თამარ მეფარიშვილი აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სტაჟირებას გადის

გრიგოლ რობაქიძის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი – თამარ მეფარიშვილი, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სტაჟირებას გადის.

თამარ მეფარიშვილი სტაჟირების პერიოდში გაეცნობა დაწესებულების საქმიანობას და შეიძენს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. ის სამინისტროში სამ თვეს დაჰყოფს.

სტუდენტი სტაჟირებას სახელმწიფო სტაჟირების პროგრამის ფარგლებში გადის. თამარ მამეიშვილს სამინისტროში სტაჟირების დაწყება მინისტრმა ზაალ მიქელაძემ მიულოცა და უწყებაში ყოფნის პერიოდის მაქსიმალურად გამოყენება ურჩია.

წყარო:”აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო”

სხვა ვიდეოები