gadaxdili saxuravu
0

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ძლიერმა ქარმა სახურავი ნაწილობრივ გადახადა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ძლიერმა ქარმა სახურავი ნაწილობრივ გადახადა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსისტეტს ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა. ადგილზე სამაშველო სამსახურის ბრიგადები და საპატრულო პოლიცია იმყოფებოდნენ. მიმდებარედ რუსთაველის ქუჩა უსაფრთხოების ლენტებით არის შემოსაზღვრული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. აჭარაში უამინდობა ორი დღეა გრძელდება. სინოპტიკოსების თქმით ზღვისპირა ქალაქში ხვალ დღის მეორე ნახევარიდან გამოიდარებს. წყარო:”ipress.ge”
saxuravi
0

ძლიერმა ქარმა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედლებში საცხოვრებელი სახლს სახურავი გადახადა

ძლიერმა ქარმა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედლებში ნოდარ ჯორბენაძის ექვს წევრიან საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ამის შესახებ ინფრომაცია  ‘აიპრესს” თავად ოჯახმა დაუდასტურა. ისინი ხელისუფლებისაგან დახმარებას და დროულ რეაგირებას მოითხოვენ, როგორც ნაირა ჯორბენაძე აცხადებს, გამგეობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს მათი მდგომარეობა თუმცა, რა სახის დახმარებას გაუწევენ მათთვის უცნობია. “ძლიერი ქარი იყო, დაახლოებით დილის ათ საათზე სახლს სახურავი გადახადა, ექვსი […]

სახურავების რეაბილიტაციის პროგრამა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში 19 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გადახურვა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტი სახურავების, თუნუქისა და ხის კონსტრუქციების შეცვლას ითვალისწინებს. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 393 ათას 392 ლარია გამოყოფილი. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში 200 სახლი გადაიხურა. ‘აჭარის ტელევიზია”