ssoc auc sax
0

15 სახლი უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისთვის

ხულოში ავარიული სახლების მქონე უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლის ხელშეწყობის პროგრამაში ჩასართავად 15 ოჯახი შეირჩა, მათგან 12-ს ახალი საცხოვრებელი გადაეცა, ხოლო სამის მშენებლობა მიმდინარეობს.  ბენეფიციარები დახმარების სახით 10 ათას ლარს იღებენ, რომლითაც თანასოფლელების დახმარებით სახლს ააშენებენ. ხულოს მუნიციპალიტეტში სახლების მშენებლობის პროგრამა 2015 წლიდან მოქმედებს. პროგრამის ფარგლებში ახალი საცხოვრებელი 38  სოციალურად დაუცველს გადაეცა. მიმდინარე წელს აღნიშნულ […]
57
0

შუახევის მუნიციპალიტეტი უკიდურესად გაჭირვებულ 11 ოჯახს სახლს შეუსყიდის

„უკიდურესად გაჭირვებული, ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე და უსახლკარო ოჯახებზე საცხოვრებელი სახლების შეძენის პროგრამის“ საკითხთა კომისიის სხდომა. სხდომას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე. სულ განიხილეს 41 მოქალაქის განცხადება. კომისიის წევრებმა ადგილზე მისვლით შესწავლეს აღნიშნული ოჯახების მდგომარეობა, რაზეც წყალსაყრის, შუბნის, ოლადაურის, ბარათაულის, დღვანის, უჩამბის, შუახევის და ჭვანის ადმინისტრაციულ ერთეულებში შეირჩა ოჯახები, რომლებიც ისარგებლებენ აღნიშნული პროგრამით, ხოლო ზამლეთის […]
sax mius
0

ქედაში 8 უსახლკარო ოჯახი წლის ბოლოსთვის საცხოვრებელი ფართით იქნება უზრუნველყოფილი

ქედაში ეკომიგრანტთა პირველი კატეგორიის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, 8 უსახლკარო ოჯახი წლის ბოლოსთვის საცხოვრებელი ფართით იქნება უზრუნველყოფილი. ამის შესახებ აიპრესს მუნიციპალიტეტის გამგეობამ განუცხადა. სოციალური სახლი დაბა ქედაში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ადგილმრეწველობის შენობაში მოეწყობა, რომლის რეკონსტრუქციისათვის 436 046 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა დავით დუმბაძემ, გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსთან დავით თედორაძესთან ერთად მოინახულა. სამუშაოებს ტენდერში […]
fer.sax
0

აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში ფერმერთა მომსახურების ცენტრებს ააშენებენ

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროპროექტების მართვის ცენტრი 2017 წლის ქვეპროგრამის “ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა’’-ფარგლებში, აჭარის რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტისათვის გეგმავს ადგილობრივი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის ალტერნატიული სისტემის ფორმირებას. ამის შესახებ “აიპრესს” აგრპროექტების მართვის ცენტრის დირექტორმა ჯამბულ აბულაძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება სასოფლო-სამეურნეო აგრომომსახურების ცენტრები, რომლებიც აღიჭურვება, სამაცივრე მეურნეობებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამხარისხებელ-შემფუთავი […]

სოციალურ სახლში განაცხადების მიღება დასრულდა

ხულოში ვაშლოვანის სოციალურ სახლში დარჩენილ 14 ბინაში ფართების გადაცემისთვის ბენეფიციართა განაცხადების მიღება დასრულდა. ხულოს გამგებლის ინფორმაციით, ფართის მისაღებად გამგეობაში შექმნილ სპეციალურ კომისიას 21-მა ოჯახმა მიმართა. ამ ეტაპზე მათი შესწავლა მიმდინარეობს, რის შემდეგაც ბენეფიციართა მდგომარეობაზე სამთავრობო კომისიაზე იმსჯელებენ.    სოფელ ვაშლოვანში, 72 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისთვის  3 მილიონ 500 ათასი  ლარი დაიხარჯა. “აჭარის ტელევიზია”
shuua
0

შუახევის გამგეობა გარკვეულ ოჯახებს ხის სახლებს შეუსყიდის

შუახევის გამგეობა, უსახლკარო და სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლები სიძველისგან დაზიანებულია, ხისგარკვეულ სახლებს შეუსყიდის. 11 სახლის შესაძენად გამგეობამ მიზნობრივი პროგრამა – „უკიდურესად გაჭირვებული, ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე და უსახლკარო ოჯახებზე საცხოვრებელი სახლების შეძენის პროგრამა“ შეიმუშავა და ბიუჯეტიდან 119 900 ლარი გამოყო. შუახევის გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის ინფორმაციით, გამგეობა მხოლოდ ხის სახლებს […]