shex
0

გიორგი ტუმასიანი ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი, გიორგი ტუმასიანი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ვიზიტის დროს ეწვია მაღალმთიან აჭარას, კერძოდ ქედის 1-ლ საჯარო სკოლას  და შეხვედრა გამართა აღნიშნული სკოლის მოსწავლეებთან. ახალგაზრდობის წარმომადგენელმა ახალგაზრდებს გააცნო თავისი მანდატი და პრიორიტეტები, მიმდინარე და დაგეგმილი ინიციატივები, ვრცლად ისაუბრა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებზე, 2030 წლის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პრიორიტეტებსა და შესრულებაზე. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. […]
Shexvdra moqa
0

შეხვედრა მოქალაქეებთან

ლევან გორგილაძემ მერის ამპლუაში დღეს პირველი მოქალაქეთა მიღება გამართა. ძირითადად ეკომიგრანტთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებით სულ 14 მოქალაქე დარეგისტრირდა, რომელთაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდა. მოქალაქეთა მიღებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი დავით თედორაძე ესწრებოდა. მომდევნო მიღებას მერი სამშაბათს, 11 საათზე რწმუნებულებთან ერთად გამართავს. წყარო:”ქედის მუნიციპალიტეტი”  
gro
0

შეხვედრა მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლებთან

ქედის მერი ლევან გორგილაძე პირველ თათბირს მართავს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლებთან.საკითხები ძირითადად ადმინისტრაციულ ერთეულებში პირველადი საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მოსმენას შეეხება.ქედის მუნიციპალიტეტს ამჟამად 9 ადმინისტრაციული ერთეული აქვს და მათ მერის 9 წარმომადგენელი ხელმძღვანელობს. წყარო:”ქედის მუნიციპალიტეტი”
DAGVIS SKOLA
0

შეხვედრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლაში

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი  ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას  საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, არსებულ მიღწევებს და წარმატების მაგალითებს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს განათლებისა და კულტურის სფეროებში. აქცენტი გაკეთდა  უვიზო მიმოსვლის წესებზეც. შეხვედრის  დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ თემატური ლიტერატურა. წყარო:”infocenter.gov.ge”
gabinashvili
0

ირმა გაბინაშვილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის სპეციალობის პირველკურსელებს შეხვდა

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის სპეციალობის პირველკურსელებს შეხვდა. შეხვედრაზე სტუდენტებს ცენტრის საქმიანობისა და პრიორიტეტების, აგრეთვე დაგეგმილი აქტივობების და სხვადასხვა შესაძლებლობის შესახებ მიეწოდათ ინფორმაცია. საუბარი შეეხო ევროკავშირის სოფლის მეურნეობის სფეროში ინიცირებულ Enpard-ის პროექტებს და მათ განმახორციელებელ საჯარო და კერძო ორგანიზაციებს. გაიმართა დისკუსია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში […]
gghhb
0

ზურაბ პატარაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს, ერეკლე მექვაბიშვილს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს, ერეკლე მექვაბიშვილს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას გენერალური აუდიტორის მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილი და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კახაბერ კირტავა ესწრებოდნენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გენერალურ აუდიტორს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული სტრუქტურული ერთეულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ხაზი გაუსვა ქალაქის მზარდ განვითარებასა და მაღალმთიან […]
SHEMAJAMEBELI SHEXVEDRA
0

საარჩევნო კამპანიის ფინალური შეხვედრა

წინასაარჩევნო კამპანიის ფინალური შეხვედრა გაიმართა ბათუმის საზაფხულო თეატრში, სადაც ქალაქის მერობის კანდიდატმა ლაშა კომახიძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ დარბაზში შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს. – “ჩვენ თქვენი მხარდაჭერით, თქვენი მანდატით მოვიპოვებთ გამარჯვებას თვითმმართველობის არჩევნებში – მიმართა შეკრებილებს მთავრობის თავმჯდომარემ. წინასაარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა ლაშა კომახიძემ. მერობის კანდიდატმა მნიშვნელოვანი აქცენტები იმ პროგრამებზე გააკეთა, რომელიც მისი მერობის […]
shex uxucesebtan
0

ჯუმბერ ვარდმანიძე ხელვაჩაურში მცხოვრებ უხუცესებს შეხვდა

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი ჯუმბერ ვარდმანიძე და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უხუცესებს შეხვდნენ. მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე საარჩევნო პროგრამაზე, ოთხი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებზე, სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით, ახალი პროგრამების შემუშავდებაზე, სოფლის ცენტრების განვითარებასა და ახალგაზრდების დასაქმებაზე ისაუბრა. წყარო:”ჯუმბერ ვარდმანიძე ხელვაჩაურის მერად / Jumber Vardmanidze”
shexvedra shuaxebvi
0

ფრიდონ ფუტკარაძე მუნიციპალიტეტის პედაგოგებს შეხვდა

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ შუახევის მერობის კანდიდატმა ფრიდონ ფუტკარაძემ, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პედაგოგებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს წევრები ანზორ ბოლქვაძე, ხვიჩა შარშიძე, მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ფრიდონ ფუტკარაძემ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა […]
charnali
0

ჯუმბერ ვარდმანიძე ჭარნალის ადმინისტრაციული ერთეულის ამომრჩეველს შეხვდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი ჯუმბერ ვარდმანიძე დღეს ჭარნალის ადმინისტრაციული ერთეულის ამომრჩევლებს შეხვდა. მოსახლეობასთან შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, ხელვაჩაურის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის უფროსი ნადიმ ვარშანიძე ესწრებოდნენ. მერობის კანდიდატმა წინასაარჩევნო პროგრამა ამომრჩევლებს გააცნო.ადგილობრივებმა […]
shexvedra mezgvaur
0

ლაშა კომახიძე მეზღვაურებს და ამ სფეროში მოღვაწე პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა

მერობის კანდიდატის განცხადებით მეზღვაურები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროფესიის წარმომადგენლები არიან, რომლებიც საკუთარი შრომითა და შემოსავლით ქვეყნის ეკონომიკაზე დადებით გავლენას ახდენენ. შეხვედრის მონაწილე ემზარ ხვედელიძის განცხადებით, რომელიც ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს წარმოადგენს, სფეროში მომუშავე ადამიანთათვის მნიშვნელოვანია ქალაქის მერობის კანდიდატის ხედვები, თუ როგორ ხედავს იგი საზღვაო სფეროს განვითარებას ზღვისპირა ქალაქში. ლაშა კომახიძის განცხადებით მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში მეზღვაურთა პრობლემები უნდა […]
vernebis skola
0

შეხვედრა სოფელ ვერნების პედაგოგებთან

შეხვედრა სოფელ ვერნების საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან. მიმდინარე წელს, აჭარის ავონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამების ფარგლებში, სრლიად განახლდა ვერნების საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის წიგადი ფონდი. ბიბლიოთეკა აღიჭურვა როგორც თანამედროვე მხატვრული, ასევე საბავშვო ლიტერატურით. წყარო:”ხულოს რესურსცენტრი”
fri
0

ფრიდონ ფუტკარაძემ საარჩევნო პროგრამა სოფელ ოქროპილაურის ამომრჩევლებს გააცნო

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ შუახევის მერობის კანდიდატმა ფრიდონ ფუტკარაძემ თავისი საარჩევნო პროგრამა სოფელ ოქროპილაურის ამომრჩევლებს გააცნო. ,, ქართულმა ოცნებამ შეიმუშავა განვითარების სტრატეგიული პროგრამა, რომელიც გააძლიერებს ადგილობრივ თვითმმართველობას, მისცემს მას წვდომას მეტ რესურზე და მინიმუმ გააორმაგებს ადგილობრივ ბიუჯეტს. ამისათვის მეტი სიმძლავრით ამუშავდება ინფრასტრუქტურული პროექტები, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა. დასრულდება ყველა დარჩენილი სოფლის წყალმომარაგება, გზები, გაზიფიკაცია. […]
var
0

შეხვედრა ჩიქუნეთის, ქოქოლეთისა და ვაკეს ამომრჩევლებთან

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი ჯუმბერ ვარდმანიძე მაჟორიტარობის კანდიდატ მალხაზ სალვარიძესთან ერთად ჩიქუნეთის, ქოქოლეთისა და ვაკეს ამომრჩევლებს შეხვდა. მერობის კანდიდატმა წინასაარჩევნო პროგრამა ამომრჩევლებს გააცნო და მოსახლეობის პრობლემები მოისმინა. ადგილობრივებმა მოსაცდელების მოწყობა და გარე განათების დამონტაჟება მოითხოვეს. მერობის კანდიდატმა შეხვედრისას მაღალმთიანი კანონის ფარგლებში მოსახლეობისთვის არსებული შეღავათების შესახებ ისაუბრა. ამ დროსითვის არსებული ინფრომაციით, […]
MED CEN
0

ლაშა კომახიძე ადგილობრივ ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

,,ქართული ოცნების” ბათუმის მერობის კანდიდატმა ლაშა კომახიძემ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით, ადგილობრივ ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს საარჩევნო პროგრამა გააცნო. ლაშა კომახიძემ განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ბათუმში ქალაქის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და მშენებარე ობიექტებს მკაცრად გააკონტროლებს, ასევე შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. მერობის კანდიდატმა ყურადღება კულტურის სფეროში დასაქმებულ ადამიანების პირობების გაუმჯობესაბასა და რეგიონში მცხოვრები […]
jumberi
0

ჯუმბერ ვარდმანიძის შეხვედრა რამდენიმე სოფლის ამომრჩეველთან

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი ჯუმბერ ვარდმანიძე სოფელ მარადიდის, კირნათისა და კობალეთის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებთან შეხვედრაზე მაჟორიტარობის კანდიდატი ლეილა კახაბერიძეც იმყოფებოდა. მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნო და მოსახლეობის პრობლემები მოისმინა. ადგილობრივებმა გზებისა და სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება მოითხოვეს. ჯუმბერ ვარდმანიძე მოსახლეობას ხელვაჩაურის მერად არჩევის შემთხვევაში, აღნიშნული პრობლემების მოგვარებას ეტაპობრივად დაჰპირდა. […]
mecnierebi
0

შეხვედრა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარმომადგენლებთან

ბათუმში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი და დამცველი კომისიის გაფართოებული გასვლითი სხდომა ჩატარდა. ბათუმში მყოფ მეცნიერ-აკადემიკოსებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი შეხვდნენ. შედგა საინტერესო საუბარი ქვეყნისათვის ისეთ საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, დემოგრაფიული პრობლემები, რელიგიისა და განათლების საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა […]
shex mosax
0

გოჩა მელაძე სოფელ ვერნების, ფუშრუკაულისა და რაქვთის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხულოს მერობის კანდიდატი გოჩა მელაძე საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. გოჩა მელაძე ამჯერად, სოფელ ვერნების, ფუშრუკაულისა და რაქვთის მოსახლეობას შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატი რამინ ბერიძე წარუდგინა. კანდიდატმა ამომრჩეველთან ბოლო წლებში მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტები შეაჯამა და მომავალი ოთხი წლის გეგმებზე ისაუბრა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. გასულ წლებში […]
chin elchi
0

ზურაბ პატარაძე ჩინეთის სრულუფლებიან ელჩს ძი იენჩის შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ძი იენჩის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტუმარს აჭარის რეგიონის საინვესტიციო გარემოზე და ტურისტულ პოტენციალზე ესაუბრა. მხარეებმა საქართველო-ჩინეთს შორის უკვე არსებული ურთიერთობები და რეგიონულ ჭრილში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ საელჩოს მდივანი დენგ სუგუანგი და კონსული ლი ჭუო, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია […]
shex
0

ორმხრივი შეხვედრა ყაზახეთისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის

თბილისში ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის დელეგაცია იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ორმხრივი შეხვედრა გაიმართა სასტუმრო ბილტმორში. შეხვედრას ქართული მხრიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და საქართველოს ელჩი ყაზახეთში ზურაბ აბაშიძე, ხოლო ყაზახეთის მხრიდან, ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრი ჟენის კასიმბეკი, ვიცე-მინისტრი იერლან […]
shex jur
0

შეხვედრა ჟურნალისტებთან

დემოკრატიის ინსტიტუტის ქედის ხანდაზმულთა კლუბის წევრები აჭარის ტელევიზიისა და ჟურნალ “ბათუმელების” ჟურნალისტებს შეხვდნენ. შეხვედრა თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის პროექტის: ” სიტყვის თავისუფლების მხარდაჭრა აჭარაში” ფარგლებში ჩატარდა, რომლის მიზანია აჭარის ა.რ.-ში სიტყვისა და ინფორმაციის თავისუფლების ხარისხის გაზრდისათვის ხელშეწყობა, რეგიონში მოქმედი ჟურნალისტებისათვის სამართლებრივი უზრუნველყოფის სერვისი შეიქმნა, მათი უფლებების დაცვა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა; ა(ა)იპ ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრი […]
amerikuli kur
0

აშშ-ის ელჩის მოადგილის ვიზიტი ამერიკულ კუთხეში

აკ. წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე, ქალბატონი ელიზაბეთ რუდი ეწვია. საპატიო სტუმარი ბიბლიოთეკის დირექტორმა და ამერიკული კუთხის თანამშრომლებმა მიიღეს. შეხვედრაზე ქალბატონ რუდს კოორდინატორება ამერიკული კუთხის პროგრამები და რესურსები გააცნეს. ელჩის მოადგილესთან შეხვედრის შესაძლებლობა ბათუმის ამერიკული კუთხის “ახალგაზრდა ელჩების” პროგრამის მონაწილეებსაც მიეცათ. ახალგაზრდებმა შეხვედრაზე სტუმარს დიპლომატიური საქმიანობის შესახებ შეკითხვები […]
gor
0

ლევან გორგილაძე ქედის მოსახლეობა შეხვდა

ლევან გორგილაძემ მაჟორიტარობის კანდიდატთან – კარლო თურმანიძესთან ერთად, სოფელ გულების, ხუნკუდის, ზენდიდისა და ცხემნის მოსახლეობას შეხვდა და ქედის განვითარების გეგმებსა და სტრატეგიებზე ესაუბრა. ,,2017-2021 წლებში მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის რეფორმის ძირითადი ორიენტირები – ადგილობრივი დემოკრატიის განმტკიცება და თვითმმართველობის შესაძლებლობების, მისი ეფექტიანობის ხარისხობრივი გაზრდა, პარტია „ქართული ოცნების“ მიერ თითოეული მუნიციპალიტეტისთვის შემუშავებული კონრეტული საარჩევნო პროგრამების რეალობად ქცევის აუცილებელ […]
frido
0

შეხვედრა ჩანჩხალოს მოსახლეობასთან

„ქართული ოცნება – დემოკრატული საქართველოს“ შუახევის მერობის კანდიდატმა ფრიდონ ფუტკარაძემ წინასაარჩევნო შეხვედრა ჩანჩხალოს მოსახლეობასთან გამართა. მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნო და მომავალი ოთხი წლის გეგმებზე ესაუბრა. ფრიდონ ფუტკარაძემ ადგილობრივებისგან სოფელში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაციაც მოისმინა და გამარჯვების შემთხევაში, აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაპირდა. შეხვედრის დასასრულს, მერობის კანდიდატმა ადგილობრივების კითხვებს უპასუხა. წყარო: “ფრიდონ ფუტკარაძის მხარდამჭერები“

”ქართული ოცნების” შუახევის მერობის კანიდიდატი ნიგზაეულის მოსახლეობას შეხვდა

“ქართული ოცნების” შუახევის მერობის კანიდიდატი ნიგზაეულის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივები ფრიდონ ფუტკარაძეს შუახევი ჰესის მშენებლობის შედეგად მიყენებულ ზარალზე ესაუბრნენ, მათი ინფორმაციით, სოფელში გვირაბის გაყვანამ წყლები დააშრო და საცხოვრებელი სახლები დაბზარა. მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს პარტიის სამოქმედო გეგმა გააცნო. წყარო: “აჭარის ტელევიზია”

შეხვედრა მოსახლეობასთან

ბონი-გოროდოკში, ბარცხანასა და ე.წ მანთაშევის გადასასვლელში მაჟორიტარობისთვის ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ლიანა მგელაძე იბრძოლებს. კანდიდატი ამომრჩეველს პარტიის ლიდერებმა წარუდგინეს. ლიანა მგელაძე ნაციონალური მოძრაობის წევრი 2013 წლიდანაა. “აჭარის ტელევიზია”
ilia
0

შეხვერა მცირე მეწარეეთან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და ამავე დროს ხელვჩაურის N72 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ილია ნაკაშიძე, ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში მერაბ კარანიძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯუმბერ ვარდმანიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მცირე მეწარმეებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი ხელვაჩაურში მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, მოსახლეობის შემოსავლების ზრდა და ასევე ადგილობრივი, ნატურალური პროდუქციის ექსპორტზე გატანა იყო. საუბარი […]
sachino
0

შეხვედრა საჩინოს მოსახლეობასთან

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი, ბათუმის N68 ოლქიდან, ვახტანგ წულაძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გიორგი მანველიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები კობა ნაკაიძე და ფატი ხალვაში საჩინოს მოსახლეობას შეხვდნენ. ვახტანგ წულაძემ და გიორგი მანველიძემ მოსახლეობას საჩინოში დაგეგემილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და სამომავლო გეგმები გააცნეს. საჩინოში დაგეგმილია ბავშვთა […]
FB_IMG_1500659082093
0

მერაბ კარანაძე მარადიდის მოსახლეობას შეხვდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში, სოფელ მარადიდის მოსახლეობის 12 კაციანი ჯგუფის წევრებს კიდევ ერთხელ შეხვდნენ. მოსახლეობის ნაწილი ”აჭარ ენერჯი 2007″-ის წარმომადგენლების წინააღმდეგ პრეტენზია გამოთქვეს. მათი განმარტებით თურქული კომპანიის წარმომადგენლები არცერთ ვალდებულებას არ ასრულებენ, რის გამოც […]
FB_IMG_1500643150245
0

შეხვედრა მხატვრებთან

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა მხატვრებთან. “ბათუმელი მხატვრების თვალით დანახული სამყარო” – ამ თემატიკით იყო შერჩეული მხატვრების ნამუშევრები და გამოფენილი ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დარბაზში. ბიბლიოთეკაში გამართულ გამოფენას აჭარის მხატვართა კავშირის წევრები, ბათუმელი მხატრები, პატარა ხელოვანები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მხატვრებთან შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე […]

პროგრამა ფერმერებისთვის

მრავალწლიანი ხეხილის ბაღების გაშენების ხელშეწყობის მიზნით აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს. 2018 წლიდან ფერმერებს საშუალება ექნებათ, თანადაფინანსებით 200 ჰექტარ მიწაზე მათთვის სასურველი კულტურები გააშენონ. პროგრამის მიზანია ინტენსიური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა, დაბალმოსავლიანი ბაღების პერსპექტიული და ექსპორტზე ორიენტირებული ალტერნატიული კულტურებით ჩანაცვლება და შესაბამისად ფერმერთა და აგრომეწარმეთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. დაგეგმილი სიახლეები დღეს ქობულეთელ ფერმერებს […]
3021
0

მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისე ახალგაზრდობის ცენტრში

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისე დენა ვაისი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თანამშრომლების წინაშე პრეზენტაციით წარსდგა. ამერიკელი მოხალისე თანამშრომლებს ესაუბრა საკუთარი ოჯახის, განათლების, საქმიანობისა და ცხოვრების წესის შესახებ. ის მოხალისეობრივ საქმიანობას ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში, 2017 წლის ივლისის თვიდან, 2 წლის განმავლობაში განახორციელებს. “ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი”
meria
0

ბათუმის მერი ქალაქ კლაიპედას მერს შეხვდა

ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი ლიტვის რესპუბლიკის ქალაქ კლაიპედას მერს ვიტაუტას გუბლიაუსკას შეხვდა. კლაიპედას მერი ბათუმის მერიაში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. შეხვედრას ვიცე-მერი ბაგრატ მანველიძე ესწრებოდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. შეხვედრას ესწრებოდნენ კლაიპედას უმაღლესის საბჭოს მდივანი მოდესტა ვიტკუსი და მერის მრჩეველი ალბერტას ბარაუსკასი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ლიტვას შორის […]
shevedra
0

პროექტი „თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ცნობიერების ამაღლება ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობების ჩართულობით“ პრეზენტაცია ხულოში

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს „თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ცნობიერების ამაღლება ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობების ჩართულობით“. პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი არჩევნების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების, საჯარო მოხელეებისა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალებისათვის. პროექტის ფარგლებში, დღეს გამგეობის მცირე დარბაზში, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებთან […]
00
0

ზურაბ პატარაძე თურქეთის საკონსულოს მიერ გამართულ ღონიძიებას დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის აღკვეთის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიებას აჭარის მთავრობის წევრები, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და ქალაქი მერი ესწრებოდნენ. 2016წლის 15ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას 250-მდე მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. თურქეთის საკონსულოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება სწორედ დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნებოდა. სასტუმრო „ეიფორიაში“ გამართული შეკრება წუთიერი დუმილით დაიწყო და თურქეთის გენერალური კონსულის […]
chvana
0

სამუშაო შეხვედრა ჭვანაში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მანველიძე, ამავე კომისიის აპარატის თანამშრომლები, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელთან – ტარიელ ებრალიძესთან, იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრის ერთ-ერთ ხელმძღვანელთან თამარ ბახტაძესთან და ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების გამგესთან – გიორგი ნიკოლაიშვილთან ერთად, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭვანაში იმყოფებოდა. სოფლის ამბულატორიაში გამართულ […]
FB_IMG_1500047514393
0

გიორგი რომანაძე დაგვის მოსახლეობას შეხვდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, გიორგი რომანაძე, სოფელ დაგვას მოსახლეობას შეხვდა. სოფლის ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციულ შენობაში შეკრებილმა 20-მდე მოქალაქემ, დეპუტატის წინაშე, წყალსადენი სისტემის რეაბილიტაციის, შიდა სასოფლო გზების მოასფალტების, დასაქმების, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, სპორტული მოედნისა და კულტურის ცენტრის განახლების საკითხი დააყენა. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი 30-მდე მაცხოვრებელს შეხვდა ლაზისტანის დასახლებაში და მათ პრობლემებსაც გაეცნო. ადგილობრივმა […]
00
0

იოლანტა ტაჩინსი: აჭარის რეგიონში ძალიან დიდი პოტენციალია საექსპორტო სიმძლავრეების გაზრდის

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ, კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპული პროექტის „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობა“ ორგანიზებით, შუახევში, რეგიონალური სამუშაო შეხვედრა ადგილობრივ მეწარმეებთან და ფერმერებთან მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა. როგორც ევროპასთნ საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშემწყობი პროექტის ხელმძღვანელმა იოლანტა ტაჩინსკმა […]
FB_IMG_1499601321676
0

საქმიანი შეხვედრა სხალთაში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე, საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლები, შპს ხულოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის სხალთის ფილიალში, უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ, რომლებსაც სამედიცინო დაწესებულებაში, უმაღლესი საბჭოს ეგიდით, სამედიცინო კორპორაცია […]

ჯანი ბუკიკიო გიორგი მარგველაშვილს შეხვდა

“მე ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ყოველ საათში კიდევ უფრო იმედგაცრუებული ვხდები”- განაცხადა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, სჯეროდა, რომ საქართველოს პოლიტიკური სპექტრი შეძლებდა წინ კარგი ნაბიჯის გადადგმას უფრო დემოკრატიული კონსტიტუციისთვის. გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პროცესის თავიდან დაწყების ინიციატივით გამოდის. პრეზიდენტის განცხადებით,  „ანბანური ჭეშმარიტების“ გაგებას, რომ პროცესი ჩიხშია, […]