თხილი გაიაფდა

ქობულეთში თხილი გაიაფდა.  ფერმერები ამბობენ, რომ ფასი საშუალოდ 3,5  ლარი იყო,  უკვე ორი დღეა კი 2 ლარსა და 50 თეთრამდე დაეცა. ამასთან შემცირებულია თხილის მოსავლიანობაც. მიმღებ პუნქტებში ამბობენ,  რომ ფასის დაცემა მოსავლის ხარისხმა განაპირობა, რადგან როგორც აღნიშნეს, თხილის 90 პროცენტი გაფუჭებულია. ‘აჭარის ტელევიზია”

სამუშაოს მაძიებელთა რიგები საზღვარზე

აჭარის სოფლებიდან თურქეთის სოფლებში – ჩაის და თხილის საკრეფად. რა გავლენა უნდა მოეხდინა მთის კანონს და ამართლებს თუ არა მიზანი შედეგს? რას აკეთებს სახელმწიფო შრომითი მიგრაციის შესაჩერებლად? “აჭარის ტელევიზია”

თხილით ჩანაცვლებული ბოსტნეული

ჩაი იყო ერთ-ერთი კულტურა, რომელიც ქედაში ფერმერების უმეტესობამ თხილით ჩაანაცვლა. ადგილობრივების უმრავლესობამ 2 წლის წინ, ქედისთვის დამახასიათებელი ბოსტნეული კულტურების და ვაზის ნაცვლად თხილის პლანტაციები გააშენა, რამაც მათი თქმით, არ გაამართლა. არ აქვთ გამოცდილება, არ იციან რა საშუალებებით შეწამლონ დაზიანებული ნარგავები. ამას ემატება ბაზარზე თხილის ფასის ვარდნაც. “აჭარის ტელევიზია”

პრობლემები თხილის ბიზნესში

რამდენად სამართლიანად გაუტყდა სახელი ქართულ თხილს საერთაშორისო ბაზარზე? აჭარის ლაბორატორიაში წელს პირველად შევიდნენ მეწარმეები, რომლებიც თხილს აფლატოქსინზე, ანუ მავნე ნივთიერების მაღალ შემცველობაზე ამოწმებენ. მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტოქსინების გამო, შარშან ევროპის ბაზრიდან 10-ზე მეტჯერ ქართული თხილი უკან დაბრუნდა. ფერმერები კი ამბობენ, რომ თხილს არათუ საზღვრებს გარეთ, არამედ საქართველოშიც აღარ იბარებენ. აფლაქსინის მაღალ შემცველობას საგანგაშოდ […]