ბუნებრივი აირის ახალი ტარიფი უკვე ამოქმედდა

ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი განსაზღვრულია, დადგენილება ძალაში გუშინ შევიდა. მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით გაზის საფასური სხვადასხვა პროპორციით გაიზარდა, აჭარაში ზოგიერთ აბონენტს, 2 თეთრით, ზოგს კი 12 თეთრით გაუძვირდა. ენერგეტიკის მინისტრი ამბობს რომ შესაძლოა გაზის ტარიფი კიდევ გადაიხედოს. “აჭარის ტელევიზია”
gas
0

გაზზე ტარიფი გაიზარდა

ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფი საშუალოდ ნახევარი თეთრით გაიზარდა. გაზის ტარიფთან დაკავშირებით ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში „ყაზტრანსგაზის“ განაცხადება განიხილეს და “სემეკმა” შესაბამისი მონაცემი დაადგინა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. ამ წუთებში „სოკარისა“ და „საქორ-გაზის“ განაცხადების განხილვა მიმდინარეობს. კომპანიები გაზზე ტარიფის გაზრდის და მიწოდების, განაწილებისა და მოხმარების კომპონენტების ხელახალ გადაანგარიშებას ითხოვენ. გუშინ “სემეკმა” გაზის ტრანსპორტირების ტარიფი ნახევარი […]

გაზის ტრანსპორტირების ტარიფი გაიზარდა

გაძვირდება თუ არა ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფი – ეს ხვალ გაირკვევა. „სოკარ ჯორჯია გაზის“, “ყაზტრანსგაზ თბილისისთვის“ და „საქორგგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფებს სემეკი დაადგენს. დღევანდელი გადაწყვეტილებით კი, 2017-2018 წლების ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ტარიფი გაიზარდა. სემეკს ახალი ტარიფი 2000 წლის შემდეგ არ დაუდგენია. “აჭარის ტელევიზია”