alilo shauxevshi
0

“ალილოს” მსვლელობა შუახევში

მართლმადიდებლური ეკლესია ქრისტესშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. საუფლო დღესასწაული შუახევშიც ტრადიციულად – სარკმელში ანთებული საშობაო სანთლით, საშობაო ღვეზელითა და ალილოთი აღინიშნა. საზეიმო წირვა-ლოცვის შემდეგ მრევლმა სახალხო მსვლელობა მოაწყო და ქუჩებში გადაინაცვლა. მეალილოები ღვთის სადიდებელ საგალობლებს ასრულებდნენ და შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავდნენ ერთმანეთს. ალილოს მსვლელობას შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაც შეუერთდა და საშობაო ტკბილეული გადასცა. წყარო:”შუახევის უნიციპალიტეტის მერია”
wyalsadeni
0

წყალსადენზე გამწმენი ნაგებობის მონტაჟი მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში, ხიჭაური-ხაბელაშვილების სასმელი წყლის მაგისტრალზე გამწმენდი ნაგებობის მონტაჟი მიმდინარეობს;  სამუშაოებს შპს ,,ეკო ლაინი“ აწარმოებს, რომლის ღირებულებაა 198000 ლარი;  დასაქმებულია 12 ადგილობრივი;  მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ხელმძღვანელ პირებთან და ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღებ კომიისიის წევრებთან ერთად გაეცნო. წყარო:”შუახევის მუნიციპალიტეტის მერია”
shua gamgoa
0

საახალწლო პრემიები შუახევის გარდა ყველა მუნიციპალიტეტში დარიგდა

წესის ცვლილებამდე მოქმედი კანონმდებლობით წლის ბოლოს, საახალწლო პრემიები და დანამატები მიიღეს ხულოს, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში. სადღესასწაულოდ დამატებითი თანხა არ გაუცია შუახევს, ეს იმიტომ, რომ ბიუჯეტში პრემიისთვისგანკუთვნილი თანხა აღარ იყო. პრემია არ მიუღიათ თანამდებობის პირებს არც ბათუმის მერიაში. მერმა და მოადგილეებმა კანონით განსაზღვრული დანამატები მიიღეს, დანამატების და პრემიების რაოდენობამ დეკემბერში, მხოლოდ ბათუმში, დაახლოებით 200 ათასი ლარი […]
shuaxevi1
0

შუახევში 3 მილიონ ლარზე მეტი ჩანჩხალო-ნიგაზეულის წყალსადენის მშენებლობისთვის დაიხარჯება

შუახევში მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარზე მეტი ჩანჩხალო-ნიგაზეულის წყალსადენის მშენებლობისთვის დაიხარჯება. აღნიშნული პროექტი გასულ წელს მილიონ ნახევრით იყო დაფინანსებული, პროექტი ორ წლიანია და მიმდინარე წელს დასრულდება. ახალი წყალსადენი 500-ზე მეტ აბონენტზეა გათვლილი. მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტი საწყის ეტაპზე 8 მილიონ 214 ათას 418 ათასი ლარით განისაზღვრა. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
SHUAXEVIHESI
0

„შუახევიჰესი“ გვირაბის ჩამოშლის შემდეგ

აგვისტოში „შუახევიჰესის“ სამი გვირაბიდან ერთ-ერთი ჩამოიშალა. სამი თვის შემდეგ ჰესის მფლობელ კომპანიაში, „აჭარისწყალ ჯორჯიაში“ თქვეს, რომ მეწყრული პროცესებით აქტიურ მაღალმთიანეთში, სავარაუდოდ, გვირაბის ჩამოშლა „არამყარმა ქანებმა“ განაპირობა და საქმე გვაქვს „გაუთვალისწინებელ გეოლოგიურ პროცესთან“. გვირაბი ხულოში, სოფელ დიდაჭარასთან ჩამოიშალა, წყალსაცავთან ახლოს, რომელიც წყლისგან ახლა სრულიად დაცლილია. ამ ადგილას მოსახლეობა სამი წლის წინ საპროტესტო აქციებს მართავდა და უსაფრთხოების […]
shua tov
0

შუახევში გამოიდარა

შუახევში გამოიდარა.თოვლის საფარი დაბა შუახევში 5-10 სმ-ია, სოფლებში 15-20 სმ, ხოლო მაღალი ზონის სოფლებში 20-30სმ-ს აღწევს. ტრანსპორტით გადაადგილება ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში არ შეფერხებულა. ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო, ელექტროენერგია არ მიეწოდება მუნიციპალიტეტის რამოდენიმე სოფელს.მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მუშაობს ყველა საჯარო დაწესებულება, სკოლამდელი დაწესებულებები. შუახევის მერიის საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. წყარო:”შუახევის მუნიციპალიტეტის მერია”
sxdoamaaa
0

კომისიის სხდომა შუახევში

შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვება მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე. კომისიაზე განიხილეს სტიქიის შედეგად დაზარალებული 23 ოჯახის განცხადება, რომლებიც ითხოვდენ ფინანსურ დახმარებას. მუნიციპალიტეტი სტიქიის შდეგად დაზარალებულებს ადგილობრივი სარეზერვო ფონდიდან გაუწევს დახმარებას. წყარო:”შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა”
biblioteka
0

სოფელ კალოთაში ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კალოთში ბიბლიოთეკა გაიხსნა.  ბიბლიოთეკაში სულ 465 წიგნია. წიგნებთან ერთად ბიბლიოთეკას დღეს კომპიუტერიც გადაეცა. როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი “აიპრესთან” აცხადებს, პროექტი „ინტერნეტი ყველა სკოლის ბიბლიოთეკას“ პარლამენტის ეროვნული საბიბლიოთეკო ასოციაციის ერთობლივი მხარდაჭერით ხორციელდება. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი კვლავ გაგრძელდება. მიზანია, რომ ბიბლიოთეკა ყველა სოფელში გაიხსნას და მისი ინტერნეტიზაცია […]
axali bagiii
0

შუახევში, ჭალა-წყაროთის სამღორიას უბანში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა

შუახევში, ჭალა-წყაროთის სამღორიას უბანში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა. გახსნის საზეიმო ცერემონიალს მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს წევრი ხვიჩა შარაშიძე, გამგებლის მოადგილეები ავთანდილ დიასამიძე და რუსუდან შავაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გურამ ზოიძე, საკრებულოს წევრები და ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელობა ესწრებოდნენ. პროექტის მშენებლობას საფუძველი გასულ წელს ჩაეყარა და წელს დასრულდა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული […]
kamera
0

„ჭკვიან კამერებს“ ხულოსა და შუახევშიც დაამონტაჟებენ

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის ხულოსა და შუახევის მონაკვეთზე ავტომობილების სანომრე ნიშნის ამომცნობი ვიდეოთვალები დამონტაჟდება. ე.წ. „ჭკვიანი კამერების“ შეძენა-მონტაჟისა და ერთიან ქსელში ჩასართავად საჭირო მომსახურება ხულოსა და შუახევის გამგეობებმა გამარტივებული წესით შეისყიდეს, ხელშეკრულება კი შპს „დელტა კონსალტინგთან“ გააფორმეს. შუახევის გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსის, ომარ აბუსელიძის ინფორმაციით, შუახევის მუნიციპალიტეტში სულ ექვსი ვიდეოთვალი განთავსდება. ვიდეოთვალების შეძენა-მონტაჟისა და ერთიან […]

გეოლოგები სტიქიის ზონაში

შუახევში სტიქიის შედეგებს გეოლოგები შეისწავლიან და დასკვნას 10 დღის ვადაში გამოაქვეყნებენ. გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის თქმით სპეციალისტების წინასწარი მონაცემებით საცხოვრებლად უსაფრთხო ადგილზე გაყვანა მხოლოდ ერთ ოჯახს ესაჭიროება. სხვა დაზარალებულებს კი დახმარება დასკვნის შემდეგ გაეწევათ. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
kab
0

შუახევის მუნიციპალიტეტში ათი საათის მონაცემებით არჩევანი 1 440 ამომრჩეველმა გააკეთა

შუახევის მუნიციპალიტეტში ათი საათის მონაცემებით 1440 ამომრჩეველმა გააკეთა საკუთარი არჩევანი, რაც პროცენტულად ამომრჩევლების 9,59% შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია “აიპრესს” შუახევის 82 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დათა ზოიძემ განუცხადა, მისივე ინფორმაციით საარჩევნო პროცესი შუახევის მუნიციპალიტეტში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. წყარო:”ipress.ge”

შუახევში სულ 15 009 ამომრჩეველია რეგისტრირებული

შუახევში 15 009 რეგისტრირებულ ამომრჩეველს 49 საუბნო საარჩევნო კომისია უნდა მოემსახუროს. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
chvanis xiid
0

სტიქიას შუახევში ამ დრომდე ებრძვიან

უამინდობა გრძელდება. დროგამოშვებით ძლიერად წვიმს. მდინარეებში წყლის ნაკადმა უკიდურესად მოიმატა. დაიღვარა, დაზიანდა საავტომობილო გზები. გააქტიურდა მეწყერული პროცესები, განვითარდა ქვათაცვენა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, შენობა-ნაგებობები. ადიდებულმა წყალმა გუშინ წყალსაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში დაშალა 5 მეტრი სიგრძის ბეტონის ხიდი, რომლითაც სოფლები: ნაღვარევი და ინწკირვეთი უკავშირდებოდა ადმინისტრაციულ ერთეულს.ხიჭაური-ჭვანის გზაზე დაზიანებულია ხიდი.ხიჭაური-ჭვანის გზაზე კვლავ ჩამოვიდა მეწყერი და ამჟამად ცენტრალური გზა ჩაკეტილია. […]
shuaxevi 2
0

მდგომარეობა შუახევის სხვადასხვა სოფლებში

წყაროთაში ლევან მჟავანაძის სახლის ზემოთ გააქტიურდა მეწყერი, საფრთხე ემუქრება ოჯახს. დარეგისტრირებულია 25.000 ლარიან პროგრამაში. სოფლის წარმომადგენელმა დაათვალიერა, ოჯახი გადავიდა მეზობლად. ახალდაბაში თამაზ ზოიძის საცხოვრებელ სახლთან გასკდა დამცავი კედელი, საფრთხე დაემუქრა ოჯახს, გეოლოგები შეისწავლიან ამ დღეებში მდგომარეობას. ჯაბნიძეებში მეწყერი მოადგა მიხეილ მუკუტაძის საცხოვრებელ სახლს. 2013 წ სახლის გადატანაზე მიღებული აქვს 3000 ლარი,მაგრამ სახლი არ გადაუტანია,ჩართულია 25.000ლ […]
MAW DZ
0

მაწანაწალა ცხოველების პრობლემა შუახევში

დაბა შუახევისა და ხიჭაურის მოსახლეობას მაწანწალა ცხოველები საფრთხეს უქმნის. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ძაღლები საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში, ბავშვთა ბაღისა და სკოლის ეზოებში ჩერდებიან, პრობლემა ცნობილია ადგილობრივი თვითართველობისტვის. მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ მაწანწალა ცხოველების პროგრამაში გათვალისწინებული თანხა ამოიწურა. ედნარ შარაშიძე პრობლემის მოგვარებას ბიუჯეტში კორექტირების შემდეგ აპირებს. წელს მაწანწალა ცხოველების გადაყვანისთვის გამოყოფილი 10 ათასი ლარით მუნიციპალიტეტიდან […]
salotbaro skola
0

შუახევში სალოტბარო სკოლა გაიხსნა

შუახევში სალოტბარო სკოლა გაიხსნა. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს და მუნიციპალიტეტს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმის თანახმად მსურველები უფასოდ შეძლებენ, ძველი ხალხური, ტრადიციული სიმღერების და გალობის შესწავლას. სკოლის დამთავრების შემდეგ კი წარჩინებული მოსწავლეები სწავლას გააგრძელებენ გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში. საქართველოს მასშტაბით უკვე ფუნქციონირებს 18 სალოტბარო სკოლა სადაც საუკეთესო ლოტბარები და რეგენტები 700-მდე […]
ferebis festivali
0

“Color Fest”- შუახევში

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერითა და შუახევის ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით ფერების ფესტივალი გაიმართა. შეკრებილი ახალგაზრდების გართობაზე სპეციალურად მოწვეული ანიმატორი და მომღერლები ზრუნავდნენ. ფერების ფესტივალი (Color Fest ) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სახალისო და გასართობი აქციაა,რომელიც სათავეს ინდოეთიდან იღებს .     წყარო: “შუახევის მუნიციპალიტეტი”
saxandzro
0

შუახევში სოფელ ტაკიძეებში ხანძარია

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაკიძეებში, ოთოლთას ციხესთან ხანძარია. ადგილობრივების თქმით, ცეცხლი ეკალ-ბარდებს მოედო. “აჭარის ტელევიზია”
fridonis wardgena
0

შუახევში “ქართული ოცნებიდან” მერობისთვის ფრიდონ ფუტკარაძე იბრძოლებს

შუახევის მოსახლეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, ასევე გია ვოლსკიმ, მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, “ქართული ოცნებიდან” შუახევის მერობის კანდიდატი წარუდგინა. “ქართული ოცნებიდან” შუახევის მერობისთვის ფრიდონ ფუტკარაძე იბრძოლებს. ამომრჩევლებს მერობის კანდიდატებთან ერთად 9 მაჟორიტარობის კანდიდატებიც წარუდგინეს: დაბა შუახევი – გიორგი დავითაძე, ბარათაული – მურად ქათამაძე ,დღვანი-იმედა მუკუტაძე, ზამლეთი -ამირან ბერიძე, ოლადაური – გენადი მიქელაძე, უჩამბა […]
saxandzro
0

ტარიელ ებრალიძე: არ გამორიცხავს, რომ ხანძრების ქრონიკა ერთსა და იმავე საქმეს უკავშირდებოდეს

შუახევის გამგებელის ინფორმაციით, ხანძარი მოსახლეობამ საღამოს საათებში შენიშნა. ტარიელ ებრალიძის თქმით,  ადგილი სადაც წიწვოვანი ხეები იწვის, სოფელ დარჩიძეებიდან 9 კილომეტრში მდებარეობს, ტყე მიუვალია.  ამ წუთებში მოსახლეობა მობილიზებულია, რათა  ცეცხლის კერებამდე ფეხით მისვლა შეძლონ.  ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო 10-მდე ბრიგადა. ასევე სატყეო დეპარტამენტისა და თემის  წარმოდმაგდენლები. გამგებლის ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 150-200 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. ტარიელ ებრალიძე არ გამორიცხავს, […]
saxandzro
0

სოფელ წელათის ტყეში ხანძრის კერა ლოკალიზებულია

შუახევში,სოფელ წელათის ტყეში ხანძრის კერა ლოკალიზებულია და ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. ხანძარი გვიან ღამით შუახევის სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ ჩააქრო. შეგახსენებთ, რომ წელათის ტყეში ხანძარი გუში საღამოს ადგილობრივებმა შენიშნეს. ხანძრის კერა 50 კვადრატულ მეტრზე ვრცელდებოდა. შემთხვევის ადგილზე იმყობებოდნენ ადგილობრივი თვმითმართველობის წარმომადგენლებიც. ხანძარს საფრთხე მოსახლეობისთვის არ შეუქმნია. “შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა”
chala
0

შუახევში, სოფელ წელათში ჭალებში ბალახს ცეცხლი უკიდია

ხანძარი დაახლოებით 80 კვადრატულ მეტრზეა. სამაშველო-სახანძრო ჯგუფები ამ წუთებში სოფელ წელათში მიდის. ამ ეტაპზე ხანძრის 3-4 კერაა, როგორც შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობაში “აიპრესს” განუცხადეს, ამ წუთებში გამგეობის წარმომადგენელი მიემგზავრება ხანძრის კერებისკენ და ადგილზე გაარკვევე რამდენად მასშტაბურია და რასალიკვიდაციო ზომებს უნდა მიიღონ. “ipress.ge”
shu
0

შუახევში სექტემბრიდან დამატებით 5 ახალი საბავშვო ბაღი და 3 სასკოლო მზაობის ცენტრი იფუნქციონირებს

შუახევის მუნიციპალიტეტში ამ დრომდე 6 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა, თუმცა წელს ხუთი საბავშვო ბაღი კიდევ დაემატება,- ამის შესახებ “აიპრესს” შუახევის ბაღების გაერთიანების დირექტორმა, ნათელა გოგიტიძემ განუცხადა. ახალი საბავშვო ბაღები მოემსაურება შემდეგ სოფლებს: ჭალა-წყაროთას, ჩანჩხალოს, ფურტიოს, შუბანსა და ხიჭაურს. მუნიციპალიტეტში ალტერნატიული სააღმზრდელო ცენტრებიც ფუნქციონირებს. გოგიტიძის ინფორმაციით, ალტერნატიული მზაობის ცენტრები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სულ 3 ფუნქციონირებდა, თუმცა სექტემბრიდან კიდევ […]