treni
0

კურორტ „გოდერძი“-ზე სერვისის გასაუმჯობესებლად ტრენინგები ჩატარდა

სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძი“-ზე სერვისის მიმწოდებელი ობიექტების პერსონალს ინტენსიური ტრენინგები ჩაუტარდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ტრენინგები კურორტზე სერვისის გაუმჯობესებისა და მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების გაცნობის მიზნით გამართა. თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგებისას ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილდა, როგორებიცაა სტუმართმასპინძლობის ზოგადი პრინციპები, ტურისტის უსაფრთხოება, მასტერკალასებისა და ექსკურსიების ორგანიზება, ტურისტული პროდუქტების და შეთავაზების დამუშავება. ტრენინგის მონაწილე საოჯახო-სასტუმრო სახლების, კვებისა […]
gidebis gadamzadeba
0

ტრენინგი გიდებისთვის გრძელდება

აჭარაში მოქმედი გიდებისთვის ტრენინგები ბათუმის ტურის მიმართულებით გრძელდება. ამჟამად, თეორიული ტრენინგი გიდებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ქართულ ფოლკლორში ჩაუტარდათ. ლექციაზე თინათინ გიორგაძემ ყურადღება კონკრეტულად აჭარულ ფოლკლორზე გაამახვილა, თუმცა ასევე ისაუბრა ზოგადად ქართული ფოლკლორის თავისებურებებზე. მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში 80 გიდი მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტებისა და ბათუმის ტურის მიმართულებით გადამზადდა. წყარო:”Department of Tourism and Resorts of […]
agroservisentri
0

ტრეინინგი მევენახე ფერმერებისთვის

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის გვარას ღვინის სახლში მევენახე ფერმერებისთვის გამართა ტრეინინგი თემაზე ღვინის დაყენების ტექნოლოგიები. ტრეინინგის მიზანია აჭარაში ღვინის წარმოების ხარისხის სრულყოფა თანამაედროვე ტექნოლოგიების დანერგვის გზით. ტრეინინგი ჩაატარა კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა დავით თამარაშვილმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე, სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივების, მცირე და საშუალო ღვინის მარნების წარმომადგენლები და […]
treningebi
0

ბათუმში ტრენინგების მომდევნო ეტაპი გაიხსნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, სასტუმრო „რედისონში“ საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს ეროვნული კომიტეტის მიერ ორგანიზებული ტრენინგების მეორე ეტაპის გახსნის ცერემონიას დაესწრო. ტრენინგების სერია სახელწოდებით – “Incoterms 2010 და კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგი” ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მხარდაჭერით იმართება და განკუთვნილია საერთაშორისო სავაჭრო […]
shemoqme
0

ქედაში “შემოქმედებითი საქართველო”-ს ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმრთა

,,შემოქმედებითი საქართველოს” ორგანიზაციის წევრებმა, ქედელ ხელოვანებთან და კულტურის სფეროში 40-მდე დასაქმებულებთან, საინფორმაციო შეხვედრა გამართა. საინფორმაციო ტური რეგიონის მასშტაბით ხორციელდება, რომლის მიზანია შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და მათი სარგებლის უკეთ გაცნობაზე, როგორც ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაში, ისე რეგიონების განვითარებაში. აუდიტორია გაეცნო ევროკავშირის პროგრამის დაფინანსების მიღების გზებსა და საშუალებებს.ასევე განიხილეს ადგილობრივი რესურსების და მეწარმეობის განვითარების მიმართულებით საინტერესო მაგალითები. შეხვედრა დიალოგის […]
qed trre
0

ქედაში,,მყარი ნარჩენების მართვა”-სთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

,,დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III “-ის პროექტის ფარგლებში ა(ა)იპ ,,ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა”- ის კოორდინატორმა გიორგი სერგენკომ თემაზე ,,საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სახიფათო ნარჩენების (კერძოდ, ქლორის ძველი რეზერვუარები და ვადაგასული ქიმიკატები) და მათი საშიში ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე” შესახებ შხვედრა გამართა. პროექტის მიზანია: სუფთა გარემოს შენარჩუნება, სამეურნეო საქმიანობის გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება, სკოლებსა და ორგანიზაცია-დაწესებულებებში […]
tre
0

ქედაში ,,შინ მოვლის” მოხალისეებისათვის სასწავლო ტრენინგი ჩატარდა

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დახმარების ეროვნულ ფონდის (NAF) -ის ორგანიზებით, დღეს ქედის მუნიციპალიტეტში ,,შინ მოვლის” პროგრამის ფარგლებში, მოხალისეებს საქართველოს ,,წითელი ჯვრის” ბათუმის ფილიალის მასტერ-ტრენერმა მარიამ წოწორიამ, პირველადი დახმარების თემაზე ტრენინგი ჩაუტარა. სწავლების მიზანი იყო, მოხალისეებმა შეისწავლონ პირველადი გადაუდებელი დახმარების ძირითადი ელემენტები და განსახორციელებელი ქმედებები კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მისვლამდე. როგორც ცნობილია, პროექტი ქედაში ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით, არბაითერ […]

ტრენინგი სოფლის მეურნეობის საკითხებზე

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოძაურაში სასოფლო სამეურნეო კულტურების მოვლა – მოყვანის შესახებ ფერმერებს პრაქტიკული სემინარი ჩაუტარდათ. სწავლება წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებთან მიმართებაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებს, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მომგებიანობის გაზრდას და კონკურენციის შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრას გულისხმობს. თეორიული და პრაქტიკული სწავლება ფერმერებს და აგრომეწარმეებს ოთხი თვის განმავლობაში ჩაუტარდებათ. “აჭარის ტელევიზია”

ტრენინგი საბინაო ამხანაგობის თავმჯდომარეებისთვის

საბინაო ამხანაგობებსა და თვითმმართველობებს შორის კომუნიკაციის პრობლემა-ამ საკითხზე ბათუმის მერიაში საბინაო ამხანაგობების ხელმძღვანელებს ტრენინგები უტარდებათ. სემინარის ფარგლებში ამხანაგობების თავმჯდომარეები პროქტების შედგენასა და მართვასაც ისწავლიან. ბათუმში 500 საბინაო ამხანაგობა ფუნქციონირებს. ‘აჭარის ტელევიზია”
FB_IMG_1501231480681
0

“ბინათმესაკუთრეთა” ტრენინგი

ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსი“ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის ტრენინგებს იწყებს. ტრენინგები 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება და გულისხმობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებისა და წევრების, ასევე, „ბათუმის კორპუსის“ თანამშრომლებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების გადამზადებას. ტრენინგის მიზანია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებისა და მათი წევრების საერთო საკუთრების განვითარების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, საერთო საკუთრების ეფექტური მართვა, კომუნიკაციის დამყარების ხელშეწყობა და მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა. ტრენინგები […]
FB_IMG_1501183057427
0

ტრენინგი ფერმერებისთვის

დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკვეთით „შავიზღვის ეკოაკადემიამ“ ხულოში მოღვაწე ფემერებს ტრენინგი ჩაუტარა, სადაც ექსენტრიონისტმა ბიძინა შავაძემ ფერმერებს გააცნო ისეთი თემები, როგორებიცაა მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურების მოვლა და მავნებლებთან ბრძოლის ხერხები, ასევე პესტიციდების გამოყენების პირობები. ტრენინგს ხულოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლიდან მოსული ფერმერები ესწრებოდენ. “ხულოს მუნიციპალიტეტი”

ტრენინგი გენდერული თანასწორობის საკითხებზე

ქალები ქალთა უფლებების გაძლიერებისთვის. გენდერული თანასწორობის საკითხებზე ბათუმში ტრენინგი მიმდინარეობს. მასში  პოლიტიკაში, ბიზნესში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და თვითმმართველობის ორგანოებში ჩართული ქალები მონაწილეობენ.   შეხვედრაზე მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას ესტონელი ექსპერტი უზიარებს. ტრენინგი პროექტ „ესტონურ-ქართული გამოცდილების გაერთიანება ქალთა და ბავშვთა უფლებების მხარდაჭერისთვის აჭარის რეგიონში“ ფარგლებში იმართება და მას ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ ახორციელებს. “ტვ 25”