თურქეთში 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ულადან 19 კილომეტრში მდებარეობდა.

შესაძლო მსხვერპლთა და განადგურების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ამა წლის 16 ნოემბერს, აზერბაიჯანში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი დასავლეთით მდებარე ქალაქ ბარდადან 10 კილომეტრში, 25 კმ სიღრმეზე იყო. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები