უამინდობასთან დაკავშირებით ბათუმის მერია განცხადებას ავრცელებს

მოსალოდნელი ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით, შპს ,,ბათუმის წყლის“ მობილური ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდით სამუშაოებს. ამ ეტაპზე, ყველა არხი გახსნილი, გაწმენდილი და გამტარუნარიანია.
საჭიროების შემთხვევაში, 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს ბათუმის წყლის ცხელი ხაზი და დაფიქსირებულ ზარებზე განხორციელდება სწრაფი რეაგირება.
ცხელი ხაზის ნომერია: 24 22 22.

წყარო: “ბათუმის მერია”

სხვა ვიდეოები