უაქციზო სიგარეტები

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო საქონლის შენახვა – გადაზიდვის ფაქტზე 4 პირი დააკავა. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს სამ რეგიონში – ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და აჭარაში, პირთა ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა – გადაზიდვის ფაქტზე 4 პირი დააკავეს.

ამოიღეს სარეალიზაციო განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების,  საერთო ჯამში – 3 ათას 970 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები