თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ქ. ბათუმში დიპლომატიურ საქმიანობა ასრულებს

თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ქ. ბათუმში დიპლომატიურ საქმიანობა ასრულებს. ვადის ამოწურვამდე იასინ თემისქანმა, მეუღლესთან ერთად, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ – ზაალ მიქელაძესთან გამართა.

იასინ თემისქანი აჭარაში კონსულად 2014 წელს დაინიშნა. ის დიპლომატიურ საქმიანობას კვიპროსის რესპუბლიკაში გაარძელებს.

გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე მინისტრმა და კონსულმა 3 წლიანი თანამშრომლობა შეჯამეს და ერთობლივად განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს.

თურქეთის რესპუბლიკის მხარდაჭერით, აჭარაში ჯანდაცვის მიმართულებით, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ინვენტარით აღიჭურვა შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თანმედროვე სამედიცინო/საოფისე ინვენტარით აღიჭურვა ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის „ა“ კორპუსი.

მინისტრმა კონსულს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

წყარო:”აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო”

სხვა ვიდეოები