უამინდობის გამო, ხულოში 2 000 აბონენეტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ხულოში  ინტენსიურად თოვს.  უამინდობამ  პრობლემები შეუქმნა  მოსახლეობას. ამდროისთვის  2000 აბონენტს ელექტრო  ენერგია არ მიეწოდება, ასევე პრობლემებია გზებზეც.

როგორც ხულოს მერიაში აცხადებენ,  მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები დაბასა და სოფელთან მისასვლელ ცენტრალურ გზებამდე. მათივე თქმით,  გაწმენდით სამუშაოებს ხელს ინტენსიური თოვა უშლის.

თოვლი ამდროისთვის დაბაში ნახევარ მეტრს აღწევს, ხოლო მაღალი ზონის სოფლებში ერთ მეტრს გადააჭარბა.

სხვა ვიდეოები