sasamartlo
0

სასამართლომ ღოღობერიძე და ჩხვირკია 11-12 მარტის აქციების ორგანიზებაში ბრალდებულებად არ სცნო

8 თვიანი სასამართლო პროცესის შემდეგ 11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებული მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია სასამართლომ საქმის ძირითად ნაწილში გაამართლა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ჩათვალა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლი, რომლითაც პროკურატურა მასობრივი არეულობის ორგანიზებას ედავებოდა ბრალდებულებს არ დასტურდება. მამაისეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ პროკურატურას ამ მუხლის შეფარდებისთვისსაკმარისი მტკიცებულებები არ ჰქონდა. თუმცა მოსამართლე თვლის, რომ ორივე ბრალდებულმა დაარღვია სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლი, […]
sasamartlo
0

სასამართლომ ღოღობერიძე და ჩხვირკია 11-12 მარტის აქციების ორგანიზებაში ბრალდებულებად არ სცნო

8 თვიანი სასამართლო პროცესის შემდეგ 11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებული მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია სასამართლომ საქმის ძირითად ნაწილში გაამართლა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ჩათვალა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლი, რომლითაც პროკურატურა მასობრივი არეულობის ორგანიზებას ედავებოდა ბრალდებულებს არ დასტურდება. მამაისეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ პროკურატურას ამ მუხლის შეფარდებისთვისსაკმარისი მტკიცებულებები არ ჰქონდა. თუმცა მოსამართლე თვლის, რომ ორივე ბრალდებულმა დაარღვია სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლი, […]
medea
0

ხულოს ბაღების გაერთიანებამ უკვე მეორედ სასამართლო პროცესი წააგო

„ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ“, ბოლო ორი წლის განმავლობაში ერთსა და იმავე საბავშვო ბაღში სასამართლო პროცესი უკვე მეორედ წააგო. საქმე ამჯერად სოფელ ღურტის საბავშვო ბაღის მენეჯერთან მედეა მამულაძესთან წააგო. მამულაძე მას უსამართლოდ გათავისუფლებას ედავებოდა. გადაწყვეტილება ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. რის თანახმადაც ბაღების გაერთიანებას მამულაძის დაუყონებლივ სამუშაოზე აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება დაეკისრა. დოკუმენტები რომელიც”აიპრესს“ თავად […]
batumiswyali
0

ბათუმის წყალი: ჩვენთან თანამშრომლებმაც კი არ იციან ერთმანეთის ხელფასები

„ბატონო მოსამართლევ, ეს ინფორმაცია რომ გაგვეცა, მერე „ენერგო-პრო ჯორიჯიას“ და „სოკარ ჯორჯიასაც“ იგივეს მოსთხოვენ… იძულებული ვიყავი, ასეთი პასუხი გამეცა“, – ასე მოსამართლე ლაშა თავართქილაძეს შპს „ბათუმის წყლის“ იურისტმა, შალვა ფხალაძემ მიმართა. სასამართლო დავის საგანი ინფორმაციის თავისუფლებას ეხება, კონკრეტულად კი საჯარო ინფორმაციის გაუცემლობას. „ბათუმის წყალმა“ ინფორმაცია საშტატო ნუსხის, ასევე თანამდებობრივი სარგოების და აუდიტის დასკვნების შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ […]
ber
0

როგორ აისახა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა შუახევის გამგეობაზე

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ვახტანგ ბერიძის სარჩელი. ეს მოქალაქე შუახევის კულტურის ცენტრიდან უკანონოდ გათავისუფლებას ასაჩივრებდა. მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ განმარტა, რომ კულტურის ცენტრი არასამეწარმეო იურიდიულ პირს წარმოადგენს, რომლის ხელმძღვანელის გათავისუფლების უფლება მუნიციპალიტეტის გამგებელს ნებისმიერ დროს აქვს, მათ შორის, დარღვევის არარსებობის შემთხვევაშიც. სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დროს, მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ უზენაესი სასამართლოს მიერ გასული წლის ბოლოს მიღებული […]
sasamartlo
0

მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი შესაძლოა საავადმყოფოში გაგრძელდეს

11 მოწმეს მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას წინააღმდეგ დღეს, 27 ივლისს, უნდა მიეცა ჩვენება, თუმცა მერაბ ღოღობერიძე სასამართლო დარბაზში გამოცხადების ნაცვლად სასამართლოში გამოძახებულ სასწრაფო დახმარების ექიმებთან დარჩა. „იგი მოითხოვს კლინიკა „მედინაში“ გადაყვანას, მაგრამ ეს არ არის სასამართლოს კომპეტენცია… ამ მდგომარეობაში მისი ყოფნა სასამართლო დარბაზში რეკომენდებული არ არის, უმჯობესია, ექიმებმა მიხედონ,“ – აღნიშნა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა. […]

ღოღობერიძე – ჩხვირკიას პროცესი 27 ივლისს განახლდება

11-12 მარტის ბათუმის აქციის ორგანიზებაში ბრალდებულების, მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას საქმის არსებითი განხილვა მოსამართლის გადაწყვეტილებით გადაიდო. მიზეზი კი მერაბ ღოღობერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. როგორც ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, ღოღობერიძეს ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება და ამის შესახებ მოსამართლეს წერილობით აცნობა. იგი საქმის განხილვის გადადებას და აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა, თუმცა დავით მამისეიშვილმა ეს შუამდგომლობა არ […]

ბათუმის მოვლენები – სასამართლო პროცესი

ბათუმის საქალაქო სასამართლოში უკვე ერთი სააათია, 11-12 მარტის აქციების ორგანიზებაში ბრალდებულების, მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას პროცესი მიმდინარეობს. სასამართლოს ზოგიერთი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობაზე შუამდგომლობით მიმართავს ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატი. “აჭარის ტელევიზია”
12
0

პროკურატურა: რობერტ ახალაიამ 19 წლის მამიდაშვილს 8 ჭრილობა მიაყენა

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოს, სისხლის კოლეგიის მოსამართლე ელენე გოგუაძე, 19 წლის მამიდაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ, სდასუ-ს მე-4 კურსის სტუდენტისთვის, რობერტ ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურორის თქმით, რობერტ ახალაიამ, მამიდაშვილს, თსუ-ს სტუდენტს ანა ხელაძეს დანით 8 ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი აბაზანაში გამოიცვალა ტანსაცმელი, დანა ჩაიდო ზურგჩანთაში, ტელეფონის სიმ ბარათი გამოცვალა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პროკურატურა […]

საზაფხულო სკოლა საკონსტიტუციო სასამართლოში

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საზაფხულო სკოლის სტუდენტები სერტიფიკატებით დააჯილდოვა. ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, სამართლის და საერთაშორისო ფაკულტეტის სტუდენტებს ამავე უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მრჩევლები სამართალწარმოების პრაქტიკულ ასპექტებზე ესაუბრნენ. მიმოიხილეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებიც. სალექციო კურსის პარალელურად სტუდენტები სასამართლოში მიმდინარე პროცესებსაც ესწრებოდნენ. პროექტი მეხუთე წელია ხორციელდება. “აჭარის ტელევიზია”
SASAMARTLO
0

6 თვით პატიმრობა მძღოლს ავარიისთვის, რომლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

საპროცესო შეთანხმებით დასრულდა სასამართლო პროცესი მირონ შუშანიძესთან. მას გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავებოდა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ავტოსაგზაო შემთხვევა მიმდინარე წლის მარტში, გონიოში მოხდა. მირონ შუშანიძე ავტომანქანით დაეჯახა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მანქანას, რომელშიც ორი მამაკაცი იმყოფებოდა. ავარიის შედეგად ორივე გარდაიცვალა. საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება არსებითი განხილვის გარეშე მიიღო, რადგან მხარეებს შორის საპროცესო […]
SASAMARTLO
0

სასჯელი დედას შვილის ცემისთვის

„სასამართლომ დაადგინა: საცხოვრებელ სახლში ყოფნისას ზ.მ.-მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ხელის, მკლავისა და ზურგის არეში დარტყმებით, წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფ არასრულწლოვან შვილს მიაყენა დაზიანებები, რამაც ამ უკანსასნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია…“ – ეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენში წერია, რომლითაც დედას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საკუთარი შვილის ცემისთვის. სასჯელი მას პირობით გამოსაცდელი ვადით ჩაეთვალა. საუბარია გასული […]

ღოღობერიძე სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი სამი საათია მიმდინარეობს. შესავალი სიტყვა ბრალდებულებმა და ადვოკატებმა წარმოთქვეს. მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია თავს უდანაშაულოდ თვლიან და პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბრობენ.

გონიოს მცხოვრებლებსა და მერიას შორის შეთანხმება შედგა

შეთანხმება მიღწეულია, ბათუმის მერია გონიოელებს დღესაც დაპირდა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს. შეასრულებს თუ არა თვითმმართველობა პირობას, ეს დაახლოებით 2 კვირაში გაირკვევა. სწორედ ეს ვადა აქვს მერიას იმისთვის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დავა ზემდგომ ინსტანციაში გააგრძელოს. დღეს მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად მიწის აღიარების კომისიის ის ოქმი დახია, რომლითაც მათ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლება ჩამოერთვათ.. […]
aqcia
0

გონიოელები საპროტესტო აქცია მერიასთან

ბათუმის მერიასთან გონიოელები საპროტესტო აქციას მართავენ. მოსახლეობა მიწის აღიარების კომისიას მოუწოდებს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 6 ივნისის მიღებული გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლოში არ გაასაჩივროს. საქმე გონიოს მიწებს ეხება. მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ, 2016 წლის 27 ივნისის და 15 სექტემბრის მიწის აღიარების კომისიის გადაწყვეტილება ბათილად ცნო, რომლის მიხედვითაც, 55 ოჯახს მიწის საკუთრების აღიარების უფლება აღარ ჰქონდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით […]
sasamartlo
0

11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირების სასამართლო პროცესი დღეს განახლდება

11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება. მოსამართლის გადაწყვეტილებით საპროცესო შეთანხმება 2 ბრალდებულს, რამდენიმე დღის წინ გაუფორმდა. დაკავებული ექვსი პირის საქმეს,  დღეიდან ახალი მოსამარლე ლევან გელოვანი განიხილავს. პროკურატურის მხრიდან საპროცესო შეთანხმების შესახებ შეთავაზება ძალაში რჩება, თუმცა ადვოკატები  პირობებს არ ეთანხმებიან. უფლებადამცველები საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ. ბრალდებული პირების […]
sakonstitucio
0

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მოსამართლეებს ბინებს ბათუმში აღარ ჩუქნიან

  პლენუმის გადაწყვეტილებით, თითო მოსამართლეს თვეში ბინის ქირისთვის 1000 ლარს უხდიან. თითოეულ მოსამართლეს 10 წლით ირჩევენ და მათი საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფას კანონი ითვალისწინებს. შესაბამისად, ერთი მოსამართლის ბინით უზრუნველსაყოფად ბიუჯეტიდან ჯამში 120 ათასი ლარი დაიხარჯება. ოთხისთვის – 480 ათასი, ანუ დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი. მანანა კობახიძე, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე – ესენი არიან […]

ღოღობერიძე – ჩხვირკიას სასამართლო პროცესი

სამი საათია ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 11-12 მარტის აქციის ორგანიზებაში ბრალდებულების, მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხირკვიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. “აჭარის ტელევიზია”