თხილვანის მცხოვრებლების განცხადება

თხილვანაში მცხოვრები 28 ოჯახი, რომელიც მეწყრულ ზონაში ცხოვრობს, განსახლებას ითხოვს და ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. მოსახლეობამ დღეს ბრიფინგი უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძესთან ერთად გამართა. მათი ინფორმაციით, 25 ათას ლარიანი კომპენსაცია 62 ოჯახს უკვე ჩაერიცხა, თუმცა მათთვის უცნობია როდის დაიწყება განსახლების პროცესი.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში კომისია შეიკრიბება და ეკომიგრატთა ბაზიდან მიღებულ სიებზე იმსჯელებენ. მოგვიანებით დაზუსტებული სია ხულოს გამგეობას გადაეგზავნება და იმ ოჯახების მდგომარეობას შეისწავლიან, რომლებსაც ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია და პროგრამაში მონაწილეობისთვის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები