საშობაო ლიტურგია ხულოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში

საშობაო ლიტურგია ხულოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში ღამის 12 საათზე დაიწყო. საზეიმო ღვთისმსახურება დეკანოზმა მატათა მელაძემ აღავლინა, მრევლი დალოცა და ქრისტესშობა მიულოცა. შობის სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ხულოსა და შუახევის ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
shoba
0

ბათუმში კათოლიკეებმა საშობაო წირვა სასტუმრო ლეოგრანდის წინ აღავლინეს

ღამით, ბათუმში კათოლიკეებმა საშობაო ლიტურგია არა ეკლესიაში, არამედ სასტუმრო “ლეოგრანდის“ წინ გამართეს, სადაც ერთი თვის წინ ხანძარმა 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მოგვიანებით საშობაო წირვა ეკლესიაში გაგრძელდა, სადაც პადრე გაბრიელე ბრაგანტინმა კათოლიკე მრევლს ქადაგებით მიმართა. წირვის დასრულების შემდეგ გაბრიელე ბრაგანტინიმ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ ამგვარად მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს ტრაგედია და თანაუგრძნეს გარდაცვლილთა ოჯახებს: „ერთი თვე გავიდა იმ […]