თორნიკე სოლომონიძე რესპუბლიკური ტურნირის ვერცხლის პრიზიორი გახდა

ქ. ქუთაისში ჩატარდა გურამ მელიქიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი რესპუბლიკური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის და რეგიონის 90 სპორტსმენთან ერთად, ქართული ჭიდაობის აჭარის ჭაბუკთა ნაკრები გუნდიც (მთავარი მწვრთნელი მიხეილ კოჩალიძე) მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ რეგიონის სპორტსმენებმა აღნიშნულ ტურნირში საკმაოდ აქტიურად იასპარეზეს, თუმცა, მათგან მხოლოდ ერთმა, ხულოელმა თორნიკე სოლომონიძემ (პირადი მწვრთნელი მიხეილ კოჩალიძე) 38 კილოგრამ წონით კატეგორიაში, სადაც ქვეყნის 16 უძლიერესი სპორტსმენი გამოდიოდა, ვერცხლის სინჯის მედალი და შესაბამისად, მეორე ადგილი მოიპოვა.

წყარო:”აჭარის ა.რ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი

სხვა ვიდეოები