batumi avto
0

ხვალ დილიდან სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება გორგასლის ქუჩაზე, 26 მაისისა და მელიქიშვილის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში

ხვალ დილიდან სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება გორგასლის ქუჩაზე, 26 მაისისა და მელიქიშვილის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში. აღნიშნულ ტერიტორიაზე განხორციელდება სანიაღვრე მილების მოწყობის, ქვაფენილის დემონტაჟისა და ხელახალი მონტაჟის სამუშაოები. სატრანსპორტო მოძრაობა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება. ბათუმის მერია ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო წყარო:”ბათუმის მერია”
shuqi
0

შეზღუდვებია ელექტრომომარაგებაში

ხვალ 6-დან 9 საათამდე აღმაშენებლისა და ტაბიძის ქუჩებს, 11-დან 14 საათამდე კი ვაჟა – ფშაველასა და გიორგი ბრწყინვალის ქუჩებს ელექტრომომარაგება შეუწყდებათ. შეზღუდვებია ქობულეთის მუნიციპალიტეტშიც. 10-დან 18 საათამდე სოფელ ხუცუბანს შუქი გაეთიშება. 6-დან 8 საათამდე, გონიოსა და კვარიათის აბონენტებს, 11-დან 17 საათამდე კი სოფლებს კირნათსა და მარადიდს ელექტროენერგია არ მიეწოდება. 10-დან 18 საათამდე მაღალმთიან აჭარაში სოფლებს […]
wyali
0

შეზღუდვა წყალმომარაგებაში

უხვი ნალექის გამო, შეზღუდვებია წყალმომარაგებაში. ბათუმის წყლის ინფორმაციით, მდინარეები ჩაქვისწყალი, ლეჩა და ყოროლისწყალი აიმღვრა, რის გამოც სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდა დაბა ჩაქვის, მახინჯაურის, განთიადის, თამარის, გოროდოკის და ბარცხანის ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს. წყალმომარაგება დღეს, 21:00 საათზე აღდგება. “აჭარის ტელევიზია”
shuqi
0

შეზღუდვები ელექტრომომარაგებაში

ხვალ, 11-დან 15 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩას, თამარის დასახლებასა და სალიბაურს; 10-დან 18 საათამდე კი ყოროლისთავს, ორთაბათუმსა და აგარას. 10 საათიდან 18 საათამდე ელექტრო ენერგია შეუწყდება ხელვჩაურში ახალშენისა და ახლისოფელის აბონენტებს.იგივე პერიოდში ქობულეთში ალამბარს, ზენითსა და სოფელ ქობულეთს. მაღალმთიან აჭარაში დილის 5-დან 8 საათამდე შუქის მიწოდება შეუწყდება კურორტ ბეშუმს, 10-დან 18 საათამდე […]
shuqi
0

ელექტრომომარაგებაში შეზღუდვები

გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო, ხვალ 6-დან 10 საათამდე შუქის მიწოდება სოფლებს: აჭარისწყალს, ხერთვისს, კიბეს, მირვეთს, მარადიდსა და კირნათს შეუწყდება.