თამარ მეფის ქუჩაზე ფეხით მოსიარულეთა ხიდი აშენდება

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, თამარ მეფის ქუჩაზე, ფეხით მოსიარულეთა ხიდი აშენდება. შესაბამისი პროექტი მერიას შესყიდული აქვს და მშენებლობაზეც ტენდერი გამოცხადებულია. ლითონის კონსტრუქციის ხიდის მშენებლობა 2017 წლის 25 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

ხიდის მშენებლობისთვის ბათუმის ბიუჯეტში 186 100 ლარია გათვალისწინებული. ესაა საწყისი თანხა ტენდერში, რომელიც 4 სექტემბერს დასრულდება. ქალაქის ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილება ბათუმის საკრებულომ ერთი კვირის წინ დაამტკიცა.

შესრულებული სამუშაოების საგარანტიო [დეფექტებზე პასუხისმგებლობის] პერიოდი შეადგენს 24 თვეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან;

საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია ბათუმის მერიის მიერ დადგენილ ვადაში მოახდინოს გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვა, ისე რომ შესრულებული სამუშაოები სრულ შესაბამისობაში იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან.

“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები