თოვლის საფარმა ნახევრ მეტრს გადააჭარბა – ხულოში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა

ხულოში  თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში ამ დროისთვის ნახევარ მეტრს აღწევს.

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ.
შუქი არ მიეწოდება თხილვანის თემში შემავალ ოთხ სოფელს, როგორც “ენერგო პრო ჯორჯია”-ს წარმომადგენლები აცხადებენ, აღდგენითი სამუშაები მიმდინარეობს და პრობლემა დღის ბოლომდე მოგვარდება.
რაც შეეხება გზებს, როგორც ხულოს მერიაში აცხადებენ, ადმინის ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები გაწმენდილია , ხოლო მაღალი ზონის სოფლებში გადაადგილება მაღალი გამავლობის ტრანსპორტითაა შესაძლებელი. სოფლებში გზების გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

სხვა ვიდეოები