ტურნირი კალათბურთში

დაბა ხულოს საჯარო სკოლის სასპორტო დარბაზში გაიმართა მურმან თავართქილაძისა და გიორგი ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი კალათბურთში. ტურნირში მონაწილეობდა 6 გუნდი. პირველ ადგილზე გუნდი „იმედი“ გავიდა, მეორე ადგილი გამგეობის ახალგაზრდულ გუნდს ხვდა წილად, ხოლო მესამე – გუნდმა „მირაჟმა“ დაიკავა. ტურნირს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ბოლქვაძე, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. გამარჯვებულებს მედლები, სიგელები, თასები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

წყარო: “ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა”

სხვა ვიდეოები