თურქეთის გენერალური კონსული აჭარის უმაღლეს საბჭოში

თურქეთის რესპუბლიკის კონსულმა დიპლომატიური მოღვაწეობა აჭარაში დაასრულა და გამოსამშვიდობებელი ვიზიტით დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ეწვია. იასინ თემიზქანს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, დეპუტატებმა ნუგზარ სურმანიძემ და ირაკლი ჭეიშვილმა უმასპინძლეს. შეხვედრაზე თურქმა დიპლომატმა მადლობა გადაუხადა უმაღლესი საბჭოს წევრებს, მისი აჭარაში მოღვაწეობის პერიოდში, ხელისუფლების მხრიდან გაწეული მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ ხაზი გაუსვა თურქეთის საკონსულოს როლს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების საკითხებში და იმედი გამოთქვა, რომ მეზობელ სახელმწიფოებს შორის კეთილმეზობლური დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება.

წყარო:”აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო”

სხვა ვიდეოები