qeda dat
0

ქობულეთის სამ სოფელს მესამე დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება

ქობულეთის სამ სოფელს მესამე დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება. სტიქიის შედეგად ციხისძირისადა ბუკნარის წყლის სათავე ნაგებობები ქვიშით გაივსო, ხოლო ოჩხამურის სათავე ნაგებობას ტრანსფორმატორი დაუზიანდა. „ქობულეთის წყლის“ დირექტორის ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. რაც შეეხება შიდა სასოფლო გზებს, საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დარჩენილია 4 მონაკვეთი და გასაწმენდად  ტექნიკა მუშაობს. დამეწყრილი ოჯახების მდგომარეობას გეოლოგები სწავლობენ. ორი დღის განმავლობაში  მეწყერი 17 […]

ოპოზიცია შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

“ევროპული საქართველო“ შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში და სამუშაოების უხარისხოდ შესრულებაში ადანაშაულებს. მირზა თურმანიძის განცხადებით, სოფელ ნენიაში გაკეთებული  წყლის ჭაბურღილი და ავზი უფუნქციოა, მოსახლეობას კი ამ დრომდე წყალი არ მიეწოდება. შუახევის გამგეობაში აცხადებენ, რომ გვალვების გამო წყლის რაოდენობა შემცირდა და რეზერვუარის დანიშნულებისამებრ გამოყენება ვერ მოხერხდა.  “აჭარის ტელევიზია”
wyali
0

წყალი გრაფიკით ხულოში

დაბა ხულოსა და მიმდებარე სოფლებს – ოქრუაშვილებს, დუაძეებს, ძირკვაძეებს, განახლებასა და ქვედა ვაშლოვანს, სულ 1 800 აბონენტს, სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება. სასმელი წყლის მიწოდებაში პრობლემები აქ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. დღე-ღამის განმავლობაში წყალი მოსახლეობას დაბა ხულოსა და რიგ სოფლებში მხოლოდ 11 საათით მიეწოდება, დილის 8 საათიდან შუადღით 2 საათამდე და საღამოს 8 საათიდან ღამის პირველ საათამდე. […]
sof
0

ხულოში, სოფელ ოქრუაშვილების მოსახლეობას 20 დღეზე მეტია სასმელი წყლის პრობლემა აქვს

ხულოში, სოფელ ოქრუაშვილებში 15-მდე ოჯახს ოც დღეზე მეტია სასმელი წყლის პრობლემა აწუხებს. როგორც ადგილობრივები “აიპრესთან” ყვებიან, მოსახლეობას სასმელი წყალი დაახლოებით ოცი დღეა არ მიეწოდება, რის გამოც წყლის მოსატანად რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ. „ოც დღეზე მეტია სასმელი წყალი საერთოდ არ მოგვეწოდება, მოსახლეობა გაწამებულები ვართ, რამდენიმე კილომეტრიდან წყალს ხელით ვეზიდებით, ბავშვისთვის კი ვყიდულობთ, ასე გაგრძელება და ცხოვრება […]
batumiswyali
0

ბათუმის წყალი: ჩვენთან თანამშრომლებმაც კი არ იციან ერთმანეთის ხელფასები

„ბატონო მოსამართლევ, ეს ინფორმაცია რომ გაგვეცა, მერე „ენერგო-პრო ჯორიჯიას“ და „სოკარ ჯორჯიასაც“ იგივეს მოსთხოვენ… იძულებული ვიყავი, ასეთი პასუხი გამეცა“, – ასე მოსამართლე ლაშა თავართქილაძეს შპს „ბათუმის წყლის“ იურისტმა, შალვა ფხალაძემ მიმართა. სასამართლო დავის საგანი ინფორმაციის თავისუფლებას ეხება, კონკრეტულად კი საჯარო ინფორმაციის გაუცემლობას. „ბათუმის წყალმა“ ინფორმაცია საშტატო ნუსხის, ასევე თანამდებობრივი სარგოების და აუდიტის დასკვნების შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ […]

წყლის პრობლემა ქობულეთის სოფლებში

ქობულეთის სოფლებში წყლის დეფიციტია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სასმელი წყალი მათ ხშირად რამდენიმე დღის განმავლობაში არ მიეწოდებათ, “ააიპ ქობულეთის სოფლის წყლის“ დირექტორი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის 48 სოფელს წყალი გრაფიკით მიეწოდება, რის მიზეზიც გვალვების შედეგად მდინარეებზე წყლის დონის დაწევაა. თუმცა ჯემალ გოლიაძე წყლის მიწოდების რამდენიმე დღიან წყვეტას გამორიცხავს. მისი თქმით წყალსადენიდან მიწოდებული წყალი მხოლოდ სასმელად არის განკუთვნილი და ადგილობრივებმა […]

ვაშლოვანში უწყლობას უჩივიან

სასმელი და მინერალური წყლებით გამორჩეული ქვეყანა, რომლის სოფლებშიც მოსახლეობას წყალი გრაფიკით, ან საერთოდ არ მიეწოდება. ერთ-ერთი ასეთი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი ვაშლოვანია. მოსახლეობას ბოლო სამი დღეა იმ წყლის მიწოდებაც შეუწყდა, რომელიც სასმელად უვარგისი იყო. სასმელ წყალს კი ადგილობრივები უკვე 2 წელია ფეხით ეზიდებიან. ამბობენ, რომ წყალი ჰესისთვის გვირაბის მშენებლობის შემდეგ დაშრა, რასაც კომპანიაში უარყოფენ. მიუხედავად უარყოფისა, სოციალური პასუხისმგებლობის სახელით […]

სემეკის ახალი დადგენილება

სემეკის ახალი დადგენილებით ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის დავალიანების გადაუხდელობის გამო, კომპანიები მომხმარებელს საღამოს, შაბათ-კვირას, სადღესასწაულო დღეებში დენს, გაზსა და წყალს ვეღარ გაუთიშავენ. ასევე განისაზღვრა დავალიანების გადაუხდელობის გამო შესაბამისი მომარაგების აღდგენის წესიც. დავალიანების გადახდა ქვითრის წარდგენიდან არაუმეტეს 5 საათში უნდა მოხდეს. ახალი დადგენილება 2 დღის წინ ამოქმედდა. ‘აჭარის ტელევიზია’
wyal
0

”სამკურნალო წყლის ბიზნესი” აჭარის მაღალმთიანეთში

იხდიან თუ არა მოქალაქეები ფულს, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულში არსებულ სამკურნალო წყლებში?აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას ერთ-ერთმა მოქალაქემ მიაწოდა. ის ირწმუნება, რომ სოფლის მკვიდრები წყლის სანაცვლოდ თანხას ითხოვენ. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი ამბობს, რომ გარკვეული პირები სავარაუდოდ „თვითნებობენ“. „ვიღაც ამ ყველაფრით ბოროტად სარგებლობს, მსგავს ფაქტებს ვგმობ. უხერხულია ადამიანმა ამხელა გზა გამოიაროს, წყლის წასაღებად […]
xucubani
0

საკრებულოს წევრის თქმით, ხუცუბანში მოსახლეობას ტალახიანი წყალი მიეწოდება

ქობულეთის საკრებულოს წევრის, ლელა ვერულიძის განცხადებით, სოფელ ხუცუბანში მოსახლეობას ტალახიანი წყალი მიეწოდება. საკრებულოს წევრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წყლის სისტემებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა და გამგეობამ 2016 წელს ჩაიბარა, მოსახლეობას წყალი ან არ მიეწოდება, ან წყალი სასმელად უვარგისია. „სასმელი წყლის რეაბილიტაცია გაკეთდა, ორი მილიონი ლარი დაიხარჯა ამისთვის, თუმცა, მოსახლეობას წვიმის დროს წყალი არ მიეწოდება, ან თუ მიეწოდება […]
74
0

ჩაქვში წყლის სამარაგო რეზერვუარი გაიხსნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქალაქის მერთან გიორგი ერმაკოვთან, ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან ლაშა სირაბიძესთან, შპს „ბათუმის წყლის“ დირექტორთან თენგიზ ქოქოლაძესთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, ჩაქვში, 2500კბ.მ წყლის სამარაგო რეზერვუარი გახსნა. ჩაქვში დასრულდა 2500კბ.მ წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობის პროცესი, რომელიც ზღვის დონიდან 52 მეტრზე მდებარეობს. მისი მშენებლობა ქ. ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის III […]
7441
0

გამგებელმა წყლის სისტემის მოწესრიგების სამუსაოები დაათვალიერა

ხულოს მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება გრძელდება. აქტიურ ფაზაშია მთა საჯოგიადან ნეგოიანში სასმელი წყლის მიყვანის სამუშაოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მილების შედუღებისა და ჩამარხვის სამუშაოები. სამუშაოების მიმდინარეობას ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე ესწრებოდნენ. აღნიშნული სამუშაოები წარმოადგენს პროექტ “ბაბანური-ხულოს წყალსადენის” გაგრძელებას და სასმელი წყლით დაბა ხულოსა და მის მიმდებარე სოფლების ნაწილს მოამარაგებს. […]
wyali
0

შეზღუდვა წყალმომარაგებაში

უხვი ნალექის გამო, შეზღუდვებია წყალმომარაგებაში. ბათუმის წყლის ინფორმაციით, მდინარეები ჩაქვისწყალი, ლეჩა და ყოროლისწყალი აიმღვრა, რის გამოც სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდა დაბა ჩაქვის, მახინჯაურის, განთიადის, თამარის, გოროდოკის და ბარცხანის ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს. წყალმომარაგება დღეს, 21:00 საათზე აღდგება. “აჭარის ტელევიზია”
wyali
0

შუახევში სოფელ ტომაშელი 25 ოჯახს წლებია წყლის პრობლემა აწუხებთ

შუახევში სოფელ ტომაშელი 25 ოჯახს წლებია წყლის პრობლემა აწუხებთ. მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით მოსახლეობას წყლის პრობლემა მოუგვარდება. სოფლისთვის წყალი ,,დათვი ღელედან“ 2კმ 200მ მანძილიდან 25 ოჯახისთვის გამოყავთ. პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 32.000 ლარი გამოიყო. მიმდინარე სამუშაოებს გამგებელმა ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო. მიმდინარე წელს ექსპლუატაციაში შევიდა ახალდაბა-ხაბელაშვილების წყალსადენი -12 კმ,( 700 00 ლარი), გორხანაულის წყალსადენი- 2 […]

წყლის პრობლემა

სოფელ დეკანაშვილების მცხოვრებლები წყლის პრობლემაზე საუბრობენ. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ წყალი მას შემდეგ დაშრა, რაც ჰესის მშენებლობისთვის, სოფელში გვირაბის გაყვანა დაიწყეს. 5 ოჯახი კომპანიისგან და გამგეობისგან ალტერნატიული წყლის სისტემის გაყვანას ითხოვს. ჰესების მშენებარე კომპანიაში განმარტავენ, რომ წყლის მონიტორინგს მუდმივად აწარმოებენ და აღნიშნულ პრობლემასაც შეისწავლიან. ხულოს წყალკანალის ინფორმაციით, ჰესის მშენებლობის შედეგად წყალი ხულოს სამი სოფლის 50-მდე აბონენტს […]

წყლის ახალი ავზები და მრიცხველები ქედაში

წყლის მრიცხველები დაბა ქედასა და მახუნცეთში. საკრებულომ უნდა დაადგინოს ტარიფი, მოსახლეობა კი გამრიცხველიანებას ეწინააღმდეგება. შიშობენ, რომ შესაძლოა საფასური ვერ გადაიხადონ. თვითმმართველობაში კი ამბობენ, რომ აბონენტები რესურსის ეკონომიურად ხარჯვაზე იზრუნებენ. ბოლო რამდენიმე წელია მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის წყლის ავზების მშენებლობა მიმდინარეობს. მოძველებულია წყლის მილებიც. როგორ მიმდინარეობს სოფლებში წყლის მიწოდების პრობლემის მოგვარება, რომელიც ადგილობრივებს განსაკუთრებით ზაფხულობით აწუხებთ? “აჭარსი […]
abano
0

შუახევში აღმოჩენილ წყალს, რომელიც შესაძლოა დიაბეტს კურნავდეს, ლაბორატორიულად შეამოწმებენ

შუახევში სოფელ ბუთურაულში აღმოჩენილი სამკურნალო წყლის სინჯებს უახლოეს დღეებში გადააგზავნიან შესასწავლად. მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურის უფროსმა როგორც „აიპრესს“ განუცხადა უახლოეს დღეებში მოხდება სინჯების აღება და შესაბამის სპეციალისტებთან გადაგზავნა, რათა კვალიფიციურმა სპეციალისტებმა დადონ ამის შესახებ დასკვნა თუ რას უხდება და რა მნიშვნელობა აქვს მას. სოფელ ბუთურაულში, ნატბევის ტყეში ადგილობრივებმა რამდენიმე თვის წინ წყარო აღმოაჩინეს, რომელიც […]
zgva
0

სუფთაა თუ არა ზღვის წყალი აჭარის აკვატორიაში?

სუფთაა თუ არა ზღვის წყალი აჭარის აკვატორიაში? ეს ცნობილი ორშაბათს გახდება. დღეს სპეციალისტებმა სარფიდან ჩოლოქამდე პერიმეტრზე 64 სინჯი აიღეს. ზღვის წყლის მიკრობიოლოგიურ მაჩვენებელზე კვლევა 6-7 კომპონენტს მოიცავს. რაც შეეხება ამ დროისთვის არსებულ მდგომარეობას, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის კვლევით ცენტრში აცხადებენ, 28 ივნისს ჩატარებული კვლევის თანახმად, აჭარის აკვატორიაში ზღვის წყლის ხარისხი დამაკმაყოფილებელია. მათი ინფორმაციით წყალი […]

წყლის დეფიციტი გონიოში

ბათუმში ტურისტებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ ტერიტორიაზე მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება. გონიოს მკვიდრები იმ პრობლემებზე საუბრობენ რასაც წყლის დეფიციტი უქმნით. კმაყოფილები არც ტურისტები არიან. “ტვ 25”
shuaxevi1
0

შუახევის მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს

შუახევში სოფელ ფურტიოს მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს. ადგილობრივები თქმით ზაფხულში, ტემპერატურის მატებასთან ერთად წყლის რაოდენობა მცირდება. მსგავსი პრობლემები აქვთ სოფლების – ბუთურაულისა და ნენიის მოსახლეობასაც. ისინი ამბობენ, რომ სასმელი წყლის პრობლემა სოფელში 20 წელია არსებობს. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ წყალსადენის მშენებლობა, მეორე წელია მიმდინარეობს. სამუშაოებისთვის 5 მილიონი ლარი იხარჯება. პროექტი რამდენიმე თვეში დასრულდება […]

მოსახლეობის მოთხოვნა

სოფელ შარაბიძეების მოსახლეობა კი სასმელი წყლის პრობლემის მოგარებას ითხოვს. მათი თქმით კორპუსში მრიცხველები ერთი წლის წინ დამონტაჟდა, თუმცა წყალი მაინც გრაფიკით მიეწოდებათ. გარდა ამისა, ისინი მრავლბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაციასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობასაც ითხოვენ. ბათუმის წყალში განმარტავენ, რომ პრობლემა შარაბიძეებში მას შემდეგ მოგვარდება რაც წყლის სისტემა ცენტრალურ მაგისტრალზე დაერთდება. მერიის კეთილმოწყობის სამსახურში  კი განაცხადეს, რომ ისინი მოსახლეობას შეხვდებიან, ტერიტორიას დაათვალიერებენ და  მათ […]