biuros sxdpma
0

ბიუროს მეორე სხდომა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს რიგით მეორე სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს. უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე, ბიუროს გადაწყვეტილებით, დადგენილების პროექტი რიგგარეშე სესიაზე […]
nac
0

“ნაციონალური მოძრაობა”: შუახევის 2018 წლის ბიუჯეტი ხალხზე მორგებული არაა!

შუახევის 2018 წლის ბიუჯეტს ოპოზიციურმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა. დღეს შუახევის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ხმაური 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების საკითხმა გამოიწვია. ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგობის მიუხედავად 18 მომხრე იყო და 4 მოწინააღმდეგე,ხოლო ერთმა თავი შეიკავა. თუმცა,  2018 წლის ბიუჯეტი მაინც დამტკიცდა და საწყისი ბიუჯეტი 8 მილიონ 814 ათას 418 ლარს შეადგენს. ამას ემატება ის […]
sx
0

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ომარ ტაკიძემ მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებთან გაცნობითი ხასიათის შეხვდრა გამართა. დღესვე გაიმართ საბჭოს სხდომაც, სადაც ბიუჯეტის პარამეტრებზე, მუნიციპალიტეტში დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე იმსჯელეს და რიგ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს. მრჩეველთა საბჭო ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობის და შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით შეიქმნა. საბჭოს […]
sx
0

ქობულეთში ფრაქცია „ქართული-ოცნების“ სხდომა გაიმართა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული-ოცნების“ სხდომა, ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი გოგიტიძის ხელმძღვანელობით. ფრაქციის წევრებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილთან ერთად განიხილეს და იმსჯელეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ. ომის მონაწილეებზე და დაღუპულთა ოჯახის წევრებზე სადღესასწაულო დღეების ორგანიზებისა და დახმარების პროგრამის ; დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტების ტრანსპორტირების […]
shtabis sxdo1
0

საგანგებო შტაბის სხდომა ხულოში

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით, მერის გოჩა მელაძის ხელმძღვანელობით მუდმივმოქმედი საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა. შეხვედრას შტაბის ძირითად წევრებთან ერთად მოწვეული წევრებიც ესწრებოდნენ. სხდომაზე მუნიციპალიტეტში ამ დროისათვის არსებული მდგომარეობა განიხილეს და შტაბის წევრებს მიეცათ შესაბამისი დავალებები არსებული შეფერხებების აღმოსაფხვრელად. ხულოს მუნიციპალიტეტში უკვე მესამე დღეა ინტენსიურად თოვს. ამ დროისათვის თოვლის საფარმა გოდერძის უღელტეხილზე 2 მეტრს, მაღალი […]
sxdoam
0

საკრებულოს სხდომა ხულოში

ახალი მოწვევის საკრებულოს მეორე სხდომა გაიმართა ხულოში. სესიაზე დეპუტატებმა ხუთი კომისიის პერსონალური შემადგენლობა დაამტკიცეს. სხდომაზე დეპუტატებმა ასევე იმსჯელეს „დაბა ხულო ამორტიზირებული და საცხოვრებლად უვარგისი სახლების გარეშე„ პროგრამასთან დაკავშირებით. პროგრამის მიხედვით ხულოს მერია რუსთაველის ქუჩის #18 -ში მდებარე სახლში 10 საცხოვრებელ ფართს შეიძენს, რომელიც ამორტიზირებულ საცხოვრებელში მცხოვრებ ოჯახებს გადაეცემა იმ პირობით თუ ძველ საცხოვრებელ ფართს სახელმწიფოს კუთვნილებაში გადასცემს. ხულოში სულ […]

ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა – ხულოში

ხუთი პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი ხულოში, სადაც ამ წუთებში საკრბეულოს პირველი სხოდმა მიმდინარეობს. ახალი მოწვევის საკრებულო 28 დეპუტატითაა წარმოდგენილი. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
WUL
0

აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის სხდომა

უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის 15 ნოემბრის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018-2021 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, […]
sxdoamaaa
0

კომისიის სხდომა შუახევში

შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვება მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე. კომისიაზე განიხილეს სტიქიის შედეგად დაზარალებული 23 ოჯახის განცხადება, რომლებიც ითხოვდენ ფინანსურ დახმარებას. მუნიციპალიტეტი სტიქიის შდეგად დაზარალებულებს ადგილობრივი სარეზერვო ფონდიდან გაუწევს დახმარებას. წყარო:”შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა”
KOMIIS SXDOMA
0

გასვლითი სხდომა ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიამ,  მორიგი გასვლითი სხდომა ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში (BAU) გამართა. სხდომას, კომისიის წევრებთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი ესწრებოდნენ. კომისიის თავმჯდომარის ნუგზარ სურმანიძის განცხადებით, ჰოსპიტალმა დაარსებიდან მცირე დროში […]
xel sxdo
0

საკრებულოს სხდომა ხელვაჩაურში

ამ მოწვევის ბოლო სხდომა გაიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც. დეპუტატებმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მომუშავე პირების ქცევისა და ეთიკის ნორმების შესახებ ახალი ნორმატიული აქტები დაადგინეს. ასევე გაიწერა დირექტორის არჩევის წესი, კერძოდ, მას უნდა ქონდეს 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება, უმაღლესი განათლება და სამინისტროში გავლილი ტრენინგ კურსები. სხდომაზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემაზეც. […]
qeda sxdoma
0

დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი კომისიის სხდომა ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც გამგებელი დავით დუმბაძე უძღვებოდა. სხდომაზე მოხდა სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტზე და კონკრეტულ ოჯახებზე მიყენებული ზარალის მდგომარეობისა და კრიზისების შეფასება, მათი ეფექტური რეაგირებისათვის.  წყარო:”ქედის მუნიციპალიტეტი”
shuaxevi 5
0

საგანგებო შტაბის სხდომა შუახევში

შუახევში  საგანგებო შტაბის  საგანგებო სხდომა მიმდინარეობს, სადაც მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობასა და განსახორციელებულ ღონისძიებებს განიხილავენ.სხდომას უძღვება მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე. უამინდობამ შუახევში პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის შედეგად დაბის, უჩამბის, ჭვანის, ბარათაულის, შუბნის, ადმინისტრაციულ ერთეულებში მეწყერული პროცესები განვითარდა. ჭვანა-ხიჭაურის, წყაროთის, კობალთის, ცენტერაძეების, ბარათაულის გზებზე ჩამოწვა მეწყერი, ჩაიკეტა გზები. სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს, მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები […]
shtabis sxdoma
0

საგანგებო შტაბის სხდომა ხულოში

დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ლაშა ბოლქვაძის ხელმძღვანელობით მუდმივმოქმედი საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა. შეხვედრას შტაბის ძირითად წევრებთან ერთად მოწვეული წევრებიც ესწრებოდნენ. სხდომაზე მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა განიხილეს და შტაბის წევრებს მიეცათ შესაბამისი დავალებები არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად. წყარო:”ხულოს მუნიციპალიტეტი”
sinodis sxdoma
0

საქართველოს საპატრიარქოში სინოდის სხდომაა ჩანიშნული

12 საათზე საქართველოს საპატრიარქოში სინოდის სხდომაა ჩანიშნული. დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენის გამოცხადების შემდეგ სინოდი დღეს საგანგებოთ პირველად შეიკრიბა, თუმცა რაზე იმსჯელებნ ჯერ ჯერობით უცნობია. “მე არ ვიცი და დარწმუნებული ვარ მღვმდელმთავრებმაც არაფერი იციან, განსახილველ საკითხებს სხდომის შემდეგ გაიგებთ. ფაქტი , რომ გუშინ გამოცხდდა სხდომა, მოგვიწია ჩამოსვლა და ალბათ ბევრი ვერ იქნება სინოდის სხდომაზე. როგორც ჩანს, […]
qob rigg sxdoma
0

სხდომაზე   დღის წესრიგით გათვალისწინებული 22 საკითხი განიხილეს

 ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე   დღის წესრიგით გათვალისწინებული 22 საკითხი განიხილეს. სხდომაზე პირველ და მომდევნო საკითხებად დეპუტატებმა განიხილეს და დაამტკიცეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის,პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების , პერსონალის პროფესიული სტანდარტების და საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტები. […]
gab.pat
0

ზურაბ პატარაძე საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომას დაესწრო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძესთან ერთად საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომას დაესწრო. სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი მესამე მოსმენით განიხილეს. საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი – 117 ხმით, 2 -ის წინააღმდეგ, ხოლო „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონი 114 ხმით, 3-ის წინააღმდეგ მესამე მოსმენით მიიღეს. ორივე […]
xel
0

საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში გამგეობის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც 20 საკითხი განიხილებოდა. სხდომაზე საკუთრების უფლების მოწმობის იდენტურობის დადგენასთან და საკუთრების უფლების აღიარების დაკავშირებით იმსჯელეს. შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომის სამინისტროსა და აჭარის ა.რ გარემოს დაცვის სამმართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. წყარო:  “ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი”
sxdomaa
0

რეგლამენტში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა გაიმართა, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა. დღის წესრიგის გაცნობის და დამტკიცების შემდეგ გაკეთდა განცხადებები. დამოუკიდებელმა დეპუტატმა გიორგი ცინცქილაძემ კანონმდებლებს მონადირეთა მოთხოვნები გააცნო და მათი პრობლემის მოგვარება ითხოვა. ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი აბულაძემ, წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე, ასევე აჭარის მაღალმთიანეთში […]
biuros sxdoma
0

ბიურომ პლენარულ სხდომაზე დღის წესრიგით განსაზღვრული 5 საკითხი განიხილეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს  სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვა, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა, ბიუროს წევრებმა ერთხმად მიიღეს ცნობად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე […]

სამზადისი სკოლისთვის – განხილვა კომისიაზე

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სასკოლო დაწესებულებების მზადყოფნის შესახებ ინფორმაციას განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების კომისიას წარუდგენს. გაერთაინებული კომისიის სხდომა ამ წუთებში იწყება, დღის წესრიგის მიხედვით, დაგეგმილია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოხსენებაც. ნინო ნიჟარაძე  ბავშვებსა და და მოზარდებში სეზონური ვირუსის პრევენციული ღონისძიებების გატარების შესახებ ისაუბრებს. “აჭარის ტელევიზია”
sxdoma sabcho
0

აჭარის უამღლეს საბჭოში ბიუროის სხდომა გაიმართება

აჭარის უამღლეს საბჭოში ბიუროის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში 2 საკითხია განსახილვევლი. რეგიონის კანონმდებლები 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების შესახებ იმსჯელებენ.  ასევე  გრანტის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ, რომელიც  საქართველოს პარლამენტს წარედგინება.  ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში ავტონომიურ რესოპუბლიკაში არსებულ სახელისუფლებო ორგანოებს პირდაპირ  შეეძლებათ სხადასხვა სახის გრანტის მიღება. “აჭარის ტელევიზია”

საარჩევნო კომისიის სხდომა

ხმაურით დაიწყო კომისიის სხდომა ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. კამათი ოლქის თავმჯდომარესა და ნაციონალური მოძრაობის წევრებს სხდომაზე დასწრების საკითხს მოჰყვა. დამსწრეებს აკრედიტაცია გავლილი არ ჰქონდათ, რის გამოც მათ გელა ხახნელიძემ სხდომის დატოვება მოთხოვა. ნაციონალური მოძრაობის წევრები კი ირწმუნებოდნენ, რომ სხდომა ღიაა და მათ როგორც მოქალაქეებს დასწრების უფლება აკრედიტაციის გარეშე აქვთ. გარდა ამისა, კენჭისყრის პროცესში  კომისიის წევრი  ასლან […]
sx74
0

კომისიამ ანგარიშები ცნობად მიიღო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიამ,სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვა, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ წარმოადგინა, კომისიამ ერთხმად მიიღო ცნობად. კომისიის წევრებმა მოისმინეს და ასევე ერთხმად მიიღეს […]
sxd
0

ხულოში საკრებულო სხდომას 28 დებუტატატიდან 20 ესწრება

ამ წუთებში ხულოში მორიგი საკრებულო სხდომა მიმდინარეობს. სხდომათა დარბაზი დღეს განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩევა. სხდომაზე განიხილება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წლიური ანგარიში გაწეული სამუშაოს შესრულების შესახებ. დებუტატები ასევე განიხილავენ ხულოს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის 6 თვის ანგარიშის შესახებ. დღის წესრიგით სულ ორი საკითხია გათვალისწინებული. “ipress.ge”
SXDO
0

პროექტები გამარტივებული წესით განიხილება

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიამ 22 აგვისტოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი – „საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს კანონის პროექტების „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში […]

ქობულეთის საკრებულოს სხდომა

ქობულეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ძირითადად მოქალაქეების მიერ შეტანილ განცხადებებზე იმსჯელეს, რაც სეზონურად სავაჭრო და სხვადასხვა ტიპის ტურისტული ობიექტების განთავსებისთვის ნებართვის მიღებას ეხებოდა. ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, რომ საჯარო განცხადებები საკრებულოს დროულად უნდა განეხილა, რაზეც საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მოქალაქეები გამგეობას ეტაპობრივად მიმართავენ. სხდომას გამგებელი და მისი მოადგილე არ ესწრებოდნენ, რის გამოც, ნაციონალურმა მოძრაობამ დარბაზი დატოვა. “აჭარის […]

აჭარის მთავრობის სხდომა

რეგიონში 12 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებისთვის   აჭარის მთავრობამ 3  მილიონ 565  ათას 283 ლარი გამოყო. თანხა, მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო, რომელიც ქობულეთსა და ქედაში თითო, ბათუმში ხუთ  და საავტომობილო გზების მიერ დაგეგმილ პროექტებზე დაიხარჯება. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ბათუმის მერიას თანხა გაეზარდა გამარტივებული შესყიდვებისთვის.  დღესვე კომპანია ,,მეტრო ატლას ჯორჯიასა”  და კომპანია  „ბედეგი ბილდინგს“ საპრივატიზაციო პირობები შეეცვალათ. “აჭარის […]
sxdoma
0

კომისიამ რეგლამენტში ცვლილებას მხარი დაუჭირა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო,იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომა,რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უძღვებოდა. განიხილეს დღის წერიგით გათვალისწინებული ორი საკითხი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი -“პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში წარდგენის შესახებ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი -“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი […]
sxd
0

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს. სხდომაზე პირველ საკითხად დეპუტატებმა იმსჯელეს და დაამტკიცეს ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანაზე. “ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო”
FB_IMG_1501186031672
0

პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომა

რეზიდენტებისა და კლინიკური ორდინატურის კურსდამთავრებულების შედეგების შედარებითი ანალიზის საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა. რიგით მე-7 სხდომა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გახსნა. სხდომას ესწრებოდა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე. სხდომაზე საგამოცდო სესიის შედეგების ანალიზი იყო წარმოდგენილი. მონაცემების მიხედვით, დსთ-ის ქვეყნებში კლინიკურ ორდინატურაგავლილი 137 კურსდამთავრებულიდან, სასერტიფიკაციო გამოცდაზე დადებითი შედეგი აჩვენა […]
20264850_1970627913166381_3419413475735007453_n
0

საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომა ნაილე ლაზიშვილის თავმჯდომარეობით გაიმართა. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი. კომისიის წევრებმა იმსჯელეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
sxdoma
0

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 18 საკითხი განიხილებოდა . სხდომაზე პირველ საკითხად დეპუტატებმა იმსჯელეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის მიზანშეწონილობის, განკარგვის ფორმებისა და პირობების განსაზღვრის კომისიის მიერ განხილული საკითხების შესახებ და სეზონური იჯარების გაცემაზე შემოტანილი 22 მოქალაქის განცხადებაზე თანხმობა განაცხადეს. თანხმობა მიეცა სს ,,სილქნეტი“-ს გამოიყენოს საზოგადოებრივი სივრცე ქ.ქობულეთი, […]
65
0

საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მორიგი სხდომა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში გამგეობის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე საკუთრების უფლების მოწმობის იდენტურობის დადგენასთან,საკუთრების უფლების აღიარებათან და საკუთრების უფლების მოწმობაში კორექტირებასთან დაკავშირებით იმსჯელეს. კომისიის წევრებმა დღეს 10 საკითხი განიხილეს, აქედან 6 დადებითად გადაწყდა, 1 საკითხზე კი საქმის წარმოება დაიწყო. “ხელვაჩაურის მუნიიპალიტეტი”
00221
0

პროექტზე რიგგარეშე სესიაზე იმსჯელებენ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე უძღვებოდა. განიხილეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლემენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც კომისიის წევრებს გააცნო უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო-იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ. კომისიის წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა აღნიშნული […]
biujeti
0

ქალაქ ბათუმის ბიუჯეტი 111 ათასი ლარით იზრდება

ამ წუთებში ბათუმის საკრებულოში საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს. დეპუტატები დღის წესრიგით გათვალიწინებულ 3 სკითხზე იმსჯელებენ.  თუ საკრებულომ ცვლილება დაამტკიცა, 91 ათასი ლარი “მისტერ და მისის პლანეტისა”  და აჭარის მოდის კვირეულის დაფინანსებისთვის გამოიყოფა. ამასთან “კულტურული მემკვიდრეობის განვითარების ხელშეწყობის” პროგრამას 20 ათასი ლარი ემატება. მთავარი ფინანსური დოკუმენტი შემოსულობებისა და ნაშთის ხარჯზე იზრდება. საერთო ჯამში ბათუმის ბიუჯეტი 162 მილიონ 300 ათას ლარს შეადგენს.