Black sea Arena-სთან შადრევანი ამოქმედდა

დარბაზ “ბლექ სი არენას” მიმდებარედ  ამოქმედდა უნიკალური, მრავალფუნქციური შადრევანი. შადრევანთა კომპლექსი 1300 კვ. მეტრ  ფართობზე განთავსდა.  ერთმანეთთან დაკავშირებულია 1 დიდი და 8 მცირე ზომის კომპიუტერიზებული აუზები. შადრევანი აღჭურვილია ლაზერითა და სპეციალური პროექტორით,  რომელთა მეშვეობითაც წყლის ფარდაზე შესაძლებელია ნებისმიერი სახის ვიდეო და ფოტო მასალის პროექცირება. ტექნიკური აღჭურვითა და სისტემის სირთულით, შეკვეთილის საკონცერტო დარბაზის მრავალფუნქციურ შადრევანს საქართველოში ანალოგი არ გააჩნია.შადრევანის მშენებლობა შეუკვეთა და დააფინანსა ფონდმა […]
1010
0

ბულვარში მოცეკვავე შადრევნებზე მუსიკალური რეპერტუარი განაახლეს

„ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, ცენტრალურ ბულვარში მოცეკვავე შადრევნებზე მუსიკალური რეპერტუარი განახლდა. „დაემატა 20 ახალი ქართული და უცხოენოვანი პოპ-მუსიკა“. ადმინისტრაციის თქმით, ბოლო 6 წლის განმავლობაში ბულვარის მოცეკვავე შადრევნებზე მუსიკალური რეპერტუარი არ განახლებულა და ძირითადად საოპერო და კლასიკური ჟანრის მელოდიები იყო. „ვინაიდიან, ბათუმის ბულვარი აჭარის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ვიზიტირებადი და ტურისტულად დატვირთული ადგილია, ჩვენთვის პრიორიტეტულია ქართული კულტურის პოპულარიზაცია, […]
shadrevani
0

ბათუმში სასმელი წყლის შადრევნების მონტაჟი დასრულდა

ქალაქის მასშტაბით სულ 44 ერთეული სასმელი წყლის შადრევანი დამონტაჟდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 39 ათასი ლარი გამოიყო. პარალელურ რეჯიმში მიმდინარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების საერთო სარგებლობის ეზოებსა და სკვერებში საბაღე სკამებისა და ფანჩატურების დადგმა. სამუშაოები “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის” მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. დაგეგმილია 123 ერთეული ფანჩატურის განთავსება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 95 ათასი ლარი დაიხარჯება. “ბათუმის მერია”