fermerta saxli
0

ხულოში ფერმერთა და აგრომეწარმეთა მომსახურების ცენტრი სოფელ დეკანაშვილებში აშენდება

ხულოს მუნიციპალიტეტში ფერმერთა და აგრომეწარმეთა მომსახურების ცენტრი სოფელ დეკანაშვილებში აშენდება. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროპროექტების მართვის ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დასრულდა. სამინისტროს შპს ბალანსი XXI მომსახურების ცენტრის აშენებას 279 175 ლარად სთავაზობს. სატენდერო თანხა 315 167 ლარი იყო. სოფელ დეკანაშვილებში ფერმერთა და აგრომეწარმეთა მომსახურების ცენტრი გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 200 დღეში უნდა აშენდეს. აჭარის სოფლებში წარმოებული […]
saxlidamw
0

სულხან ევგენიძემ ბერიძეების დაზარალებული ოჯახი მოინახულა

წუხელ ღამით დაბა ჩაქვში ბერიძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ დაზარალებულები მოინახულა, რომლებსაც პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცა. ბერიძეების ხუთ წევრიანი ოჯახი უსაფრთხო ადგილას არის გაყვანილი. ხანძრის შედეგად დაზარალებულების მდგომარეობას სტიქიის შემსწავლელი კომისია განიხილავს. წყარო:”ქობულეთის მუნიციპალიტეტი”
jandacva
0

სახლი 10 ეკომიგრანტ ოჯახს

„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში უსაფრთხო საცხოვრისს კიდევ 10 ეკომიგრანტი ოჯახი შეიძენს. სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ახალი საცხოვრებლის მოძიება ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევი შერეული სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით ეთხოვებათ. აქედან ცხრა ოჯახი შუახევის მუნიციპალიტეტში, ხოლო ერთი ოჯახი ხულოს მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. მათი საცხოვრებელი სახლები სტიქიის შედეგად სხვადასხვა პერიოდში დაიმეწყრა. „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის […]
DANGREULI SAXLI
0

ოჯახის ორი წევრი მეწყერის ჩამოწოლის დროს სახლში იყო

ქედაში, სოფელ გოგინიძეებში,  ბაჯელიძეების საცხოვრებელი სახლი მეწყერმა დაანგრია, ოჯახის ორი წევრი მეწყერის ჩამოწოლის დროს სახლში იყო. ოთარ ბაჯელიძე ყვება, რომ დაახლოებით საღამოს 8 საათი იქნებოდა, სახლში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც ძლიერი ხმა გაიგონეს და სახლის ქვის კედლებმა რღვევა დაიწყო. “ჩემი შვილი არ იყო სახლში, მოულოდნელად  ძლიერი ხმა გავიგეთ, სახლმა ნგრევა დაიწყო, კედლები დასკდა და ქვები გადმოიყარა, ძლივს გამოვასწარით შენობიდან”. ოთარ ბაჯელიძე მსუბუქად […]
legva
0

სოფელ ლეღვაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხანძარი იყო ქობულეთში სოფელ ლეღვაში. დამწვარია ჯინჭარაძეების საცხოვრებელი სახლი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობდნენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია. რა სახის დახმარებას გაუწევენ ჯინჭარაძეების 5 წევრიან ოჯახს, მოგვიანებით გახდება ცნობილი. ქობულეთის გამგეობის წარმომადგენლები არსებულ ვითარებას ადგილზე შეისწავლიან. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
saxli
0

ქედაში, სოფელ ძენწმანში, ფერმერთა მომსახურების ცენტრს ააშენებენ

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძენწმანში ფერმერთა და აგრომეწარმეთა მომსახურების ცენტრს ააშენებენ. „აგროპროექტების მართვის ცენტრმა“ ახალი ობიექტის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. მომსახურების ცენტრის მშენებლობისთვის 276 619 ლარია გათვალისწინებული. მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ თვეში უნდა დასრულდეს. სატენდერო პირობების თანახმად, შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წელი განისაზღვრა: „სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის […]
leq
0

„საუბრები ევროპაზე“

„საუბრები ევროპაზე“ – ამ სახელწოდებით დაიწყო დისკუსიების ციკლი თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა. პირველი დისკუსია ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიმართა. დრამატურგმა და მწერალმა დავით გაბუნიამ ისაუბრა თუ როგორი იყო ქართული ლიტერატურა საბჭოთა კავშირამდე და როგორ განვითარდა მას შემდეგ რაც საქართველოში კომუნისტური წყობა დამყარდა. საუბარი შეეხებოდა იმას, თუ რა გავლენას ახდენს დიქტატორული რეჟიმი ლიტერატურულ ცხოვრებაზე. დისკუსიას მოდერაციას ჟურნალისტი […]
20170801_173309
0

სოფელ პაქსაძეებში საცხოვრებელი სახლი იწვის

ხულოში სოფელ პაქსაძეებში ხასან პაქსაძის საცხოვრებელი სახლი იწვის. ოჯახში 14 წევრია. დამწვარია დამხმარე შენობა-ნაგებობა. ადგილზე სახანძრო ბრიგადები მუშაობენ. მიმდებარე ორი საცხოვრებელი სახლის გადარჩენა მოხერხდა. iregions.ge
20170726_004654
0

სახლის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ჩაისუბანში ხილაძეების საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. შემთხვევის დროს სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა მათშორის ერთი მცირეწლოვანი. მეზობლების ინფორმაციით დაშავებულია ოჯახის ორი წევი. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსის განცხადებით, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მინდია კახიძის თქმით მოზარდს დაზიანებები არ აღენიშნებოდა. სხვა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია და მათ […]

ეკომიგრანტები ავარიულ სახლებში

ვაშლოვანში მცხოვრები ჯაყელების ოჯახი დახმარებას ითხოვს. ისინი დღემდე ავარიულ სახლში ცხოვრობენ, შენობა რომელიც სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. სახლს საძირკველი გამოცლილი აქვს. ისინი ადგილობრივმა გამგეობამ ზამთარში ქირით, ალტერნატიულ ფართში დროებით გაიყვანა, თუმცა ოჯახი მალევე უკან, დაზიანებულ საცხოვრებელ სახლში დაბრუნდა. რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება ჯაყელებმა და რატომ ვერ გამოინახა მათთვის ხულოს სოციალურ სახლში ფართი. “აჭარის ტელევიზია’

სოციალური სახლის მშენებლობა

545 ათასი ლარი სოციალური სახლის მშენებლობისთვის. ქედის გამგეობა ყოფილი სამკერვალო ფაბრიკის შენობის რეკონსტრუქციას გეგმავს, სადაც 12 საცხოვრებელი ბინა მოეწყობა. ფართებით ქედაში მცხოვრები უსახლკარო ოჯახები დაკმაყოფილდებიან. სოციალური სახლის მშენებლობისთვის თანხა აჭარის ბიუჯეტიდან გამოიყო. ქედის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის განმარტებით, სამშენებლო სამუშაოები ტენდერის დასრულებისთანავე დაიწყება. “აჭარის ტელევიზია”