აჭარის უმაღლესი საბჭო მოწვევიდან დღემდე გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს

აჭარის უმაღლესი საბჭო მოწვევიდან დღემდე გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, რეგიონის მინისტრთა კაბინეტის წევრები, მუნიციპალიტეტების და მესამე სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. ასევე რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოს ანგარიშს სტუდენტებიც მოისმენენ.უმაღლესი საბჭოს 7 თვიანი მუშაობის პრეზენტაციას რეგიონში მოქმედი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არ დაესწრებიან, ისინი რომლებსაც საკანონმდებლო ორგანოში წევრები არ ჰყვათ. აცხადებენ, რომ პრეზენტაციაზე არ მიუწვევიათ. […]