თამაზ ბაკურიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, ძმის კობა ბაკურიძის საკითხთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამართველოს წარმომადგენლებს მიმართავს.

ის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული კადრების ამოღებას ითხოვს. „რატომ არ მიყევით ბოლომდე კვალს სად, როგორ და რა დროს მოძრაობდა კობა ბაკურიძე სანაპიროზე? 3 ივლისის შემდეგ რა პროცედურებს ელოდებით რომ ფირები ამოიღოთ? დღის ბოლომდე თუ ოჯახს ეს ჩანაწერები არ ექნება, მაშინ შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისრებათ. თამაზ ბაკურიძე სტატუსი სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ დაწერა.

კობა ბაკურიძეს მაშველები მეექვსე დღეა უშედეგოდ ეძებენ. ის ბოლოს ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.

სხვა ვიდეოები