ტროტუარი სადაც მოქალაქის ადგილი არ არის

ბონში, ავტოსადგურის მოპირდაპირე მხარეს, მაიაკოვსკის ქუჩაზე, დაახლოებით 200 მეტრიან მონაკვეთზე ტროტუარი პრაქტიკულად გაუქმებულია.  საფეხმავლო გზა საბჭოთა პერიოდის შემდეგ არ მოპირკეთებულა.

ტერიტორია ამორტიზირებულ სატვირთო მანქანებს აქვთ ათვისებული. სავარაუდოდ  გარემოვაჭრეები ძველ ავტომობილებს საწობად იყენებენ.

ტერიტორიასთან ახლოს,  გარემოვაჭრეები შეშას, ბოთლებს და სასუქს ყიდიან. მოქალაქე ტროტუარზე ვერ გაივლის, მას გადაადგილება საავტომობილო გზაზე უწევს. ქუჩის მეორე ნაწილში სამარშუტო ტაქსების სადგომია. გზის გადაკვეთა კი  სიცოცხლისთვის სახიფათოა.ეს ერთ-ერთი აქტიური ქუჩაა, სადაც მთელი დღის განმავლობაში ინტენსიური მოძრაობაა. გზა აგრარულ ბაზართან მიდის.  საფეხმავლო გზა მოუწესრიგებელია. არ არის დაგებული ფილები.ტერიტორიაზე დაყრილია ნაგავი და არის ანტისანიტარია

საქართველოში ახალი რეგულაციის ამოქმედება იგეგმება. საკანონმდებლო ორგანოში მიიჩნევენ, რომ  „საქართველოს ტერიტორიებზე გახშირებულია წყობიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების გზებზე მიტოვება. საქართველოს საკანონმდებლო სივრცე ამ პრობლემის მოგვარებისთვის შესაბამისს რეგულაციას არ ითვალისწინებს. მიზანშეწონილია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითმა ორგანოებმა შესაბამისი წესი შეიმუშაონ, რომელიც დაადგენს, რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სატრანსპორტო საშუალება მიტოვებულად’’.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები