უამინდობა ქედაში – მდინარემ საცხოვრებელთან დამაკავშირებელი ხიდი წაიღო

დღეს, ქედაში უამინდობამ არაერთი პრობლემა გამოიწვია.

19:00 საათისთვის, კოკისპირულად წვიმდა, რამაც სოფელ ჭინკაძეებში, მდინარე ბზანას ადიდება გამოიწვია. ადიდებულმა მდინარემ ტარიელ ჯინჭარაძის საცხოვრებელთან დამაკავშირებელი საცალფეხო ხიდი წაიღო, დაზიანდა ასევე საავტომობილო ხიდის კიდე და გზის მონაკვეთი ორ ლოკაციაზე, თუმცა მოძრობა ამ ეტაპზე შეზღუდული არ არის.

ქედის მერიის ინფორმაციით, დაზიანდა 1 ელექტრო ბოძი, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდათ რამდენიმე საათის განმავლობაში დოლოგნისა და მახუნცეთის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებს. ამ ეტაპზე ენერგო-პრო ჯორჯიას მობილური ჯგუფის მიერ აღმოფხვრილია დაზინებები, სიტუაცია მართვადია.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ მერის პირველი მოადგილე როლანდ ბერიძე, მერის რწმუნებული მალხაზ საფარიძე, აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რაულ ბერიძე და წარმომადგენელი ქედაში თემურ დევაძე.

სხვა ვიდეოები