თხილვანაში მუდმივად მცხოვრებ 27 ოჯახს 25- 25 ათას ლარიანი კომპენსაციები რამდენიმე დღის წინ დაერიცხათ.

თხილვანაში მუდმივად მცხოვრებ 27 ოჯახს 25- 25 ათას ლარიანი კომპენსაციები რამდენიმე დღის წინ დაერიცხათ.  დარჩენილი 40-მდე ოჯახი კი თანხას დაჩქარებული წესით მიიღებს. მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს თხილვანელების ტრანსპორტირების ხარჯებს.

სოფელ თხილვანაში მეწყრული პროცესები იანვარში გააქტიურდა, რამაც საფრთხე 62 ოჯახს შეუქმნა. დაზარალებულ 60 ოჯახის დასახმარებლად აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, მილიონ ნახევარი ლარი გამოიყო, ხოლო ორი ოჯახი ხულოში, ვაშლოვანში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საცხოვრებელში გააგრძელებენ ცხოვრებას.

 “აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები