ტარიელ ებრალიძე: – “საგანგაშო არაფერია და არც მოსახლეობას ემუქრება საფრთხე”

შუახევში, სოფელ ტაკიძეებში ხანძარია. როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე “აიპრესთან” აცხადებს, ცეცხლი ტრანსფორმატორს გაუჩნდა.

მისი თქმით, სახანძრო-სამაშველო სამსახური უკვე გამოძახებულია.

ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, საგანგაშო არაფერია და არც მოსახლეობას ემუქრება საფრთხე.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები