უამინდობის გამო ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოში ტრანსპორტი ვერ გადაადგილდება

ხულოში, სოფელ ჩაოსთან დამაკავშირებელ გზაზე მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა, რის გამოც მოსახლეობა სოფელში ტრანსპორტით ვეღარ გადაადგილდება.

როგორც მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა ბოლქვაძემ ”აიპრესთან” განაცხადა, ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები. მოხდა ტერიტორიის შესწავლა და არსებული გზის აღდგენამდე, პრობლემების თავიდან არიდების მიზნით, მოსახლეობა შემოვლითი გზით ისარგებლებს.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები