sac sax
0

ბათუმში საცხოვრებელი სახლიდან მამაკაცი გადმოვარდა

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი სავარუდოდ მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. შემთხვევა ბათუმში მოხდა. დაშავებული  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა საავადმყოფოში. ადგილზე ექსპერტკრიმინალისტები იმყოფებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს,  რაც  თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შსს ინფორმაციით დაშავებული 40 წლამდე მამაკაცია. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
pol
0

ავტოსაგზაო შემთხვევა თამარის დასახლებაში

რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თამარის დასახლებაში. თვითმხილველების თქმით, ავტომობილი დაახლოებით 12 წლის ბიჭს დაეჯახა. ამ წუთებში აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრობა შეფერხებულია. პროცესს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არეგულირებენ. თვითმხილველების თქმით არასრულწლოვანი ქვეითთა გადასასვლელზე არ გადადიოდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანა. მედიკოსების განცხადებით, მას ქალა ტვინის დახურული ტრავმა აღენიშნება. დაშავებული კონტაქტურია. შინაგან […]
pol
0

ქობულეთში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გუშინ ქობულეთში. ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. დაშავებული 16 წლის გოგონაა. მედიკოსებმა ის თავდაპირველად ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს, მოგვიანებით კი ბათუმში რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის განცხადებით, პაციენტი კონტაქტური იყო. მას ქალა ტვინის დახურული ტრავმა დაუდგინდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის […]
12
0

კანონდამრღვევი ქვეითები – გადაადგილება აკრძალულ ადგილებზე

კიდევ ერთი შემთხვევა და დაშავებული მოზარდი. ქობულეთში ავტომობილი არასრულწლოვანს დაეჯახა. ქალა-ტვინის ტრავმით მოზარდი თბილისშია გადაყვანილი. ბოლო პერიოდში გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების, განსაკუთრებით კი დაშავებული ქვეითების გაზრდილი რაოდენობის შესახებ “მთავარში” არაერთხელ ვისაუბრეთ. შემთხვევები დაფიქსირდა ზებრაგადასასვლელებზე, ასევე აკრძალულ ზონებში. გიორგი წეროძე დაინტერესდა, რას აკეთებს, ან რას უნდა აკეთებდეს საპატრულო პოლიცია მაშინ, როდესაც ქვეითი მოძრაობის წესებს არღვევს. “აჭარის ტელევიზია”