ტურისტების გაზრდილი რაოდენობა

ქობულეთში ტურისტების რაოდენობა 5 პროცენტით  გაზრდილია. ტურისტული საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით ბოლო 7 თვის მონაცემებით აჭარის ყველა საინფორმაციო ცენტრში ვიზიტორთა რაოდენობის 12 პროცენტიანი  ხოლო ივლისის თვეში 15 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.

წელს ქობულეთში  გარდა სომხეთის , უკრაინისა და რუსეთისა ტურისტები ევროპის ქვეყნებიდანაც ჩამოდიან რომლებიც ძირითადად ქობულეთის დაცული ტერიტორიებით ,პეტრას ციხითა და  მხარეთმცოდნეობის მუზეუმით ინტერესდებიან სადაც წელს  ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლებთან შედარებით  მომატებულია.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები