თაყაიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია

ე.წ. ჭაობის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ასფალტის საფარის დაგება დაიწყო თაყაიშვილის ქუჩაზე. უკვე დამონტაჟდა სანიაღვრე არხები და ბორდიურები. ასფალტის საფარის დაგების დასრულების შემდეგ დაიწყება ორშრიანი დეკორატიული ფილების მოწყობა. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 150 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოები დღეს კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. პარალელურად სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება სელიმ ხიმშიაშვილის, ჰაიდარ აბაშიძისა და გრიბოედოვის ქუჩებზე.

სხვა ვიდეოები