თამაზ ბაკურიძე ხელისუფლებას მიმართავს

უპირველეს ყოვლისა ყველას დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ დღეებში ჩვენი ოჯახის თანადგომისა და მომხდარის გაზიარების გამო… ოჯახის მოთხოვნა რომ გადამოწმებულიყო სანაპიროზე არსებული სათვალთვალო კამერები გუშინ დაკმახოფილდა ,თუმცა თვითმიხლველების ნაამბობი რომ თითქოს მათ კობა ნახეს ხმელეთზე შერატონის მიმდებარედ არ დადასტურდა. სათვალთვალო კამერებიდან მასალების ამოღების პროცესში თვითმხილველებმა გამოძიებაში მიცემული ჩვენება შეცვალეს და აღნიშნეს რომ კობა არა 3 რიცხვში არამედ 2 ივლისს საღამოს დაინახეს სანაპიროზე ,გასაკვირია ის არის რომ კობა 2 ივლის მაგ დროს საერთოდ არ ყოფილა ზღვაზე და ბუნებრივია ვერც სანაპიროზე დაინახავდენ…თუ დავეყრდნობით მაშველების და ერთი თვითმხილველის ჩვენებას რომლებაც კობა ბოლოს დაინახეს როგორ შევიდა ზღვაში მაშინ უნდა გავაძლიეროდ სამძებრო სამაშველო ოპერაცია ზვაზე და სანაპიროზე …რაც დრო გადის ნაკლები იმედი რჩება ამიტომ მივმართავ ხელისუფლებას დამატებიტი ძალები ჩართონ სამძებრო ოპერაციაში .

სხვა ვიდეოები