თურქეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულ ერთ-ერთ მშობელს ქვედა კიდურის ამპუტაცია ჩაუტარდა

თურქეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულ ერთ-ერთ მშობელს ქვედა კიდურის ამპუტაცია ჩაუტარდა. ანსამბლის ხელმძღვანელს კი თავისა და გულ-მკერდის არეში ტრამვები აღენიშნება. ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკაში ასევე რჩება მძღოლი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს შედარებით მძიმეა.

რაც შეეხება ანსამბლ ,,ერისიონის” საბავშვო სტუდია ,,ლამპრების” მოცეკვავე ბავშვებსა და სხვა დანარჩენ პირებს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ისინი სამშობლოში დღესვე დაბრუნდებიან. ისინი თავდაპირველად თურქეთის 5 სხვადასხვა კლინიკაში გადაანაწილეს, მოგვიანებით კი ისინი საკონსულოში მიიყვანეს, საიდანაც ისინი საქართველოში გამოემგზავრებიან. ანსამბლის წევრები მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ მდგომარეობას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და რეგიონის ჯანდაცვის მინისტრი.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები