თაყაიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

თაყაიშვილის ქუჩაზე კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გზის საფარი მოწყობილია გასული საუკუნის 80-იან წლებში. პროექტით გათვალისწინებულია სანიაღვრე არხების, ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობა. სამუშაოების ფარგლებში დაიგება დეკორატიული ფილები. ქუჩების გადაკვეთის ადგილებში ასფალტობეტონის ზედაპირზე თეთრი და ყვითელი ფერის საღებავებით დაიხაზება ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელის აღმნიშვნელი მონიშვნები და განთავსდება შესაბამისი საგზაო ნიშნები. პროექტი ითვალისწინებს, გზაჯვარედინის ოთხივე კუთხეში საკომუნიკაციო ჭებისა და გზაჯვარედინის ბოლოებში სანაგვე ურნების განსათავსებელი ადგილების მოწყობას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გრუნტის მოჭრისა და ასფალტის საფარის დაგების მოსამზადებელი სამუშაოები. სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისის თვეში დაიწყო და 2018 წლის მარტში დასრულდება. თაყაიშვილის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 150 ათას 955 ლარი გამოიყო.
“ბათუმის მერია”

სხვა ვიდეოები