თურქმა მებაჟეებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ჩემოდნით მოზარდი გადმოჰყავდა

ქალაქ ხოფაში, სარფის საბაჟოზე თურქმა მებაჟეებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ჩემოდნით 14 წლის ბიჭი გადმოჰყავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა takvim.com-ი ავრცელებს.

მებაჟებმა მამაკაცს ჩემოდნის გახსნა მოსთხოვეს, რაზეც უარი განაცხადა და წინააღმდეგობა გაუწია. ორმა ოფიცერმა ჩემოდანი გახსნა, სადა 14 წლის ბიჭი აღმოჩნდა.

მებაჟეების ინფორმაციით დადგენილია, რომ ბავშვის მშობლები FETO firarisi-ები არიან (თურქები თვლიან, რომ ეს არის გიულენთან დაკავშირებული ტერორისტულ ორგანიზაცია ავტ.) და მოზარდი სწორედ მშობლების სანახავად მიდის.   მათი აზრით მოზარდის მშობლები საქართველოში იმყოფება, – წერს თურქული გამოცემა.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები