თურქეთში ავტოავარიის დროს დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

თურქეთში ორი დღის წინ ავტოავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ის რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ამ ეტაპზე თურქეთში ავარიისას დაშავებული 5 პაციენტი რჩება. ოთხი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სტაბილურია მძღოლის მდგომარეობაც, თუმცა როდის დაბრუნდება ის საქართველოში ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ეს უკვე გამოძიების მიმდინარეობაზეა დამოკიდებული.

თურქეთში, გირესუნის გუბერნიაში ავარია ორი დღის წინ მოხდა, შემთხვევის შედეგად 38 ადამიანი დაშავდა, მათი უმეტესობა საქართველოში უკვე დაბრუნდა. ანსამბლ “ერისიონის” საბავშვო სტუდია “ლამპრების” წევრები თბილისიდან ბულგარეთში ფესტივალზე მიემგზავრებოდნენ.
“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები