უბნებზე ხმების დათვლა დასრულებულია

ამ დროისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისია ბოლო მონაცემებს სპეციალურ პორტალზე ანთავსებს. სულ დასათვლელი იყო 3 644 უბნის შემაჯამებელი ოქმები, უბნებზე კი კომისიის წევრებს სამი ბიულეტენის შედეგის დაჯამება მოუხდათ.  მონაცემები პირდაპირ რეჟიმში იტვირთება ვებ-გვერდზე, ასე რომ პერიოდულად იცვლება.

შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, წინასწარი შედეგების თანახმად, პროპორციულ არჩევნებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ლიდერობს “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო.” ასევე, პირველ ადგილზე არიან მმართველი პარტიის მერობის კანდიდატები თითქმის ყველგან. კენჭისყრაში ამომრჩეველთა 45,65%-მა მიიღო მონაწილეობა. რაც დაახლოებით 2 პროცენტით მეტია, ვიდრე 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს დაფიქსირდა.

წყარო:’აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები