თურქეთში ავტოავარიის შედეგად დაშავებული დედა-შვილი საქართველოში არიან

თურქეთში ავტოავარიის შედეგად დაშავებული დედა-შვილი უკვე საქართველოში არიან. მათ სარფში ჯანდაცვის მინისტრი დახვდა. ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, დედა-შვილის მდგომარეობა სტაბილურია თუმცა შემდგომი კვლევებისთვის მათ ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანენ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე თურქეთში 5 პაციენტი რჩება, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. ახალგაზრდა მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
“აჭარის ტელევიზია

სხვა ვიდეოები