უამინდობის გამო ხულში 700-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ამ დრომდე ინტენსიურად თოვს ხულოს მუნიციალიტეტში. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 30-35 სმ აღწევს, ხოლო კურორტ გოდერძსა და გოდერძის უღელტეხილზე ერთ მეტრამდეა.

გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა ყველა ტიპის ტრანსპორტისათვის აკრძალულია. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში ”აიპრესს” განუცხადეს, ელექტრო გადამცემი ხაზების დაზიანების გამო დენი ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში 700-მდე აბონენტს არ მიეწოდება.

რაც შეხება გადაადგილებას, აჭარის საგზაო დეპარტამტის ინფორმაციით, უამინდობას გადადგილების კუთხით მაღალმთიან აჭარაში პრობლემები არ შეუქმნია, და გზის იმ მონაკვეთზე სადაც საჭიროება მოითხოვდა, თოვლისაგან გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობდა. მათივე ინფორმაციით ხულოს მუნიციპალიტეტში აჭარის საგზაო დეპარტამენტის 21 მძიმე ტექნიკაა მობილიზებული.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები