თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს

მანამდე კი მის საცხოვრებელ სახლში დაკრძალვის წინა რიტუალი ჩატარდა.

დუისის სასაფლაოზე გარდაცვლილის ნათესავები, ოჯახის წევრები, ხეობის მაცხოვრებლები და უხუცესთა საბჭოს წევრები არიან შეკრებილნი.

შეგახსნებთ, თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავში დაიჭრა. თემირლან მაჩალიკაშვილი თელავის კლინიკიდან თბილისში გადმოიყვანეს და მკურნალობას წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში აგრძელებდა, თუმცა 2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.

ოჯახი მის გადაყვანას და მკურნალობის გაგრძელებას საზღვარგარეთ მოითხოვდა.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები