებში ასფალტობეტონის ზედაპირზე თეთრი და ყვითელი ფერის საღებავებით დაიხაზება ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელის აღმნიშვნელი მონიშვნები და განთავსდება შესაბამისი საგზაო ნიშნები. პროექტი ითვალისწინებს, გზაჯვარედინის ოთხივე კუთხეში საკომუნიკაციო ჭებისა და […]
gonios cixe
0

გონიოს ციხის ორ კოშკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გონიოს ციხის ორი [N2 და N3] კოშკის რეაბილიტაციისთვის 89 ათას ლარს დახარჯავს. სააგენტომ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 1-ელ აგვისტოს დასრულდება. გონიოს ციხის ტერიტორიაზე სამუშაოები არქეოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარდება. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2014 წლის იანვრიდან 2017 წლის იანვრამდე პერიოდში უნდა გააჩნდეს მინიმუმ 3 საფორტიფიკაციო სახეობის ძეგლებზე […]
skvri
0

ახალი საბავშვო ატრაქციონების მონტაჟი დაიწყო.

ბათუმში, სკვერებში არსებულ საბავო ატრაქციონებთან შშმ პირთათვის განკუთვნილი საქანელები მონტაჟდება. ამ ეტაპზე საქანელების სამონტაჟო სამუშაოები 6 სკვერში, შემდეგ მისამართებზე განხორციელდება: ფრიდიდონ ხალვაშის 328-ში, აფხაზეთის #5-ში, ჯავახიშვილის ქუჩის ბოლოში, კობალაძისა და ინასარიძის, ასევე, ლეონიძისა და ტაბიძის ქუჩების კვეთასა და ბაქოს ქუჩაზე არსებულ სკვერებში. გარდა ამისა, მრავალსართულიანი სახლების ეზოებისთვის ატრაქციონების შეძენა-მონტაჟის პროგრამის ფარგლებში, 61 მისამართზე ახალი ატრაქციონები […]
arxi
0

ხახულის არხის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

ხახულის ქუჩაზე სანიაღვრე არხის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. არხი მთელ სიგრძეზე სპეცტექნიკის საშუალებით გაიწმინდება. ხახულის არხის სიგრძე 2 კმ-ს შეადგენს. ამ ეტაპზე არხიდან შლამის ამოღების სამუშაოები ხორციელდება. არხის სრულად გაწმენდის შემდეგ მოხდება მისი გაღრმავება და გაფართოება, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას სანიაღვრე წყლების გამტარუნარიანობის პრობლემას მოუხსნის. ხახულის არხის გაწმენდით სამუშაოებს შპს ,,ბათუმის წყალი“ ახორციელებს. “ბათუმის მერია”
gza
0

გზების რეაბილიტაცია ხულოს 34 სოფელში

ხულოს მუნიციპალიტეტში 34 სოფლის საავტომობილო გზის რთული მონაკვეთი მობეტონდება. სასოფლო გზების მობეტონებასთან დაკავშირებით, ხულოს გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 723 990 ლარი გამოყო და მთლიანობაში 3 958 კუბური მეტრი მზა ბეტონის შესასყიდად ელექტრონული ტენდერი 13-14 ივლისს გამოაცხადა. სოფლების – ყინჩაურის, ძმაგულის, გურძაულის, წაბლანის, კვატიის, ვერნების, დეკანაშვილების, ქედლების, ძირკვაძეების, განახლების, გობაძეების, ოქრუაშვილების, დუაძეების, ზემო ვაშლოვანის, შურმულისა და ქვედა […]
00
0

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა

აჭრის მთავრობის თვმჯდომარემ 12 ივლისს შუახევში ადგილობრივ ფერმერებთან და მეწარმეებთან შეხვედრის დროს ყურადღება მაღლმთიანი აჭარის განვითარებაზეც გაამახვიალა. ზურაბ პატარაძემ იმ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა რაც მაჭალმთიან აჭარაში ხორციელდება. აჭარის პირველმა პირმა ყურადღება კურორტ გოდერძზე 150 ნომრიან სასტუმროს მშენებლობაზე, ალპური ბოტანიკური ბაღის მშენებლობასა და კურორტ გომარდულის განვითარებაზე გაამახვიალა, პატარაძემ ხულო ზარზმის გზის მშენებლობას საუკუნის პროექტი უწოდა. „მაღალმთიან […]
fasadebi
0

ძეგლის ფასადისა და აივნების რეაბილიტაცია ძველ ბათუმში

ბათუმში, გორგასლის ქ. N4-ში მდებარე შენობის ფასადის, აივნისა და ფარნავაზ მეფის ქ. N45-ში მდებარე შენობის აივნის რეაბილიტაცია იგეგმება. სარეაბილიტაციო სამუშაოები საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ დაიწყება. შესაბამისი ტენდერის მიხედვით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ უკვე გამოაცხადა, დოკუმენტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა მომზადდეს. ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 1-ელ აგვისტოს დასრულდება. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო […]
gza
0

ქედა-მერისი-ნამონასტრევის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ასფალტობეტონის დაგება დასრულდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის პროგრამის ფარგლებში, ქედა-მერისი-ნამონასტრევის საავტომობილო გზის კმ8+000-კმ10+000 მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები დასრულდა. პროექტისთვის ბიუჯეტიდან 771 770 ლარი დაიხარჯა. აღნიშნულ გზაზე მოეწყო ასევე 1268 გრძივი მეტრი კიუვეტი, 116 გრძივი მეტრი კედელი და 26 გრძივი მეტრი გაბიონი. პროექტის ფარგლებში გასულ წელს მოეწყო წონიარისის, დანდალოს და ზენდიდის საავტომობილო […]

ე.წ ჭაობის დასახლებაში ჩაიკოვსკის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ე.წ ჭაობის დასახლებაში ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება. ამ ეტაპზე ჩაიკოვსკის ქუჩაზე სადემონტაჟო და მიწის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით 700 მეტრიან მონაკვეთზე იცვლება გრუნტი. ამის შემდეგ კი სანიაღვრე სისტემები მოეწყობა მოპირკეთდება ტროტუარები და დაიგება ასფალტის საფარი. ქუჩის რეაბილიტაცია, 2018 წლის მაისში უნდა დასრულდეს, სამუშაოებისთვის მილიონ 852 ათას 140 ლარია გამოყოფილი. “აჭარის ტელევიზია”
iobi
0

მინი სტადიონების რეაბილიტაცია ქედაში

მინი სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ცხემნისა და ორცვის მოედნების მოწყობა დასრულდა. ქედის გამგეობის პრესცენტრის ცნობით, ამ ეტაპზე სოფელ უჩხითში არსებული სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. “ტვ 25”

გზის რეაბილიტაცია

ქედა-მერისი-ნამონასტრევის საავტომობილო გზაზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის დარჩენილია გვერდულების შევსება და გზის დახაზვითი სამუშაოები. საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით პროცესი ხვალ დასრულდება. სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და მისი ღირებულება 771 770 ლარია. “აჭარის ტელევიზია”

დღემდე გადაუჭრელი პრობლემები ე.წ. ჭაობის დასახლებაში

წვიმაში – დატბორილი, დარში კი – მტვრიანი. ჩვენ ეხლა ბესიკის ქუჩაზე ვსაუბრობთ, რომელიც ე.წ ჭაობის დასახლებაში მდებარეობს. ადგილობრივები კანალიზაციის გაუმართაობით გამოწვეულ ანტისანიტარიასა და სუნზეც საუბრობენ. ისინი ხელს მუნიციპალიტეტის მიმართულებით იშვერენ, რომელმაც სარემონტო სამუშაოები დაიწყო, თუმცა ბოლომდე ვერ მიიყვანა. “ტვ 25”
ygg;h
0

შუახევში შშმ პირებისთვის დღის სარეაბილიტაციო ცენტრი მოეწყობა

შუახევის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, დღის სარეაბილიტაციო ცენტრი მოეწყობა. სარეაბილიტაციო ცენტრის მოსაწყობად შუახევის გამგეობამ ბიუჯეტიდან – 164 393 ლარი გამოყო და ელექტრონული ტენდერი 5 ივლისს გამოაცხადა. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო ცენტრი შუახევის დაბაში, ყოფილი უნივერმაღის ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე მოეწყობა. „პირველ ეტაპზე სარეაბილიტაციო ცენტრისთვის შენობას მოვაწყობთ, რისთვისაც ყოფილი უნივერმაღის შენობის პირველ […]
chaisubani
0

ჩაისუბნის წყლის გადამცემი მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

ჩაისუბნის წყლის გადამცემი მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ეწყობა 2.2 კმ. სიგრძის გადამცემი ხაზი და სამომხმარებლო ქსელი მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის. ქსელის მოწყობის შემდეგ განხორციელდება რეაბილიტირებულ სისტემასთან მიერთების სამუშაოები. ჩაისუბნის წყლის გადამცემი მაგისტრალის რეაბილიტაცია ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბრისთვის უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 1 524 608 ევროს შეადგენს. […]

ე.წ. ჭაობის რეაბილიტაცია

ე.წ. ჭაობის დასახლებაში ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება. ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე იცვლება გრუნტი, მონტაჟდება სანიაღვრე სისტემა, რომლის დასრულებისთანავე მოეწყობა ბორდიურები. ტროტუარებზე დაიგება დეკორატიული ფილები და ასფალტის საფარი. პროექტის I ეტაპის ფარგლებში 25 ქუჩის კეთილმოწყობა იყო დაგეგმილი. რაც შეეხება II–III ეტაპებს, გათვალისწინებულია 21 ქუჩის მოწესრიგება. სამუშაოების ღირებულება 43 მილიონამდე ლარს შეადგენს და 2018 წლის ნოემბერში დასრულდება. “აჭარის ტელევიზია”
chxutuneti
0

ზედა ჩხუტუნეთის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ზედა ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. ზედა ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის „ საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით […]